Jump to content

lukabrazi

Translator
  • Content Count

    28
  • Joined

  • Last visited

Community Reputation

105 Sunday Driver

About lukabrazi

  • Rank
    1t Caravan

Profile Information*

  • Gender
    Male
  • Location
    Georgia
  • Preferred Trucks
    Mercedes
  • Known languages
    English, Russian and Georgian

TruckersMP Information*

Recent Profile Visitors

2436 profile views
  1. L8 night edit👀

    spacer.png

    1. [VIVA CC] JTrocks55

      [VIVA CC] JTrocks55

      Beautiful Photo! ❤️ 

    2. Killua  // Ireland ^_^
  2. მოგესალმებით როგორც თქვენ უკვე იცით ჩვენ გვაქვს Facebook-ის ჯგუფი სახელად “TruckersMP International”. ჯგუფი გახსნილი იყო 2016 წლის მაისში და 4 წლის განმავლობაში 17000-ზე მეტი მომხარებელი შემოგვიერთდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯგუფის აქტივობა შესამჩნევად შემცირდა. ბევრი ფიქრის და განხილვის შემდეგ გადაწყდა რომ 2020 წლის 31 ივლისს ჯგუფი დაიხურებოდა. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო მაგრამ მიზეზების გამო ჩვენ გვიწევს ამის გაკეთება. ჩვენ გვესმის, რომ ბევრი არ იქნება კმაყოფილი ჯგუფის დახურვით, მაგრამ ყველას გთხოვთ, შეხედოთ ამას როგორც ურთიერთქმედების გაუმბჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. Facebook-ის ჯგუფის წევრებს კი გთხოვთ შემოგვიერდეთ ჩვენ Discord, Forums და Instagram. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შეკითხვები. ჩვენ ჩამოვწერეთ რამდენიმე ხშირად დასმული კითხვები. რატომ შექმენით ჯგუფი თუ მას 4 წლის შემდეგ წაშლიდით? დროის ცვლასთან ერთად სოციალური ქსელებიც იცვლება. ჯგუფი შეიქმნა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში იმისათვის რომ გაერთიანებინა ჩვენი საზოგადოება. როგორც ახალი სოციალური ქსელების მრავალი სხვა ფორმა შეიქმნა ჩვენც მას მივყვებით და სამწუხაროდ დროა Facebook-ის ჯგუფი უკან დავტოვოთ. Facebook-ის გვერდიც წაიშლება? არა. ჩვენ გეგმაში Facebook-ის გვერდის წაშლ არ არის. ჩვენ გვერდზე დიდი რაოდენობის მხარდაჭერა გვაქვს ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ახალი ამბების მოწოდებას Facebook-ის გვერდზე. რატომ არ იყვანთ უფრო მეტ social media-ს ჯგუფის წევრებს იმის მაგივრად რომ ჯგუფი დახუროთ? Community Moderation Management-მა სცადა ხალხის მოძებნა რომელიც შესაფერისი იყო ამ როლისთვის. სამწუხაროდ მსგავსი ხალხი ვერ მოიძებნა. რატომ არ ამატებთ/ცვლით წესებს იმის მაგივრად რომ ხალხმა აკეთოს ის რაც უნდათ? ჯგუფის წესები რამდენიმეჯერ შეიცვალა მაგრამ ამას ჰქონდა მინიმალური ეფექტი. უამრავი ბოტი, სპამერი და ყალბი ანგარიშები რასაც სჭირდებოდა დიდი ყურადღება და ძალისხმევა. ამასთან ერთად ევროპულმა GDPR-ის კანონმა შეგვიქმნა პრობლემები მტკიცებულებების შენახვასთან. ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია გარკვეული სირთულეები ჯგუფის მართვასთან დაკავშირებით. თქვენ ამით საზოგადოების დიდ ნაწილს გაწყვეტთ. როგორ არის ეს სამართლიანი? ჩვენ გვესმის რომ ზოგი ნაწყენია ამის გამო სამწუხაროდ ჯგუფის ყოფაქცევა იმ დონემდე დაეცა რომ მოგვიწია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. მეტი მოდერატორის აყვანა შეიძლებოდა მაგრამ ჩვენ არ მივცემდით ხალხს რომელიც საშინლად იქცევა ჯგუფში შემოსვლის უფლებას. რატომ არ გააუმჯობესეთ Facebook-ის ჯგუფი ყოფაქცევის გამოსასწორებლად? ჩვენ მრავალჯერ შევეცადეთ ჯგუფის გაუმჯობესება მაგრამ არ გაამართლა. Facebook-ი მოძველებულია სხვა პლატფორმებთან შედარებით სადაც ჩვენ ვმოღვაწეობთ. ამან განსაკუთრებით რთული გახადა ჯგუფის მართვა რამაც გამოიწვია ყოფაქცევის გაუარესება. გმადლობთ გაგებისთვის, - The TruckersMP Team
  3. BMW F10 😍

    spacer.png

  4. მოგესალმებით როგორც ზამთრის ასევე გაზაფხულის მოდის დიდი წარმატების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით Grimes რათა შემოგთავაზოთ ზაფხულის მოდი როგორც Euro Truck Simulator 2 ასევე American Truck Simulator-ში. ამ მოდის გამოსაყენებლად საჭიროა რამდენიმე ნაბიჯი. ამ მოდს გააჩნია ისეთივე მხარდაჭერა როგორც ზამთრის და გაზაფხულის მოდს. თუ გაინტერესებთ როგორ დააყენოთ გაზაფხულის მოდი გადადით ფორუმზე: როგორ დავაყენოთ ზაფხულის მოდი? როგორც წინაზე ზაფხულის მოდის გამოყენება აუცილებელი არ არის. ზაფხულის მოდთან ერთად ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა შემდეგი ორი მოდისთვის:Darker Night Skies და Default HDR Bloom. ეს მოდები ასევე მუშაობს ProMods-ზე. რადგან ახლა ზაფხულია ჩვენ შევწყვიტეთ გაზაფხულის მოდის მხარდაჭერა. გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოები თუ როგორ იყენებთ გაზაფხულის მოდს სოციალურ ქსელებში @TruckersMP on Twitter და @truckersmp.official on Instagram. TruckersMP-ის გუნდი გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს!
  5. Have I ever said how much I LOVE this car?

    spacer.png

    1. •Nika•

      •Nika•

      Yes, you did a lots of times :kappa:

    2. [VIVA CC] JTrocks55

      [VIVA CC] JTrocks55

      Ooh, nice photo ❤️ 

  6. გამარჯობა! თუ სარბოლო ჩემპიონატზე პოსტი არ გინახავთ იხილეთ აქ: https://forum.truckersmp.com/index.php?/topic/96314-სარბოლო-ჩემპიონატი-ზაფხული-2020/&tab=comments#comment-927145 ზაფხულის სარბოლო ჩემპიონატის შედეგები უკვე ცნობილია! გავიგეთ რომ ჩვენი შექმნილი სარბოლო ტრეკები ძალიან მოგეწონათ. სარბოლო ღონისძიების შესახებ მივიღეთ ბევრი დადებითი კომენტარი. ჩვენ შევაჯამეთ შაბათ-კვირას მომხდარი ღონისძიება. შაბათი - 1 დღე პირველ დღეს მოთამაშეებს ჰქონდათ შანსი მიეღოთ კვალიფიკაცია, საიდანაც საუკეთესოები იქნებოდნენ არჩეულნი სარბოლო ჩემპიონატისათვის. ამისთვის ჩვენ გადავაკეთეთ TMP6-ის dragstrip-ი ლას ვეგასში! თითოეულ დრაგ რბოლაში მონაწილეობას იღებდა 8 მოთამაშე საიდანაც, 2 მოგებული იღებდა კვალიფიკაციას. რამდენიმე საათში 48 მძღოლმა აიღო კვალიფიკაცია. კვირა - 2 დღე მეორე დღისთვის ჩვენ გავაკეთეთ ოთხი ტრეკი ამერიკის სხვადასხვა შტატში. თითო რბოლაში მონაწილეობას 6 კაცი იღებდა, აქედან 3 გადიოდა მომდევნო რბოლაზე. ბევრმა მოთამაშემ ვერ გაუძლო სირთულეს და ჩამორჩნენ სხვა მძღოლებს. საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩა 6 მძღოლი, რომლებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს გინალურ რბოლაში. ფინალური რბოლა იყო გადამწყვეტი იმისი თუ ვინ დასახელდებოდა ჩემპიონად. ახლა კი ვიხილოთ კვალიფიცირებული მოთამაშეების შედეგები! შედეგები ქვევით მოცემულია კვალიფიცირებულ მოთამაშეთა ჩამონათვალი და რომელ რაუნდამდე მივიდნენ. რაუნდი 1 ionutx36 Dylan R Twix_Noodles AgentKillerMan Slakkie4x2 I brake for cake Diesel Wiesel Daniel #EDM02AM CBaccari suione SpeedTrain66 -Roadrunner- duvan965 sebasgeo19 Supercrosh djmtrlltc L-LATAM 02 Fran Truckerboy89 Puma Oredis isryr5 GoodFe11a Hoffen Diesel STREETRUNNER90 რაუნდი 2 - მეოთხედ-ფინალი callum450 AnonymousCRIPT davidlalinde1982 raitstas Lucas_photography2020 Austin_Phoenix sacevedom Ir NotAlex! jan9408 19049_Spy Sinyor. TheHighFiveMike რაუნდი 3 - ნახევარ-ფინალი MasterMusic SH13LD TFM_Flaming Jbu1337 Shay_Gaming SERIOUS b.v. [BX-PH-38] რაუნდი 4 - ფინალი [BTS] RoadHunter66 [PL] 2 ადგილი HDLIGHT 3 ადგილი Spig_Xiao Zhu 4 ადგილი Deaf Team / Bünyamin 5 ადგილი Dark_Blanc 6 ადგილი გილოცავთ ყველას! ახლა თქვენ შეგიძლიათ გაამარიაჟოთ თქვენი უნიკალური ჯილდო პროფილზე! ზაფხული 2020 რბოლის ჩემპიონი ჩემპიონატზე მონაწილეობა ბევრმა მიიღო მაგრამ გამარჯვებული მხოლოდ ერთია... რბოლის ჩემპიონად აღიარებასთან ერთად KingKrule ჯილდოვდება £50 Steam Gift Card-ით! გთხოვთ შემოგვიერთდეთ და მიულოცოთ მას ფორუმზე გთხოვთ დაიცვათ საგზაო წესები -TruckersMP Team
  7. მოგესალმებით ჩვენ ივნისის დასასრულს ვუახლოვდებით რაც ნიშნავს რომ ჩვენი ყოველთვიური კონვოის დრო მოვიდა! ეს იქნება ჩვენი პირველი ოფიციალური კონვოი 1.37. ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით Scandinavia DLC-ის გზებზე რათა გამოვიკვლიოთ ულამაზესი გზები და მოვინახულოთ თვალწარმტაცი პეიზაჟი! შემოგვიერთდით კვირას 28 ივნისს თბილისის დროით 21:00 ჩვენ მოგზაურობას დავიწყებთ კოპენჰაგენში შემდეგ გავემართებით ჩრდილოეთით ჩვენ გავივლით ვახჯოს, იონჩიოპინგი და ერებრეს შემდეგ კი ჩვენ ჩავალტ ოსლოში. ჩვენ მოვინახულებთ სკანდინავიის საუკეთესო გზებს! კონვოის ხანგრძლივობა დაახლოებით 90 წუთი იქნება. თუ თქვენ კონვოის ბოლოსკენ იქნებით შეიძლება უფრო მეტი დროც დაგჭირდეთ. გეგმის მიხედვით შესვენებები არ გვექნება მაგრამ თუ გჭირდებათ დასვენება შეგიძლიათ უსაფრთხო ადგილზე გადაყენება. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ იკითხეთ ფორუმზე! მარშრუტი დასაწყისი: კოპენჰაგენი დასასრული: ოსლო დამატებითი ინფორმაცია: ღონისძიების წესები | DLC: [Scandinavia] | სერვერი: Official Convoy გისურვებთ უსაფრთხო და ბედნიერ მოგზაურობას. ვიმედოვნებთ რომ კონვოიზე შეგხვდებით! -TruckersMP Team
  8. I really don't know what happened to quality but K

    spacer.png

    1. Killua  // Ireland ^_^

      Killua // Ireland ^_^

      Great photo and car 🥰:wub:

  9. Another picture ruined by me.....slowly I am starting to like this....spacer.png

    1. Colored_Greens

      Colored_Greens

      I like it! Personally I would lower the exposure of the background a bit but keep the truck at the same level. The pic is really good though!

    2. lukabrazi

      lukabrazi

      @Colored_Greens an advice always helps! Thank you, I will try to balance it next time I edit!

    3. Killua  // Ireland ^_^

      Killua // Ireland ^_^

      I like it, beautiful photo 🥰:wub:

  10. მოგესალმებით! მას შემდეგ რაც American Truck Simulator (ATS) და Euro Truck Simulator 2 (ETS2) 1.37 ვერსია გამოვიდა ჩვენ მივიღეთ უამრავი კითხვა თუ როდის გამოვიდოდა შესაბამისი განახლება TruckersMP-ისთვის. დღეს კი ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ამ სიტუაციის და განახლების შესახებ. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ 1.37 ვერსიაზე. გაგახარებთ და გეტყვით რომ 1.37 უკვე "მუშა" მდგომარეობაშია და საქმის 90% უკვე შესრულდა. ეს ნიშნავს რომ ჩვენ თამაშის უახლესი ვერსიის გამოყენებით შეგვიძლია სატესტო სერვერზე შესვლა. ხალხმა ივარაუდა რომ ახალი DLC-ის გამოსვლამ შეიძლება განახლების პროცესი შეანელოს მაგრამ ეს სიმართლე არ არის, ახალი DLC ჩვენ არ შეგვანელებს. მაგრამ ის რაც გვანელებს არის ახალი ხმის სისტემა(FMOD). ამ მომენტისთვის მხოლოდ და მხოლოდ ხმის სისტემის განახლებაა დარჩენილი. ქვევით კი მოგაწვდით პოპულარულ კითხვებზე პასუხს. თუ თქვენ გაწუხებთ კითხვა რომელიც ქვევით ნახსენები არაა გთხოვთ დაპოსტეთ ფორუმზე. ჩვენ დავაკვირდებით პოსტებს და რაც შეიძლება მალე გავცემთ პასუხებს. როდის გამოვა 1.37? შეიძლება გენახათ რომ 1.37 "მალე გამოვა". ჩვენ ვხვდებით რომ ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია და შეიძლება იმედგამაცრუებელიც იყოს ის ფაქტი რომ განახლებაზე ინფორმაციას არ ვიძლევით. ამას თან ახლავს ის მიზეზი რომ არსებობს ბევრი რამ რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვარაუდზე დაყრდნობით მოგაწოდოთ დაახლოებითი დრო. თუმცა თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ გაგრძელდა ლოდინის დრო შეიძლება გაიზარდოს. ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთ დეველოპერს "mwl4" აქვს შესაბამისი ცოდნა და შესაძლებლობა განაახლოს ყველაფერი 1.36-დან 1.37-ზე. გარდა იმისა, რომ განახლებაზე მუშაობს, მას აქვს პირადი ვალდებულებები რეალურ სამყაროში. ჩვენი გუნდი ვეხმარებით მას მაგრამ ჩვენ მხოლოდ მცირე დავალებების შესრულება შეგვიძლია. გაითვალისწინეთ რომ ETS2 და ATS არის single-player-ის ტიპის თამაშები და მისი multiplayer-ში მუშაობა წლების განმავლობაში არის უდიდესი მიღწევა! ვიცით რომ უკვე მოთმინებას კარგავთ მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთებას სჭირდება დიდი რაოდენობით დრო და უნარი. როგორ მივადევნო თვალ-ყური 1.37-ის შესახებ ინფორმაციას? ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას განახლებების შესახებ ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელებში. ისინი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ: TruckersMP News | Development Announcements (forums) | Discord | Twitter | Instagram | Facebook 1.37-ის განახლება უკვე ჩავიწერე, ონლაინში როგორ შევიდე? ვინაიდან და რადგანაც სერვერებს ჯერ-ჯერობით 1.37-ის მხარდაჭერა არ გააჩნია თქვენ უნდა შეცვალოთ ვერსია და დააყენოთ 1.36. როგორ შევცვალო ვერსია? იხილეთ აქ: How to downgrade რატომ ამახვილებთ ყურადღებას დიდ ღონისძიებებზე იმის მაგივრად რომ იმუშაოთ 1.37-ზე? TruckersMP-ის გუნდი შედგება 200-ზე მეტი წევრისგან. ყველა წევრს აქვს თავისი გუნდი და საქმიანობა რაზეც ახდენს კონცენტრირებას. ოფიციალური ღონისძიებები გაკეთებულია Event Management და Event Team-ის მიერ. ისინი კოლექტიურად ხარჯავენ ათასობით საათს რათა საზოგადოებას შესთავაზონ ახალი და საინტერესო ღონისძიებები. 1.37-ის განახლებაზე კი მხოლოდ დეველოპერები კონცენტრირდებიან. ამ დროისთვის მხოლოდ mwl4 და ShawnCZek მუშაობენ განახლებაზე რადგან მხოლოდ მათ გააჩნიათ შესაბამისი უნარები. ძალიან ბევრი განახლებები მოდის არის თუ არა ეს 1.37-თან კავშირში? განახლებები ძირითადად ბაგების გასასწორებლად არის. უმეტესობა ამ განახლებების მიზანი არის 1.36 მაგრამ ზოგიერთი 1.37-თვის მოსამზადებლადაც არის. ეს განახლებები საჭირო იყო და მათ არანაირი ეფექტი არ აქვთ 1.37-ის პროგრესზე. ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად მოშორდება თუ არა გაზაფხულის მოდი? 1.37-ის გამოსვლისთანავე მოშორდება გაზაფხულის მოდი. ProMods 2.46 უკვე მზადაა ექნება თუ არა მას მხარდაჭერა 1.37 ვერსიაზე? 1.37-ის გამოსვლის შემდეგ ProMods-ის სერვერები რამდენიმე დღით გათიშული იქნება. ProMods 2.46-ის განახლება მალევე გამოვა 1.37-ის შემდეგ. ექნება თუ არა World of Trucks 'Operation Genoa Bridge'-ის ღონისძიებას მხარდაჭერა? ვინაიდან და რადგანაც ღონისძიება ტარდება 1.37 ვერსიაზე მისი მხარდაჭერა შეუძლებელია. თუ ღონისძიება ძალაში იქნება 1.37-ის გამოსვლისას მას მხარდაჭერა ონლაინშიც ექნება. ექნება თუ არა მხარდაჭერა DLC 'FH Tuning Pack'? დიახ. მისი მხარდაჭერა 1.37-ის განახლებასთან ერთად გამოვა. ეს მოიცავს ჩვენ განახლებას 1.37 ვერსიის დეველოპმენტის შესახებ. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას ვინც აგრძელებს TruckersMP-ის პროექტის მხარდაჭერას. თქვენი მოთმინება დიდად დაფასებულია და გვესმის, რომ თქვენ 1.37 მხარდაჭერა გსურთ. ჩვენ ვისმენთ თქვენ კითხვებს და ინტერესს 1.37-ის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია გარკვეულწილად დაგეხმარებით. -TruckersMP Team
  11. მოგესალმებით მოთამაშეებო! ჩვენი ოფიციალური რბოლის დრო მოვიდა! რამდენიმე დღეში ჩატარდება რბოლის ჩემპიონატი! ჩემპიონატებზე ასობით მოთამაშე იყენებს შესაძლებლობას პრესტიჟული ოქროს ტიტულის ასაღებად-Racing Champion 2020 წლის ზაფხულს ჩვენ ვეწვევით ამერიკის შტატებს: ნევადას, არიზონას და კალიფორნიას! გაითვალისწინეთ:რბოლა ჩატარდება როგორც შაბათს 13 ივნისს, ასევე კვირას 14 ივნისს. აუცილებლად უნდა გეცალოთ ორივე დღეს! შაბათი ივნისი | კვალიფიკაცია პირველ დღეს ჩატარდება დრაგ რბოლები, თითოეულში მონაწილეობას მიიღებს რვა მოთამაშე. დღე დაეთმობა 2020 წლის საზაფხულო სარბოლო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს. ახლა კი წარმოგიდგენთ მოთხოვნილებებს და ინსტრუქციას თუ როგორ მიიღოთ მონაწილეობა რბოლაში: თბილისის დროით 20:30-დან უნდა გეცალოთ(პირველი დრაგ რბოლა იწყება 23:00. ღონისძიება გაგრძელდება ორიდან სამ საათამდე) უნდა გესმოდეთ ინგლისური(ინსტრუქციების წასაკითხად) შეუერთდეთ Racing Championship Summer 2020-ის სერვერს დარწმუნდით რომ თქვენი სატვირთო მზადაა რბოლისთვის. შეკრება არის ლას ვეგასის ცენტრში, სადაც მოგაწვდიან ინსტრუქციებს. გთხოვთ გაეცნოთ ღონისძიების წესებს შემთხვევითი ხერხით იქნება ამორჩეული რვა მოთამაშე დრაგ რბოლაში შესაჯიბრებლად. კვალიფიცირებული მოთამაშეების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენი მოთამაშე დაესწრება რბოლას. მაგალითად თუ რბოლაში 96 კაცი მიიღებს მონაწილეობას მხოლოდ ნახევარი აიღებს კვალიფიკაციას ანუ 8-იდან 4 მრბოლელი აიღებს კვალიფიკაციას ყველა რბოლის დასრულების შემდეგ 48 მოთამაშე მიიღებს კვალიფიკაციას ჩემპიონატისთვის რომელიც შემდეგ დღეს ჩატარდება. სერვერი ჩართული იქნება მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში იმ მოთამაშეებისათვის ვისაც ტრეკის გარშემო ვარჯიში მოუნდება თუ თქვენ კვალიფიკაცია ვერ გაიარეთ, შანსი მაინც არსებობს! თუ რომელიმე მოთამაშე არ გამოცხადდება კვირა დღეს ჩვენ ამოვირჩევთ შაბათს ჩატარებული რბოლიდან ერთ მოთამაშეს. კვირა 14 ივნისი | ჩემპიონატი თუ კვალიფიკაცია გაიარეთ თბილისის დროით 19:30 უნდა გეცალოთ (პირველი რბოლა იწყება 20:00. ღონისძიება გაგრძელდება ოთხ საათამდე) მომზადება შეკრების ადგილი Show Low-ს ცენტრია. რბოლის დაწყებამდე მონაწილეები გადაყვანილნი იქნებიან ტრეკზე. ამ მომენტში არ იქნება შესაძლებლობა ტრეკზე ვარჯიშისათვის. რაუნდი 1 48 კვალიფიცირებულ მონაწილეს რბოლა მოუწევთ Show Low-ს ვიწრო ქუჩებზე. რაუნდი 2 - მეოთხედ-ფინალი მეოთხედ-ფინალში გადავა მხოლოდ 24 მონაწილე, მრბოლელებს ტარება მოუწევთ სტრესულ პირობებში, ისინი დატოვებენ ქალაქს და შევლენ მოსახვევებში მაღალი სისწრაფით! რაუნდი 3 - ნახევარ-ფინალი ნახევარ-ფინალში მოხვდება 12 მონაწილე, იმედია ავარიაში არ მოყვებიან ასეთი არაჩვეულებრივი ხედის გამო! რბოლის გასართულებლად რამოდენიმე სურპრიზი დახვდებათ... რაუნდი 4 - ფინალი ფინალში 6 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. ერთი არასწორი მოძრაობა და მოგების შანსს დაკარგავთ. პრიზები კვალიფიცირებულები ყველა ვინც კვალიფიკაცია აიღო ხელცარიელი არ დარჩება, თქვენ მიიღებთ ჯილდოს პროფილზე! ფინალისტები 2 ადგილი:£25 Steam gift card 3 ადგილი:£20 Steam gift card 4 ადგილი:£14 Steam gift card 5 ადგილი:£10 Steam gift card 6 ადგილი:£4 Steam gift card რბოლის ჩემპიონი პრიზები მოიცავს: ექსკლუზიური ჯილდო პროფილზე: და ასევე £50 Steam gift card თუ გაგიჩნდათ კითხვა არ მოგერიდოთ დაპოსტეთ ფორუმზე -TruckersMP Team
  12. დრო გავა და ვნახავთ
  13. მოგესალმებით! დიდი ხნის წინ ჩვენ ჩავატარეთ მორიგი გამოკითხვა, ახლა კი ახალის დროა. ამჯერად გთხოვთ ჩვენი ზოგადი მომსახურების შეფასებას. კითხვები შეეხება სერვერებს, ლაუნჩერს და ვებ გვერდს. გამოკითხვა ანონიმურია და შევსება მხოლოდ ერთხელ შეიცვლება ამიტომ გთხოვთ არ იჩქაროთ და გულწრფელად უპასუხეთ დასმულ კითხვებს. იხილეთ გამოკითხვა აქ. გამოკითხვისას შეგროვებული ინფორმაცია: თქვენი პასუხები, ბრაუზერის ვერსია და ქვეყანა. ბრაუზერის და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია წაიშლება გამოკითხვის შესრულებისას. ბედნიერ დღეს გისურვებთ! TruckersMP team იხილეთ თავდაპირველი პოსტი
  14. You know the drill.... But I LOVE how this car looks😍

    spacer.png

×
×
  • Create New...