Jump to content

lukabrazi

Retired Team Member
 TruckersMP Profile
  • Posts

    56
  • Joined

  • Last visited

Everything posted by lukabrazi

  1. First ruined pic for 2021

    spacer.png

  2. ძვირფასო მოთამაშეებო, ჩვენ წარმოგიდგენთ ამ წლისთვის რიგით მეორე TruckersMP Q&A(კითხვებზე პასუხი). დღეიდან 4 სექტემბრამდე თქვენ შეგიძლიათ დაგვისვათ ნებისმიერი შეკითხვა TruckersMP-ის შესახებ და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ! გაგჩენიათ კითხვა თუ როგორ არის დაორგანიზებული TruckersMP ან რომელი როლი არის პასუხისმგებელი კონკრეტულ მოვალეობაზე? აქ შეგიძლიათ იკითხოთ! როგორ მივიღო მონაწილეობა? კითხვები გადამისამართებული ექნება TruckersMP upper staff-ს (მთელ მენეჯმენტს). თქვენ შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა შემდეგი წესების გათვალისწინებით: * ყველა დაცული უნდა იყოს TruckersMP-ის წესი. * თუ კითხვა მიმართულია რომელიმე კონკრეტული თანამშრომლის მიმართ გთხოვთ კითხვას თან მიაწერეთ მისი სახელი. მაგალითად `Question to Smoky_TMP` * თუ კითხვა მიმართულია კონკრეტული გუნდის მიმართ გთხოვთ სათაურს თან დაურთოთ `[<team management abbreviation>]`. მაგალითად `[GMM] How efficient is the report system?`. * ყოველი ახალი კითხვისას უნდა შექმნათ ახალი ტოპიკი. * ყველა კითხვაზე პასუხი გაეცემა თქვენივე შექმნილ ტოპიკზე. * კითხვებს დეველოპმენტის შესახებ ან კითხვები რომლებიც მიმართულია დეველოპერის მიმართ შეიძლება დიდი ხანი დასჭირდეს პასუხის გასაცემად ვინაიდან და რადგანაც დეველოპერებს ბევრი თავისუფალი დრო არ გააჩნიათ. * თუ თქვენი შეკითხვა კონკრეტულ გუნდს ან თანამშრომელს შეეხება ის შეიძლება გადამისამართდეს სხვა გუნდისკენ თუ თავდაპირველი არ არის პასუხისმგებელი კონკრეტულ საკითხზე. გაითვალისწინეთ რომ TruckersMP-ის შესახებ ნებისმიერი რამ შეგიძლიათ იკითხოთ მაგრამ პასუხებს გავცემთ ჩვენი შეხედულებისამებრ. Q&A დაიხურებ 4 სექტემბერს 2020 მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომ კითხვების უმეტესობას უკვე გაცემული აქვს პასუხი, გთხოვთ მოიძიოთ და დარწმუნდეთ რომ თქვენი დასმული კითხვა იქნება ახალი. უკვე პასუხგაცემული კითხვები იხილეთ აქ. კითხვები დასვით აქ. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პასუხებს დაუყოვნებლივ ვერ მიიღებთ. ზოგ პასუხს შეიძლება უფრო დიდი დრო დაჭირდეს ვიდრე სხვებს. The TruckersMP Management
  3. მოგესალმებით! ჩვენი წინა დეველოპმენტის განახლებასთან ერთად მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ განახლება 1.38 ვერსიის დეველოპმენტის შესახებ. მოთამაშეები ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოუთმენლად ელიან TruckersMP-ის მხარდაჭერას ახალი, 1.38 ვერსიისთვის. ჯერჯერობით მხარდაჭერა დასრულებული არ არის მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მოგახსენოთ პროგრესის შესახებ და აგიხსნათ თუ რატომ გვჭირდება ამდენი დრო. მიუხედავად იმისა რომ ზედაპირულად ჩვენ ვერ ვხედავთ მრავალ ცვლილებას SCS-მა 1.38 ვერსიაში ბევრი რამ შეცვალა. FMOD-ი ჯერ კიდევ წარმოადგენს გარკვეულ წინაღობას განახლებებისთვის. ქვევით კი მოგაწვდით პოპულარულ კითხვებზე პასუხს. თუ თქვენ გაწუხებთ კითხვა რომელიც ქვევით ნახსენები არაა გთხოვთ დაპოსტეთ ფორუმზე. ჩვენ დავაკვირდებით პოსტებს და რაც შეიძლება მალე გავცემთ პასუხებს. როდის გამოვა 1.38? ამჟამად ახალი ვერსიის გამოსვლას აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ველოდებით. ჩვენ გვესმის რომ ეს ლოდინისთვის დიდი დროა მაგრამ მერწმუნეთ 1.38-ის მხარდაჭერა ამჟამად ჩვენი დეველოპერების მთავარი დავალებაა. რატომ სჭირდება განახლებებს დიდი დრო? ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთ დეველოპერს "mwl4" აქვს შესაბამისი ცოდნა და შესაძლებლობა განაახლოს ყველაფერი 1.37-დან 1.36-ზე. გარდა იმისა, რომ განახლებაზე მუშაობს, მას აქვს პირადი ვალდებულებები რეალურ სამყაროში. ჩვენი გუნდი ვეხმარებით მას მაგრამ ჩვენ მხოლოდ მცირე დავალებების შესრულება შეგვიძლია. თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ ანახლებს mwl4 თამაშს იხილეთ ვიდეო: [Development Video] Porting ETS2MP to 1.14 patch. მართალია 5 წლის წინანდელია მაგრამ დაახლოებით მიხვდებით ჩვენი მოდის კომპლექსურობას. როგორ მივადევნო თვალ-ყური 1.37-ის შესახებ ინფორმაციას? ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას განახლებების შესახებ ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელებში. ისინი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ: TruckersMP News | Development Announcements (forums) | Discord | Twitter | Instagram | Facebook მე უკვე განვაახლე თამაში 1.38-ზე როგორ ვითამაშო ონლაინ? ვინაიდან ჩვენ 1.38-ის მხარდაჭერა არ გაგვაჩნია თქვენ დაგჭირდებათ თამაშისთვის ვერსიის შეცვლა. ინფორმაცია ვერსიის შეცვლის შესახებ იხილეთ აქ: როგორ შევცვალოთ თამაშის ვერსია თქვენ ასევე შეგიზლიათ იხილოთ ვიდეო იმაზე თუ როგორ შევცვალოთ თამაშის ვერსია: How To: Downgrade Your Game იქნება ProMods 2.46 მხარდაჭერილი? ProMods 2.46-ს 1.38-ის მხარდაჭერა ჯერ არ გააჩნია. ProMods სერვერები მიუწვდომელი იქნება მანამ სანამ 1.38-ის მხარდაჭერა არ გამოვა. ‘Idaho’DLC იქნება მხარდაჭერილი? ახალი Idaho DLC მხარდაჭერილი იქნება 1.38 განახლებასთან ერთად. ხმის ბაგი გამოსწორებული იქნება? ეს ბაგი გამოწვეულია FMOD-ის ლიმიტებით. FMOD-ის კომპლექსურობის გამო კონკრეტული ბაგი გამოსწორებული ვერ იქნება 1.38 განახლებაში. დიდი მადლობა მოთმინებისთვის -TruckersMP Team
  4. I think I am losing my mind

    ?"Oh come and save me, we’re crazy

    But still i keep on dreaming of you"

    spacer.png

    1. TerraQu

      TerraQu

      Weird scout car

    2. Winter~

      Winter~

      Looks nice :D 

    3. Guest

      Guest

      Good one ?

  5. მოგესალმებით! ჩვენ დავგეგმეთ ჩვენი პირველი ოფიციალური Patreon-ის კონვოი! ამჯერად ჩვენ გადავწყვიტეთ საფრანგეთში მოგზაურობა სადაც, ვნახავთ ვიწრო ფრანგულ გზებს არაჩვეულებრივი პეიზაჟით! შემოგვიერთდით კვირას 2 აგვისტოს 2020 თბილისის დროით 21:00 მოგზაურობას დავიწყებთ პარიზში ვიწრო გზებს ბელგიამდე გავუყვებით შემდეგ კი ისევ საფრანგეთში მოვბრუნდებით ბოლოს კი მოგზაურობას ნანტიში დავამთავრებთ. კონვოის ხანგრძლივობა დაახლოებით 120 წუთი იქნება. გეგმის მიხედვით შესვენებები არ გვექნება მაგრამ თუ გჭირდებათ დასვენება შეგიძლიათ უსაფრთხო ადგილზე გადაყენება. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ იკითხეთ Patron-ის ჩატში Discord-ზე! არხართ Patron და მონაწილეობა გინდათ? ჯერ გვიანი არ არის, გახდით ჩვენი Patron 1 აგვისტომდე! გახდით Patron აქ არ დაგავიწყდეთ Patron-ის დაკავშირება TruckersMP-ის ანგარიშისთვის! არ იცით როგორ? დააწექით აქ! ვინაიდან ჩვენ ჯერ არ გვაქვს 1.38-ის მხარდაჭერა, მოგიწევთ 1.37-ზე გადასვლა. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ დასაწყისი: FLE, პარიზი დასასრული: SUBSE, ნანტი დამატებითი ინფორმაცია: ღონისძიების წესები | DLC: Viva la France | სერვერი: Patreon Convoy გისურვებთ უსაფრთხო და ბედნიერ მოგზაურობას. ვიმედოვნებთ რომ კონვოიზე შეგხვდებით! -TruckersMP Team
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.