Leon Baker Posted August 22, 2019 Share Posted August 22, 2019 (edited) TruckersMP-ის ოფიციალური Discord სერვერის დასჯის სისტემა როგორ სჯიან მომხმარებლებს საზოგადოების მოდერატორები ჩვენს Discord სერვერზე? ეს ის კითხვაა, რომელსაც ძალიან ხშირად გვისვავენ. სინამდვილეში, ჩვენი სისტემა თითქმის ისეთია, როგორსაც ამჟამად ჩვენი თამაშის მოდერატორები იყენებენ TruckersMP-ის სერვერებზე. ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას, კიკს ან ბანს ის არ გაუაქტიურდება ერთ წელიწადში. დასჯის სისტემა მდგომარეობს შემდეგში: პირველი დარღვევა: თქვენ მიიღებთ სიტყვიერ გაფრთხილებას (თეგით) სერვერის მოდერატორისგან. მეორე დარღვევა: ამ მომენტისთვის, თქვენ უკვე იყავით გაფრთხილებული ერთხელ, ახლა თქვენ მიიღებთ კიდევ ერთ გაფრთხილებას პირადი შეტყობინების სახით. მესამე დარღვევა: როგორც ზემოთ, თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას. მეოთხე დარღვევა: თქვენ მიიღებთ კიდევ ერთ გაფრთხილებას, ამჯერად ეს იქნება თქვენი ბოლო გაფრთხილება მეხუთე დარღვევა: თქვენ დამიუთებული იქნებით 7 დღით. თქვენ ჩვეულებრივად შეგეძლებათ ყველაფრის ნახვა Discord-ზე, მაგრამ არ შეგეძლებათ სერვერთან ურთიერთგმედება (მესიჯების დაწერა და ა.შ.). მეექვსე დარღვევა: თუ თქვენ დამიუთების შემდეგ გააგრძელებთ წესების დარღვევას, თქვენ დაგედებათ 7 დღიანი ბანი. მეშვიდე დარღვევა: ამ შემთხვევაში, თქვენ სამუდამოდ დაგედებათ ბანი ჩვენს სერვერზე. გაითვალისწინეთ, თუ თქვენ მიიღეთ გაფრთხილება, გაიკიკეთ ან დაგედოთ ბანი, თუ ეს არ არის შეცდომა და თქვენ არაფერი არ დაგიშავებიათ, თქვენ უნდა მიმართოთ Community Moderation Management-ს Feedback სისტემის საშუალებით, რათა გაასაჩივროთ თქვენი ბანი. თუ ფაქტები მიუთითებენ იმაზე, რომ თქვენი ბანი დამსახურებულია, მაშინ, დიდი ალბათობით ის არ მოიხსნება. ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მიუხედავად იმისა თუ რა სერიოზულობისაა თქვენი დარღვევა, თქვენ შეიძლება გაიკიკოთ ან დაგედოთ დროებითი/სამუდამო ბანი ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეთავაზებები ამ სისტემასთან ან ზოგადად ჩვენს Discord სერვერთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ჩათს #discord-Suggestions, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ "Support" კატეგორიაში ჩვენს სერვერზე. Edited May 28, 2020 by lukabrazi Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts