Leon Baker Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 საახალწლო ივენთი SCS-ისგან დაიწყო! სანტას სჭირდება შენი დახმარება! ჩვენი გუნდი "SCS გზაში" ახლახანს დაბრუნდა ჩრდილოეთ პოლუსიდან. სანტა ვეღარ ახერხებს ყველა საჩუქრის დარიგებას, ამიტომაც მან სთხოვა SCS Software-ს დახმარება. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი დახმარება არაა საკმარისი, ამიტომაც ჩვენ მოგმართავთ თქვენ, მოთამაშეებო! მსოფლიოში მილიარდობით საჩუქარია, რომელსაც ელოდება თავისი პატრონი და ჩვენ გავაგებინეთ სანტას, რომ მოვეხმარებით ამ საჩუქრების დარიგებაში გარკვეულ ტერიტორიაზე. ნიუ-მექსიკოს დამატებით American Truck Simulator-ისთვის და იტალიის დამატებით Euro Truck Simulator 2-ისთვის ჩვენ დიდად არ გავაფართოვეთ ჩვენი მასშტაბი ორივე კონტინენტზე, ამიტომაც სანტას უნდა რომ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი სათამაშო ლოკაცია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ჩვენი დახმარება შემდეგ წელსაც დასჭირდება. მანამდე კი, მოდით დავეხმაროთ იმით, რითაც შევძლებთ ახლა. პრიზები არის ყველასთვის ვინც შემოგვიერთდება! სანტამ მოგიმზადათ სპეციალური სათამაშოები ტრაილერისთვის და აქსესუარები. ის საშუალებასაც კი მოგცემთ რომ დააყენოთ თქვენი ტრაილერი გარაჟში საახალწლო გაფორმებით. კარგად ჟღერს, არა? ეს World of Trucks-ის ივენთი უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა სეზონებში. ორივე თამაშის მოთამაშეები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. ორივე თამაშისთვის, ივენთს აქვს მიღწევების და დაჯილდოვების ორი საფეხური! ამჯერად, საჩუქრები არაა მხოლოდ თამაშისთვის. ივენთის დასრულების შემდეგ, ჩვენ ავარჩევთ 20 იღბლიან ადამიანს, რომელიც მიიღებს ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიის პროდუქციას ჯილდოს სახით. წესები და პრიზები ჩვენ ვატარებთ ორ ღონიზძიებას პარალელურად: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ან ETS2 და ATS ან მიიღოთ მონაწილეობა ორივე თამაშის ღონიზძიებაში ერთად, იმისათვის რომ მიიღოთ ყველაფრის მაქსიმუმი! მიიტანეთ საჩუქრები (ეს არის სპეციალური ტვირთი, რომლის პოვნაც შეგიძლიათ მხოლოდ World of Trucks-ის კონტრაქტებში) მინიმუმ 6 (პირველი ეტაპის დასასრულებლად) ან 12 (მეორე ეტაპის დასასრულებლად) სხვადასხვა ქალაქში. თითო რეისი უნდა იყოს მინიმუმ 240კმ/150მილი. მიიღეთ უნიკალური საჩუქრები ყოველ ტეპაზე: პირველი ეტაპი World of Trucks-ის ექსკლიუზიური ეჩივემენტები ივენთის დასრულების შემდეგ. სპეციალური აქსესუარები ტრაილერის სალონის გასაფორმებლად. თამაშის მთავარი მენიუს სპეციალური გაფორმება. ხუთი კაცი, რომელიც დაასრულებს ამ ეტაპს, მიიღებს მაგარი პრიზის მოგების შანსს: ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიიდან ნებისმიერი პროდუქტის ყიდვა 50 ევროს ფარგლებში. მეორე ეტაპი უფრო მეტი სპეციალური აქსესუარი ტრაილერის სალონის გასაფორმებლად. სპეციალური ფერი ტრაილერის გასალამაზებლად.Настраиваемые покраски "Объём кристаллов" для ETS2 и "Кристальная мечта" для ATS თამაშის მთავარი მენიუს კიდევ ერთი სპეციალური გაფორმება. ხუთი კაცი, რომელიც დაასრულებს ამ ეტაპს, მიიღებს მაგარი პრიზის მოგების შანსს: ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიიდან ნებისმიერი პროდუქტის ყიდვა 100 ევროს ფარგლებში. გაითვალისწინეთ ღონიზძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა თამაშის ბოლო ვერსია. პრიზებს თქვენ მიიღებთ სტიმის ინვენთორში. მატერიალური პრიზის მოგების ოთხმაგი (4x) შანსი, თუ თქვენ შეასრულებთ ორივე საფეხურს ორივე თამაშში. მატერიალური პრიზის გამარჯვებულებს ავირჩევთ 2018 წლის 22 იანვარს, როდესაც დასრულდება ივენთი. გამარჯვებულებს გამოვაცხადებთ ჩვენს ბლოგში! ესეც ასე! ეხლა კი სასწრაფოდ გაემზადეთ შემდეგ რეისში გამგზავრებისათვის, საჩუქრის პატრონები უკვე ელოდებიან თავის საჩუქრებს! SCSBlog თარგმნა/Translation: @BL4CK$K1LL 5 2 2
xaradze.giorgi Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 ვაუ, ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის, მადლობა @BL4CK$K1LL ამ ყველაფრის თარგმნისათვის
vaska2016pro Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 ძალიან მაგარი ივენთია. როდის დასრულდება? მადლობა ინფორმაციისთვის ლეონ
Leon Baker Posted December 23, 2017 Author Report Posted December 23, 2017 4 minutes ago, xaradze.giorgi said: ვაუ, ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის, მადლობა @BL4CK$K1LL ამ ყველაფრის თარგმნისათვის არაფრის Just now, vaska2016pro said: ძალიან მაგარი ივენთია. როდის დასრულდება? მადლობა ინფორმაციისთვის ლეონ ივენთი დასრულდება 2018 წლის 22 იანვარს, არაფრის
tsirekidze Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 როგორც ყოველთვის, scs და World of truck მახარებს. ერთ რაღაცას ვერ მივხვდი, საიდან სად უნდა მივიტანო ტვირთი და რამდენჯერ? ტვირთს თუ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება?
nikoloz Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 წავედი შევასრულო ივენთი მადლობა ბლექ
SLonNNNN Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 რაღაც მეეჭვება რომ მოვხვდე მაგ 20 კაცში, მაგრამ მაინც შევასრულებ მადლობა ინფორმაციისთვის @BL4CK$K1LL
Leon Baker Posted December 23, 2017 Author Report Posted December 23, 2017 2 minutes ago, tsirekidze said: როგორც ყოველთვის, scs და World of truck მახარებს. ერთ რაღაცას ვერ მივხვდი, საიდან სად უნდა მივიტანო ტვირთი და რამდენჯერ? ტვირთს თუ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება? პირველი ეტაპის დასასრულებლად საჭიროა 6 ტვირთის მიტანა სხვადასხვა ქალაქში და მეორე ეტაპის დასასრულებლად კიდე 6. ტვირთი უნდა იყოს World of Truck-ის კონტრაქტებში, საჩუქრები ედება ზედ და მიხვდები მოკლედ. 1
tsirekidze Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 5 minutes ago, BL4CK$K1LL said: პირველი ეტაპის დასასრულებლად საჭიროა 6 ტვირთის მიტანა სხვადასხვა ქალაქში და მეორე ეტაპის დასასრულებლად კიდე 6. ტვირთი უნდა იყოს World of Truck-ის კონტრაქტებში, საჩუქრები ედება ზედ და მიხვდები მოკლედ. გასაგებია, დიდი მადლობა
Leon Baker Posted December 23, 2017 Author Report Posted December 23, 2017 8 minutes ago, nikoloz said: წავედი შევასრულო ივენთი მადლობა ბლექ 7 minutes ago, SLonNNNN said: რაღაც მეეჭვება რომ მოვხვდე მაგ 20 კაცში, მაგრამ მაინც შევასრულებ მადლობა ინფორმაციისთვის @BL4CK$K1LL Just now, tsirekidze said: გასაგებია, დიდი მადლობა არაფრის
begigetia2002 Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 მივიტანე 2 ტვირთი, მაგრამ არ ჩამითვალა, რატომ?
[GeoTC] M3G4ROX Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 მიყვარს ეს ივენთები, მაგრამ არ მიყვარს WoTr-ს ტვირთები და 90-ით სიარული რამე ეშმაკობები არ იცით რო მალე მივიტანო? მეზარება 90ით სიარული
Leon Baker Posted December 23, 2017 Author Report Posted December 23, 2017 4 minutes ago, begigetia2002 said: მივიტანე 2 ტვირთი, მაგრამ არ ჩამითვალა, რატომ? World of Trucks-ის სპეციალური ტვირთი უნდა მიიტანო 6 ან 12 სხვადასხვა ქალაქში. (ამ სპეციალურ ტვირთს საჩუქრები ადევს და მიხვდები ადვილად რომელიცაა) 1 minute ago, [GeoTC] M3G4ROX said: მიყვარს ეს ივენთები, მაგრამ არ მიყვარს WoTr-ს ტვირთები და 90-ით სიარული რამე ეშმაკობები არ იცით რო მალე მივიტანო? მეზარება 90ით სიარული ყველას ეზარება, მაგრამ რა ვქნათ, საჭიროა და უნდა ქნა თუ გინდა პრიზის მიღება. ეშმაკობებს რაც შეეხება, ქალაქმდე სანამ მიხვალ ერთი 30 კილომეტრის დაშორებით F7-ით გადადი ქალაქში და უფრო მალე მიხვალ რა
Merssy Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 მაგარი ივენთია და როგორც ყოველთვის დიდი მადლობა SCS-ს და World of Trucks
=G=. Posted December 23, 2017 Report Posted December 23, 2017 Just now, Merssy said: მაგარი ივენთია და როგორც ყოველთვის დიდი მადლობა SCS-ს და World of Trucks და ბლექსკილს xD 1
LashaMatiashvili Posted January 19, 2018 Report Posted January 19, 2018 ძალიან მაგარი ივენთია, ყველას გირჩევთ შეასრულოთ !!!
Recommended Posts