Jump to content

სარბოლო ჩემპიონატი - ზაფხული 2020


lukabrazi

Recommended Posts

მოგესალმებით მოთამაშეებო!

ჩვენი ოფიციალური რბოლის დრო მოვიდა!
spacer.png

 რამდენიმე დღეში ჩატარდება რბოლის ჩემპიონატი!

ჩემპიონატებზე ასობით მოთამაშე იყენებს შესაძლებლობას პრესტიჟული ოქროს ტიტულის ასაღებად-Racing Champion

2020 წლის ზაფხულს ჩვენ ვეწვევით ამერიკის შტატებს: ნევადას, არიზონას და კალიფორნიას!

გაითვალისწინეთ:რბოლა ჩატარდება როგორც შაბათს 13 ივნისს, ასევე კვირას 14 ივნისს.

აუცილებლად უნდა გეცალოთ ორივე დღეს!

 


 

შაბათი ივნისი | კვალიფიკაცია

პირველ დღეს ჩატარდება დრაგ რბოლები, თითოეულში მონაწილეობას მიიღებს რვა მოთამაშე. დღე დაეთმობა 2020 წლის საზაფხულო სარბოლო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს. ახლა კი წარმოგიდგენთ მოთხოვნილებებს და ინსტრუქციას თუ როგორ მიიღოთ მონაწილეობა რბოლაში:

  • თბილისის დროით 20:30-დან უნდა გეცალოთ(პირველი დრაგ რბოლა იწყება 23:00. ღონისძიება გაგრძელდება ორიდან სამ საათამდე)
  • უნდა გესმოდეთ ინგლისური(ინსტრუქციების წასაკითხად)
  • შეუერთდეთ Racing Championship Summer 2020-ის სერვერს
  • დარწმუნდით რომ თქვენი სატვირთო მზადაა რბოლისთვის.
  • შეკრება არის ლას ვეგასის ცენტრში, სადაც მოგაწვდიან ინსტრუქციებს.

 

გთხოვთ გაეცნოთ ღონისძიების წესებს

 

შემთხვევითი ხერხით იქნება ამორჩეული რვა მოთამაშე დრაგ რბოლაში შესაჯიბრებლად. კვალიფიცირებული მოთამაშეების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენი მოთამაშე დაესწრება რბოლას. მაგალითად თუ რბოლაში 96 კაცი მიიღებს მონაწილეობას მხოლოდ ნახევარი აიღებს კვალიფიკაციას ანუ 8-იდან 4 მრბოლელი აიღებს კვალიფიკაციას

ყველა რბოლის დასრულების შემდეგ 48 მოთამაშე მიიღებს კვალიფიკაციას ჩემპიონატისთვის რომელიც შემდეგ დღეს ჩატარდება.

სერვერი ჩართული იქნება მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში იმ მოთამაშეებისათვის ვისაც ტრეკის გარშემო ვარჯიში მოუნდება

თუ თქვენ კვალიფიკაცია ვერ გაიარეთ, შანსი მაინც არსებობს! თუ რომელიმე მოთამაშე არ გამოცხადდება კვირა დღეს ჩვენ ამოვირჩევთ შაბათს ჩატარებული რბოლიდან ერთ მოთამაშეს.

 


 

კვირა 14 ივნისი | ჩემპიონატი
თუ კვალიფიკაცია გაიარეთ თბილისის დროით 19:30 უნდა გეცალოთ (პირველი  რბოლა იწყება  20:00. ღონისძიება გაგრძელდება ოთხ საათამდე)

 

მომზადება

 

შეკრების ადგილი Show Low-ს ცენტრია. რბოლის დაწყებამდე მონაწილეები გადაყვანილნი იქნებიან ტრეკზე.

ამ მომენტში არ იქნება შესაძლებლობა ტრეკზე ვარჯიშისათვის.

რაუნდი 1
spacer.png

48 კვალიფიცირებულ მონაწილეს რბოლა მოუწევთ Show Low-ს ვიწრო ქუჩებზე.

რაუნდი 2 - მეოთხედ-ფინალი

spacer.png
მეოთხედ-ფინალში გადავა მხოლოდ 24 მონაწილე, მრბოლელებს ტარება მოუწევთ სტრესულ პირობებში, ისინი დატოვებენ ქალაქს და შევლენ მოსახვევებში მაღალი სისწრაფით!
რაუნდი 3 - ნახევარ-ფინალი
spacer.png

ნახევარ-ფინალში მოხვდება 12 მონაწილე, იმედია ავარიაში არ მოყვებიან ასეთი არაჩვეულებრივი ხედის გამო! რბოლის გასართულებლად რამოდენიმე სურპრიზი დახვდებათ...

რაუნდი 4 - ფინალი
spacer.png

ფინალში 6 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. ერთი არასწორი მოძრაობა და მოგების შანსს დაკარგავთ.

 


 

პრიზები
კვალიფიცირებულები
ყველა ვინც კვალიფიკაცია აიღო ხელცარიელი არ დარჩება, თქვენ მიიღებთ ჯილდოს პროფილზე!
spacer.png

ფინალისტები

2 ადგილი:£25 Steam gift card
3 ადგილი:£20 Steam gift card
4 ადგილი:£14 Steam gift card
5 ადგილი:£10 Steam gift card
6 ადგილი:£4 Steam gift card

რბოლის ჩემპიონი
პრიზები მოიცავს:

 spacer.png

  • და ასევე £50 Steam gift card

თუ გაგიჩნდათ კითხვა არ მოგერიდოთ დაპოსტეთ ფორუმზე


-TruckersMP Team

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.