Jump to content

პატარა სახელმძღვანელო დამწყებისათვის ზომაგადაჭარბებული ტვირთების შესახებ.


Recommended Posts

თითქმის ყველამ ვიცით რომ Heavy Cargo DLC/Speacial Transport DLC-ის მისაბმელები სამართავად უფრო რთულია ვიდრე "ნორმალური" მისაბმელები. ამ პოსტით მინდა განვიხილო ხშირი ავარიის რისკები და მათი თავიდან აცილების შესახებ.


  საავარიო რისკები:
- მისაბმელები არიან დიდი ზომის და წონის. მათი ზომისგან გამომდინარე არის ბევრი მკვდარი ზონა, ანუ ადგილები რომელსაც ვერ ხედავთ.
- ტვირთის მასის გამო თქვენ გჭირდებათ მეტი მანძილი.
- გზისპირა დაბრკოლებები და მომავალი ტრეფიკი. ზოგი ტვირთი მისაბმელზე განიერია.

 

spacer.png

 

მოხვევისას, უკანა ნაწილი შეიძლება მომავალ ტრეფიკს და შიდა ნაწილი შეიძლება დაეჯახოს საგზაო ნიშნებს ან შუქნიშნებს.
 

spacer.png

 

   ზოგადი რჩევები:

- გადაჭარბებული ზომის/წონის ტვირთების გადაზიდვისას გმართებთ სიფრთხილე
- მსგავსი ტიპის მისაბმელები არ არის გათვლილი სწრაფ სვლაზე. 80კმ/სთ 50მილი/სთ საკმარისია.
- ზოგი ტვირთი 60 ტონაზე მეტს იწონის. აღმართზე ასვლისას სიჩქარის დაგდებას მოელოდეთ.
- მასის გამო, გასაჩერებლად დიდი მანძილი გჭირდებათ.
- გადასწრება ძალიან საშიშია და ყველანაირად უნდა აირიდოთ თავიდან.

- შეეცადეთ რომ სატვირთოს ცენტრი გაუსწოროთ ხაზის ცენტრს რომელშიც იმყოფებით
ამის გაკეთებისას დარწმუნდით რომ თქვენი ხაზიდან არ გადადიხართ.
 

spacer.png

 

- მოსახვევში შედით განიერად
დაუკვირდით მომავალ ტრაფიკს, შუქ-ნიშნებს და საგზაო ნიშნებს. მოხვევისას შეეცადეთ არაფერს გამოედოთ. თუ გაქვთ შესაძლებლობა, მოსახვევად გამოიყენეთ მომავალი ხაზები. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ მოხვევა თქვენთვის სასურველი ხაზის ცენტრის მიღწევისას დაიწყეთ(სურათზე აღნიშნულია ყვითელად).
 

spacer.png

- გზის ვიწრო წერტილებში გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
არ აჩქარდეთ საბაჟოებზე და სამშენებლო ობიექტებზე. არ იჩქაროთ და დარწმუნდით რომ სატვირთოს ცენტრი გასწორებულია თქვენი ხაზის ცენტრთან. 
ზოგ სამშენებლო ობიექტებზე ორივე ხაზის დაკავება შეიძლება პრაქტიკული იყოს(როგორც ნაჩვენებია ფოტოზე). ამის გაკეთებით თქვენ გექმნებათ მეტი ადგილი პატარა შეცდომებისათვის.
(ამის გაკეთებამდე დარწმუნდით რომ თქვენს გარშემო არავინ არ იმყოფება)
 

spacer.png

 

მოწინავე რჩევები:
 

ავტობანზე მიმავალი გზები:
განსაკუთრებით რთულია ავტობანზე მიმავალ ვიწრო გზაზე ტარება.

 

შესვლა:
მსგავსი განლაგების მქონე გზაზე არ გამოიყენოთ მოსახვევში შემავალი ხაზი. შენელებული სვლით გააგრძელეთ მოძრაობა პირდაპირ მიმავალ ხაზში, გაუსწორეთ თქვენი სატვირთო გზის შუა წერტილს(იხილეთ სურათზე) და დაიწყეთ მოხვევა.
 

spacer.png

გამოსვლა:

შეეცადეთ დაიჭიროთ რაც შეიძლება პატარა დისტანცია ჯებირისგან:

  • თუ უხვევთ მარცხნივ, მიუახლოვდით მარცხენა ჯებირს.
  • თუ უხვევთ მარჯვნივ, მიუახლოვდით მარჯვენა ჯებირს.

მოხვევა დაიწყეთ ხაზის შუამდე(სურათზე აღნიშნულია ყვითლად) მისვლისთანავე.
 

spacer.png

 

თუ მიყვებით ამ რჩევებს, ცუდი არაფერი უნდა შეგემთხვეთ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს ჩემი გამოცდილებაა. ბევრი ვარჯიშის შემდეგ, თქვენ თქვენივე ტექნიკას ჩამოაყალიბებთ. ეს სახელმძღვანელო ძირითად ცოდნაზეა დაფუძვნებული.

 

რა ვქნათ თუ შეგვხვდა გადაჭარბებული ზომის სატვირთო?
- იხმარეთ თავდაცვითი ტარების ტექნიკა.
- იმოძრავეთ გზის პირას.
- როცა საჭიროა გააჩერეთ მანქანა შეფერხებების წინ როგორიცაა გვირაბი, სამშენებლო ობიექტი და ჯებირი.
- ვიწრო ან ორხაზიან გზებზე არ ეცადოთ გასწრება.
- გახსოვდეთ რომ მოხვევისას მისაბმელის უკანა ნაწილი დაგეჯახოთ.

Edited by lukabrazi
Link to comment
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.