Leon Baker Posted June 13, 2019 Share Posted June 13, 2019 გაუმარჯოს, ხანდახან, როცა თქვენ TruckersMP-ის ლაუნჩერს რთავთ Steam გიგდებთ შეცდომას: ეს შეიძლება ოდნავ შემაწუხებელი იყოს, რადგან OK-ს თუ დააჭერთ ოფლაინში გადაგიყვანთ. თუმცა, შემდეგი ნაბიჯების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ ეს პრობლემა. 1. პირველ რიგში, როცა თქვენ ამოგიგდებთ ამ შეცდომას, "OK"-ის მაგივრად დააჭირეთ "Cancel" ღილაკს. ამ ნაბიჯის საშუალებით თქვენი თამაში არ ჩაირთვება ოფლაინში. 2. დააჭირეთ სტიმის ღილაკს მარჯვენა ღილაკით და დააჭირეთ "Exit" ანუ გასვლას. 3. ახლა თქვენი სტიმი გათიშულია და მისი ახლიდან გახსნაა საჭირო, თუმცა ადმინისტრატორის სახელით. დააჭირეთ Steam-ს მარჯვენა ღილაკით და დააჭირეთ "Run as Administrator". 4. სტიმის ჩართვის შემდეგ იგივე პროცედურა უნდა ჩაატაროთ TruckersMP-ის ლაუნჩერზე. დააჭირეთ მას მარჯვენა ღილაკით და დააჭირეთ "Run as Administrator". 5. ახლა თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ "Launch ATS" ან "Launch ETS2" ღილაკს და ითამაშოთ ონლაინში. იმედია ეს პოსტი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. წარმატებულ დღეს გისურვებთ Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts