lukabrazi Posted August 14, 2020 Share Posted August 14, 2020 მოგესალმებით! ჩვენი წინა დეველოპმენტის განახლებასთან ერთად მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ განახლება 1.38 ვერსიის დეველოპმენტის შესახებ. მოთამაშეები ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოუთმენლად ელიან TruckersMP-ის მხარდაჭერას ახალი, 1.38 ვერსიისთვის. ჯერჯერობით მხარდაჭერა დასრულებული არ არის მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მოგახსენოთ პროგრესის შესახებ და აგიხსნათ თუ რატომ გვჭირდება ამდენი დრო. მიუხედავად იმისა რომ ზედაპირულად ჩვენ ვერ ვხედავთ მრავალ ცვლილებას SCS-მა 1.38 ვერსიაში ბევრი რამ შეცვალა. FMOD-ი ჯერ კიდევ წარმოადგენს გარკვეულ წინაღობას განახლებებისთვის. ქვევით კი მოგაწვდით პოპულარულ კითხვებზე პასუხს. თუ თქვენ გაწუხებთ კითხვა რომელიც ქვევით ნახსენები არაა გთხოვთ დაპოსტეთ ფორუმზე. ჩვენ დავაკვირდებით პოსტებს და რაც შეიძლება მალე გავცემთ პასუხებს. როდის გამოვა 1.38? ამჟამად ახალი ვერსიის გამოსვლას აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ველოდებით. ჩვენ გვესმის რომ ეს ლოდინისთვის დიდი დროა მაგრამ მერწმუნეთ 1.38-ის მხარდაჭერა ამჟამად ჩვენი დეველოპერების მთავარი დავალებაა. რატომ სჭირდება განახლებებს დიდი დრო? ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთ დეველოპერს "mwl4" აქვს შესაბამისი ცოდნა და შესაძლებლობა განაახლოს ყველაფერი 1.37-დან 1.36-ზე. გარდა იმისა, რომ განახლებაზე მუშაობს, მას აქვს პირადი ვალდებულებები რეალურ სამყაროში. ჩვენი გუნდი ვეხმარებით მას მაგრამ ჩვენ მხოლოდ მცირე დავალებების შესრულება შეგვიძლია. თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ ანახლებს mwl4 თამაშს იხილეთ ვიდეო: [Development Video] Porting ETS2MP to 1.14 patch. მართალია 5 წლის წინანდელია მაგრამ დაახლოებით მიხვდებით ჩვენი მოდის კომპლექსურობას. როგორ მივადევნო თვალ-ყური 1.37-ის შესახებ ინფორმაციას? ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას განახლებების შესახებ ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელებში. ისინი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ: TruckersMP News | Development Announcements (forums) | Discord | Twitter | Instagram | Facebook მე უკვე განვაახლე თამაში 1.38-ზე როგორ ვითამაშო ონლაინ? ვინაიდან ჩვენ 1.38-ის მხარდაჭერა არ გაგვაჩნია თქვენ დაგჭირდებათ თამაშისთვის ვერსიის შეცვლა. ინფორმაცია ვერსიის შეცვლის შესახებ იხილეთ აქ: როგორ შევცვალოთ თამაშის ვერსია თქვენ ასევე შეგიზლიათ იხილოთ ვიდეო იმაზე თუ როგორ შევცვალოთ თამაშის ვერსია: How To: Downgrade Your Game იქნება ProMods 2.46 მხარდაჭერილი? ProMods 2.46-ს 1.38-ის მხარდაჭერა ჯერ არ გააჩნია. ProMods სერვერები მიუწვდომელი იქნება მანამ სანამ 1.38-ის მხარდაჭერა არ გამოვა. ‘Idaho’DLC იქნება მხარდაჭერილი? ახალი Idaho DLC მხარდაჭერილი იქნება 1.38 განახლებასთან ერთად. ხმის ბაგი გამოსწორებული იქნება? ეს ბაგი გამოწვეულია FMOD-ის ლიმიტებით. FMOD-ის კომპლექსურობის გამო კონკრეტული ბაგი გამოსწორებული ვერ იქნება 1.38 განახლებაში. დიდი მადლობა მოთმინებისთვის -TruckersMP Team 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted September 12, 2020 Share Posted September 12, 2020 უკვე ხვალ გამოვა 1.38(ალბათ) Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now