Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

Facebook-ის ჯგუფის დახურვა


Recommended Posts

 მოგესალმებით

როგორც თქვენ უკვე იცით ჩვენ გვაქვს Facebook-ის ჯგუფი სახელად “TruckersMP International”. ჯგუფი გახსნილი იყო 2016 წლის მაისში და 4 წლის განმავლობაში 17000-ზე მეტი მომხარებელი შემოგვიერთდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯგუფის აქტივობა შესამჩნევად შემცირდა. ბევრი ფიქრის და განხილვის შემდეგ გადაწყდა რომ 2020 წლის 31 ივლისს ჯგუფი დაიხურებოდა. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო მაგრამ მიზეზების გამო ჩვენ გვიწევს ამის გაკეთება. 
ჩვენ გვესმის, რომ ბევრი არ იქნება კმაყოფილი ჯგუფის დახურვით, მაგრამ ყველას გთხოვთ, შეხედოთ ამას როგორც ურთიერთქმედების გაუმბჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. Facebook-ის ჯგუფის წევრებს კი გთხოვთ შემოგვიერდეთ ჩვენ Discord, Forums და Instagram.

ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შეკითხვები. ჩვენ ჩამოვწერეთ რამდენიმე ხშირად დასმული კითხვები.

 

რატომ შექმენით ჯგუფი თუ მას 4 წლის შემდეგ წაშლიდით?
დროის ცვლასთან ერთად სოციალური ქსელებიც იცვლება. ჯგუფი შეიქმნა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში იმისათვის რომ გაერთიანებინა ჩვენი საზოგადოება. როგორც ახალი სოციალური ქსელების მრავალი სხვა ფორმა შეიქმნა ჩვენც მას მივყვებით და სამწუხაროდ დროა Facebook-ის ჯგუფი უკან დავტოვოთ.

 

Facebook-ის გვერდიც წაიშლება?
არა. ჩვენ გეგმაში Facebook-ის გვერდის წაშლ არ არის. ჩვენ გვერდზე დიდი რაოდენობის მხარდაჭერა გვაქვს ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ახალი ამბების მოწოდებას Facebook-ის გვერდზე.

 

რატომ არ იყვანთ უფრო მეტ social media-ს ჯგუფის წევრებს იმის მაგივრად რომ ჯგუფი დახუროთ?
Community Moderation Management-მა სცადა ხალხის მოძებნა რომელიც შესაფერისი იყო ამ როლისთვის. სამწუხაროდ მსგავსი ხალხი ვერ მოიძებნა.

 

რატომ არ ამატებთ/ცვლით წესებს იმის მაგივრად რომ ხალხმა აკეთოს ის რაც უნდათ?
ჯგუფის წესები რამდენიმეჯერ შეიცვალა მაგრამ ამას ჰქონდა მინიმალური ეფექტი. უამრავი ბოტი, სპამერი და ყალბი ანგარიშები რასაც სჭირდებოდა დიდი ყურადღება და ძალისხმევა. ამასთან ერთად ევროპულმა GDPR-ის კანონმა შეგვიქმნა პრობლემები მტკიცებულებების შენახვასთან. ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია გარკვეული სირთულეები ჯგუფის მართვასთან დაკავშირებით.

 

თქვენ ამით საზოგადოების დიდ ნაწილს გაწყვეტთ. როგორ არის ეს სამართლიანი?
ჩვენ გვესმის რომ ზოგი ნაწყენია ამის გამო სამწუხაროდ ჯგუფის ყოფაქცევა იმ დონემდე დაეცა რომ მოგვიწია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. მეტი მოდერატორის აყვანა შეიძლებოდა მაგრამ ჩვენ არ მივცემდით ხალხს რომელიც საშინლად იქცევა ჯგუფში შემოსვლის უფლებას.

 

რატომ არ გააუმჯობესეთ Facebook-ის ჯგუფი ყოფაქცევის გამოსასწორებლად?
ჩვენ მრავალჯერ შევეცადეთ ჯგუფის გაუმჯობესება მაგრამ არ გაამართლა. Facebook-ი მოძველებულია სხვა პლატფორმებთან შედარებით სადაც ჩვენ ვმოღვაწეობთ. ამან განსაკუთრებით რთული გახადა ჯგუფის მართვა რამაც გამოიწვია ყოფაქცევის გაუარესება.


გმადლობთ გაგებისთვის,
- The TruckersMP Team

  • HaulieCry 1
Link to comment
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.