Leon Baker Posted June 16, 2020 Report Posted June 16, 2020 ზოგიერთმა ჩვენმა უფრო დაკვირვებულმა გულშემატკივარმა შესაძლოა შეამჩნია ბოლო გამოქვეყნებულ ბლოგში, სადაც ჩვენი გუნდის სახლში სამუშაო პირობებზე მოგიყევით, პატარა ტიზერი, რომელიც ერთ-ერთ სამუშაო მაგიდაზე იყო გამოსახული. შეამჩნიეთ? ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ახალი შესაძლებლობების პოვნა, ჩვენ გვიყვარს ამჟამინდელი თამაშის სამყაროს ახლიდან დათვალიერება მისი გაუმჯობესებისათვის. ზოგჯერ ეს რუკის ახალი დიზაინერების სწავლებისთვის გამოიყენება, მაგრამ ზოგერ ჩვენი გამოცდილი რუკის დიზაინერები ყველანაირად ცდილობენ კონკრეტული ადგილის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც საზოგადოებაში დიდ გამოხმაურებას იწვევს. ჩვენს მომდევნო 1.38 ვერსიის განახლებაში, გასართობი სამყაროს დედაქალაქი - ლას-ვეგასი მიიღებს განახლებას ზოგიერთ საგზაო ქსელსა და მიმდებარე პეიზაჟზე. ესეიგი, რა ცვლილებების მოლოდონში უნდა იყოთ? მოდით უფრო ახლოს გავეცნოთ სიახლეს! ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც მძღოლები ქალაქში ჩამოსვლისთანავე შეიძლება შეხვდნენ, არის ახალი კვეთა, რომელიც I-15 –ს I-11– სთან აკავშირებს და ცნობილია როგორც 515. ნებისმიერი ამერიკული სატვირთო, რომელსაც მჭიდრო მიწოდების გრაფიკი აქვს აუცილებლად დააფასებს ამ ცვლილებას. რამდენიმე მნიშვნელოვან კვეთაზე ასევე ჩატარდა საგზაო სამუშაოები. US-33 კვეთას უკეთესი და ახალი განლაგება აქვს: ხაზების გადაკვეთის ახალი საშუალება მძღოლებისთვის ქალაქში გასამართად. I-15 კვეთამ ასევე მიიღო უფრო თანამედროვე გარეგნობა, რათა უფრო მარტივად გაგერკვიათ თუ რას ეძახიან ადგილობრივი მაცხოვრებლები "თეფში სპაგეტით" და მარტივად გაგეგოთ რატომ! თუ ლას-ვეგასის ბულვარის გასწვრივ გადაწყვეტთ გავლას, ნახავთ, რომ ამ გზამ მიიღო ახალი დიზაინი და რაც მთავარია ტურისტებისთვის, ნიშაში "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპრულ ლას-ვეგასში" სწორ ადგილას არის განთავსებული! აქვე არის ახალი ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი კუნძული, რომელთანაც მსურველებს შეუძლიათ გაჩერდნენ რათა უფრო ახლოს გაეცნონ მსოფლიოში ყველასთვის ცნობილ ნიშანს. სატვირთო მანქანების მძღოლებს აწი საშუალება ექნებათ იპოვონ გასაჩერებელი ადგილი სატვირთოებისთვის, რომელიც ლას-ვეგაში იმყოფება და გადაკეთებული იყო იმისათვის, რომ უკეთ გაგეგოთ როგორ ხდება სატვირთოების მომზადება გზებისთვის ორივე მხრიდან. საბოლოო ჯამში, ბენზინ გასამართ სადგურები ასეთი სტილით უფრო ხშირად იქნება გამოყენებული მომავალ განახლებებში. ეს მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა, რომელიც გამოჩნდება 1.38 ვერსიის განახლებაში ლას-ვეგასისთვის, თუმცა ამ განახლებაში კიდევ ბევრი ცვლილებაა. ახალი მცენარეებიდან დაწყებული ნიადაგის ახალი ტექსტურებით და უფრო გლუვი გზებით დამთავრებული, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როცა თქვენ თვითონ შეძლებთ ნახოთ ეს ყველაფერი. ახალი ცვლილებების გამოჩენასთან ერთად, შეგიძლიათ იმედოვნოთ, რომ მომავალ ბლოგებში უფრო დაწვრილებით იხილავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას უნდა მოელოდეთ American Truck Simulator და Euro Truck Simulator 2-ის ვერსია 1.38 განახლებისგან. თვალყური ადევნეთ ჩვენს სოციალურ ქსელებს რათა არ გამოტოვოთ სიახლეები! 1 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now