Jump to content

ATS 1.38: ლას-ვეგასის რეკონსტრუქცია


Recommended Posts

ზოგიერთმა ჩვენმა უფრო დაკვირვებულმა გულშემატკივარმა შესაძლოა შეამჩნია ბოლო გამოქვეყნებულ ბლოგში, სადაც ჩვენი გუნდის სახლში სამუშაო პირობებზე მოგიყევით, პატარა ტიზერი, რომელიც ერთ-ერთ სამუშაო მაგიდაზე იყო გამოსახული. შეამჩნიეთ?

 

5ooy-XZWkAM.jpg

 


 

ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ახალი შესაძლებლობების პოვნა, ჩვენ გვიყვარს ამჟამინდელი თამაშის სამყაროს ახლიდან დათვალიერება მისი გაუმჯობესებისათვის. ზოგჯერ ეს რუკის ახალი დიზაინერების სწავლებისთვის გამოიყენება, მაგრამ ზოგერ ჩვენი გამოცდილი რუკის დიზაინერები ყველანაირად ცდილობენ კონკრეტული ადგილის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც საზოგადოებაში დიდ გამოხმაურებას იწვევს.

 

ჩვენს მომდევნო 1.38 ვერსიის განახლებაში, გასართობი სამყაროს დედაქალაქი - ლას-ვეგასი მიიღებს განახლებას ზოგიერთ საგზაო ქსელსა და მიმდებარე პეიზაჟზე. ესეიგი, რა ცვლილებების მოლოდონში უნდა იყოთ? მოდით უფრო ახლოს გავეცნოთ სიახლეს!

 

UNcetY5NgX8.jpg

 


 

ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც მძღოლები ქალაქში ჩამოსვლისთანავე შეიძლება შეხვდნენ, არის ახალი კვეთა, რომელიც I-15 –ს I-11– სთან აკავშირებს და ცნობილია როგორც 515. ნებისმიერი ამერიკული სატვირთო, რომელსაც მჭიდრო მიწოდების გრაფიკი აქვს აუცილებლად დააფასებს ამ ცვლილებას.

 

QJNwb80Qd04.jpg

 

bnJffC9FKDE.jpg

 


 

რამდენიმე მნიშვნელოვან კვეთაზე ასევე ჩატარდა საგზაო სამუშაოები. US-33 კვეთას უკეთესი და ახალი განლაგება აქვს: ხაზების გადაკვეთის ახალი საშუალება მძღოლებისთვის ქალაქში გასამართად. I-15 კვეთამ ასევე მიიღო უფრო თანამედროვე გარეგნობა, რათა უფრო მარტივად გაგერკვიათ თუ რას ეძახიან ადგილობრივი მაცხოვრებლები "თეფში სპაგეტით" და მარტივად გაგეგოთ რატომ!

 

81InqWlOvIw.jpg

 

U7ISBtIXxpE.jpg

 


 

თუ ლას-ვეგასის ბულვარის გასწვრივ გადაწყვეტთ გავლას, ნახავთ, რომ ამ გზამ მიიღო ახალი დიზაინი და რაც მთავარია ტურისტებისთვის, ნიშაში "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპრულ ლას-ვეგასში" სწორ ადგილას არის განთავსებული! აქვე არის ახალი ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი კუნძული, რომელთანაც მსურველებს შეუძლიათ გაჩერდნენ რათა უფრო ახლოს გაეცნონ მსოფლიოში ყველასთვის ცნობილ ნიშანს.

 

sTebODf4IVQ.jpg

 

 

8XRw-Sp3H1o.jpg

 

7ABeQyVaXh8.jpg

 

 

QsLyNNb3lc0.jpg

 

kswUS8eLtEM.jpg

 


 

სატვირთო მანქანების მძღოლებს აწი საშუალება ექნებათ იპოვონ გასაჩერებელი ადგილი სატვირთოებისთვის, რომელიც ლას-ვეგაში იმყოფება და გადაკეთებული იყო იმისათვის, რომ უკეთ გაგეგოთ როგორ ხდება სატვირთოების მომზადება გზებისთვის ორივე მხრიდან. საბოლოო ჯამში, ბენზინ გასამართ სადგურები ასეთი სტილით უფრო ხშირად იქნება გამოყენებული მომავალ განახლებებში.

 

qmdOnABCNVE.jpg

 

_6aAhSEgoIU.jpg

 


 

ეს მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა, რომელიც გამოჩნდება 1.38 ვერსიის განახლებაში ლას-ვეგასისთვის, თუმცა ამ განახლებაში კიდევ ბევრი ცვლილებაა. ახალი მცენარეებიდან დაწყებული ნიადაგის ახალი ტექსტურებით და უფრო გლუვი გზებით დამთავრებული, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როცა თქვენ თვითონ შეძლებთ ნახოთ ეს ყველაფერი.

 

aGY4B7ULOtk.jpg

 

XiUTDjEBJVA.jpg

 

 

HzdzUyK47PE.jpg

 

dhjsD4X9_qI.jpg

 

 

ntmx4Przo1A.jpg

 

KHn_gtcAeWg.jpg

 

 

52yTq4SPoYU.jpg

 

oNplK_9LwfE.jpg

 

 

T8FEJXNjqRM.jpg

 

_Bxr-uFahgA.jpg

 

 

O3Zqu3144kA.jpg

 

pRsZ0J9HopQ.jpg

 

ახალი ცვლილებების გამოჩენასთან ერთად, შეგიძლიათ იმედოვნოთ, რომ მომავალ ბლოგებში უფრო დაწვრილებით იხილავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას უნდა მოელოდეთ American Truck Simulator და Euro Truck Simulator 2-ის ვერსია 1.38 განახლებისგან. თვალყური ადევნეთ ჩვენს სოციალურ ქსელებს რათა არ გამოტოვოთ სიახლეები!

  • Like 1
  • HaulieLove 1
Link to comment
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.