Jump to content

განახლება 1.37 ვერსიის დეველოპმენტის შესახებ


Recommended Posts

მოგესალმებით!
მას შემდეგ რაც  American Truck Simulator (ATS) და Euro Truck Simulator 2 (ETS2) 1.37 ვერსია გამოვიდა ჩვენ მივიღეთ უამრავი კითხვა თუ როდის გამოვიდოდა შესაბამისი განახლება TruckersMP-ისთვის. დღეს კი ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ამ სიტუაციის და განახლების შესახებ.
spacer.png
ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ 1.37 ვერსიაზე. გაგახარებთ და გეტყვით რომ 1.37 უკვე "მუშა" მდგომარეობაშია და საქმის 90% უკვე შესრულდა. ეს ნიშნავს რომ ჩვენ თამაშის უახლესი ვერსიის გამოყენებით შეგვიძლია სატესტო სერვერზე შესვლა. ხალხმა ივარაუდა რომ ახალი DLC-ის გამოსვლამ შეიძლება განახლების პროცესი შეანელოს მაგრამ ეს სიმართლე არ არის, ახალი DLC ჩვენ არ შეგვანელებს. მაგრამ ის რაც გვანელებს არის ახალი ხმის სისტემა(FMOD). ამ მომენტისთვის მხოლოდ და მხოლოდ ხმის სისტემის განახლებაა დარჩენილი. ქვევით კი მოგაწვდით პოპულარულ კითხვებზე პასუხს. თუ თქვენ გაწუხებთ კითხვა რომელიც ქვევით ნახსენები არაა გთხოვთ დაპოსტეთ ფორუმზე. ჩვენ დავაკვირდებით პოსტებს და რაც შეიძლება მალე გავცემთ პასუხებს.


როდის გამოვა 1.37?
შეიძლება გენახათ რომ 1.37 "მალე გამოვა". ჩვენ ვხვდებით რომ ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია და შეიძლება იმედგამაცრუებელიც იყოს ის ფაქტი რომ განახლებაზე ინფორმაციას არ ვიძლევით.
ამას თან ახლავს ის მიზეზი რომ არსებობს ბევრი რამ რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვარაუდზე დაყრდნობით მოგაწოდოთ დაახლოებითი დრო. თუმცა თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ გაგრძელდა ლოდინის დრო შეიძლება გაიზარდოს. ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთ დეველოპერს "mwl4" აქვს შესაბამისი ცოდნა და შესაძლებლობა განაახლოს ყველაფერი 1.36-დან 1.37-ზე. გარდა იმისა, რომ განახლებაზე მუშაობს, მას აქვს პირადი ვალდებულებები რეალურ სამყაროში. ჩვენი გუნდი ვეხმარებით მას მაგრამ ჩვენ მხოლოდ მცირე დავალებების შესრულება შეგვიძლია. გაითვალისწინეთ რომ ETS2 და ATS არის single-player-ის ტიპის თამაშები და მისი multiplayer-ში მუშაობა წლების განმავლობაში არის უდიდესი მიღწევა! ვიცით რომ უკვე მოთმინებას კარგავთ მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთებას სჭირდება დიდი რაოდენობით დრო და უნარი.
როგორ მივადევნო თვალ-ყური 1.37-ის შესახებ ინფორმაციას?
ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას განახლებების შესახებ ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელებში. ისინი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ:
TruckersMP News | Development Announcements (forums) | Discord | Twitter | Instagram | Facebook
1.37-ის განახლება უკვე ჩავიწერე, ონლაინში როგორ შევიდე?
ვინაიდან და რადგანაც სერვერებს ჯერ-ჯერობით 1.37-ის მხარდაჭერა არ გააჩნია თქვენ უნდა შეცვალოთ ვერსია და დააყენოთ 1.36. როგორ შევცვალო ვერსია? იხილეთ აქ: How to downgrade
რატომ ამახვილებთ ყურადღებას დიდ ღონისძიებებზე იმის მაგივრად რომ იმუშაოთ 1.37-ზე?
TruckersMP-ის გუნდი შედგება 200-ზე მეტი წევრისგან. ყველა წევრს აქვს თავისი გუნდი და საქმიანობა რაზეც ახდენს კონცენტრირებას. ოფიციალური ღონისძიებები გაკეთებულია Event Management და Event Team-ის მიერ. ისინი კოლექტიურად ხარჯავენ ათასობით საათს რათა საზოგადოებას შესთავაზონ ახალი და საინტერესო ღონისძიებები. 1.37-ის განახლებაზე კი მხოლოდ დეველოპერები კონცენტრირდებიან. ამ დროისთვის მხოლოდ mwl4 და ShawnCZek მუშაობენ განახლებაზე რადგან მხოლოდ მათ გააჩნიათ შესაბამისი უნარები.
ძალიან ბევრი განახლებები მოდის არის თუ არა ეს 1.37-თან კავშირში?
განახლებები ძირითადად ბაგების გასასწორებლად არის. უმეტესობა ამ განახლებების მიზანი არის 1.36 მაგრამ ზოგიერთი 1.37-თვის მოსამზადებლადაც არის. ეს განახლებები საჭირო იყო და მათ არანაირი ეფექტი არ აქვთ 1.37-ის პროგრესზე.
ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად მოშორდება თუ არა გაზაფხულის მოდი?
1.37-ის გამოსვლისთანავე მოშორდება გაზაფხულის მოდი.
ProMods 2.46 უკვე მზადაა ექნება თუ არა მას მხარდაჭერა 1.37 ვერსიაზე?
1.37-ის გამოსვლის შემდეგ ProMods-ის სერვერები რამდენიმე დღით გათიშული იქნება. ProMods 2.46-ის განახლება მალევე გამოვა 1.37-ის შემდეგ.
ექნება თუ არა World of Trucks 'Operation Genoa Bridge'-ის ღონისძიებას მხარდაჭერა?
ვინაიდან და რადგანაც ღონისძიება ტარდება 1.37 ვერსიაზე მისი მხარდაჭერა შეუძლებელია. თუ ღონისძიება ძალაში იქნება 1.37-ის გამოსვლისას მას მხარდაჭერა ონლაინშიც ექნება.
ექნება თუ არა მხარდაჭერა DLC 'FH Tuning Pack'?
დიახ. მისი მხარდაჭერა 1.37-ის განახლებასთან ერთად გამოვა.


ეს მოიცავს ჩვენ განახლებას 1.37 ვერსიის დეველოპმენტის შესახებ.
ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას ვინც აგრძელებს TruckersMP-ის პროექტის მხარდაჭერას. 
თქვენი მოთმინება დიდად დაფასებულია და გვესმის, რომ თქვენ 1.37 მხარდაჭერა გსურთ.
ჩვენ ვისმენთ თქვენ კითხვებს და ინტერესს 1.37-ის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია გარკვეულწილად დაგეხმარებით.
-TruckersMP Team

Link to comment
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.