Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

TruckersMP-ის 6წლის იუბილე


Recommended Posts

ძვირფასო მოთამაშეებო,

 

დღეს ჩვენ ავღნიშნავთ TruckersMP-ის ექვს წელს!თვეების მანძილზე დეველოპმენტისა და უძილო ღამეების შემდეგ, 2014 წლის 1 მაისს ჩვენ გამოვუშვით პირველი ვერსია და ჩვენ დღემდე ვიზრდებით! 2019 წელი ჩვენთვის საინტერესო წელი იყო, განსაკუთრებული განვითარებებითა და თვისებებით, რომლებიც მომხმარებლებისთვის გამოვაქვეყნეთ. იანვარში ჩვენ გამოვუშვით Knowledge Base System! ეს სისტემა გვაძლევს საშუალებას დავახარისხოთ სტატიები და გადავთარგმნოთ. მარტში ჩვენ გამოვუშვით ცვლილება შენახვის რედაქტირების წესებში რასაც მოყვა უზარმაზარი განახლება Road to Simulation. ეს განახლება მიღებული იყო საზოგადოებაში და შემოიტანა საჭირო ცვლილებები სერვერებზე, თამაშის წესებში და ყურადღება გამახვილდა თამაშის ორიგინალურ სიმულაციურ ასპექტზე. აპრილში ჩვენ გამოვუშვით სპეციალური სერვერები ღონისძიებებისთვის. ეს ცვლილება საშუალებას აძლევს ღონისძიების ორგანიზატორებს დაგეგმონ ღონისძიებები გაცილებით მეტი კონტროლით!

 

მაისში ჩვენ 5 წლის გავხდით! მოცემულ თვეში ჩვენ დავიწყეთ დისკორდის სერვერის გადაკეთება რასაც მოყვა ჩვენი საკუთარი ბოტი Botranktir! ივლისში ჩვენ დავამატეთ ვსკ სისტემა რომელმაც 2019 წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა, ჩვენ წელსაც ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ივლისში ჩვენ ასევე შევქმენით ჩვენი ოფიციალური ინსტაგრამის გვერდი სადაც ჩვენ ვაზიარებთ Euro Truck Simulator 2 და American Truck Simulator-ის ფოტოებს!

 

აგვისტომ მოგვიტანა Road to Simulation-ის მეორე ნაწილი ყურადღება გამახვილდა შინაგან ცვლილებებზე, რომლებიც თამაშის მოდერაციის გუნდში შევიდა, იმ მიზნით რომ მკვეთრად შემცირდეს მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებიც არ იცავენ წესებს. 
სექტემბრის თვეში გამოვაქვეყნეთ რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდიფიკაციას Euro Truck Simulator 2-ში, ProMods. ოქტომბერში ჩვენ გამოვუშვით TruckersMP Patreon-ის მხარდაჭერა რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მხარი დაუჭიროს დეველოპმენტს და სანაცვლოდ მიიღოს ექსკლუზიური პრიზი. ასევე ოქტომბერში ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ოფიციალური პარტნიორები მათ შორისაა TruckersFM და ProMods

 

19 ოქტომბერს ჩვენ ოფიციალურად გამოვუშვით ProMods-ის მხარდაჭერა. გასული წლის ნოემბერში მომხმარებლების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია. გასული წლის დეკემბერში ჩვენ მხარი დავუჭირეთ Make-A-Wish foundation-ს სადაც საზოგადოება დიდი საქმის მხარდასაჭერად შეკრიბა, სადაც ავაგროვეთ ფანტასტიკური £2565!

 

რას მოგვიტანს 2020?

ამ წლისთვის ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე შესანიშნავი განახლება, რაც გააუმჯობესებს TruckersMP-ზე გატარებულ დროს! ჩვენ გვაქვს რამდენიმე საოცარი გეგმა და იდეა ჩვენი Patreon-ისთვის, მთელი 2020 წლის განმავლობაში.


კიდევ ერთხელ გმადლობთ უწყვეტი მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას. თქვენს გარეშე, TruckersMP არ იქნებოდა პროექტი, თქვენ ჩვენ გვამოძრავებთ და ჩვენ თქვენთვის გავაკეთებთ ყველაფერ საუკეთესოს.

 

The TruckersMP Team
 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

  • 8 months later...
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.