Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

TRUCKERSMP 6წლის იუბილე - ღონისძიებები


Recommended Posts

spacer.png
მოგესალმებით!

რამდენიმე დღეში TruckersMP ხდება 6 წლის!

2014 წლის 1 მაისს (ცნობილი როგორც ETS2MP) გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. დღევანდელი დღისთვის: 3.3 მილიონ მოთამაშეზე მეტი, £52,000 მეტი გადაერიცხა ქველმოქმედებას (მადლობა EchoSpot-ს სტატისტიკებისთვის) და მილიონობით ნათამაშები საათი.

TruckersMP-ისთვის იუბილე ყოველთვის განსაკუთრებული დროა. ეს ჩვენ გვახსენებს თუ რაოდენ საოცარია ჩვენი საზოგადოება და ერთად რამდენს მივაღწიეთ. ამ მიზეზების გამო მნიშვნელოვანია ერთად შეკრება და ამ ყველაფრის აღნიშნვა.

აჩვენეთ თქვენი მხარდაჭერა ტაგში #TMP6-ის დაწერით!

ახლა კი მინდა გამოგიცხადოთ სადღესასწაულო გეგმები.


პარასკევი 1 მაისი 2020
spacer.png
6 წლისთავის ასაღნიშნავად ვიწვევთ ყველას აქამდე არნახულ ღონისძიებაზე!

ჩვენ ვთანამშრომლობთ Truckers.FM-თან რათა მოგაწოდოთ უნიკალური 6 საათიანი ფესტივალი!

ფესტივალი გაიხსნება ლას ვეგასში, შტატ ნევადაში. თქვენ დაგხვდებათ სპეციალური სცენა, უამრავი დეკორაცია, დრაგსტრიპი და  Truckers.FM-ისგან მუსიკა პირდაპირ ეთერში.

ამასთან ერთად იქნება: შეჯიბრებები, გათამაშებები და ინტერვიუ TruckersMP-ის დეველოპერებთან და მენეჯერებთან!

შემოგვიერთდით ფესტივალზე, ისიამოვნეთ მუსიკით და იზეიმეთ ჩვენთან ერთად!

ფესტივალამდე მიმართულებას მოგასწავლით ლას ვეგასიდან. მისაბმელი საჭირო არ არის. დაშვებულია ნებისმიერი სახის ტრანსპორტი.

ფესტივალი გახსნილი იქნება პარასკევს 1 მაისს 17:00-23:00UTC

ალტერნატიული დროის ზონები:https://notime.zone/M6-WSqLxkoJ3G

სერვერი: TMP6 Festival


შაბათი 2 მაისი 2020
spacer.png
აღნიშვნის მეორე დღე გადაგვანაცვლებს ევროპაში! ჩვენ დავიწყებთ კალეში და გავემართებით SCS Software ის ქალაქში, პრაღაში.
spacer.png
გასვლის ადგილი: პორტი ქალაქი, კალე, საფრანგეთი.
გასვლის დრო: 17:00 UTC
დანიშნულების ადგილი: კარიერი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.
კონვოის სავარაუდო ხანგრძლივობა: 2 საათი
ალტერნატიული დროის ზონები: https://notime.zone/M6-WSqLxkoJ3G
სერვერი: TMP6 Convoy
კონვოის წესები:https://forum.truckersmp.com/index.php?/topic/45829-temporary-official-event-rules

 



კვირა 3 მაისი 2020 
spacer.png
მესამე დღეს ჩვენ ვბრუნდებით ლას ვეგასში და გავემართებით კონვოიზე ნევადადან კალიფორნიაში. 
spacer.png
გასვლის ადგილი: ლას ვეგასი, ნევადა.
გასვლის დრო: 17:00 UTC
კონვოის სავარაუდო ხანგრძლივობა: 2 საათი
ალტერნატიული დროის ზონები:https://notime.zone/M6-WSqLxkoJ3G
სერვერი: TMP6 Convoy
კონვოის წესები:https://forum.truckersmp.com/index.php?/topic/45829-temporary-official-event-rules



TMP6 Freeroam
spacer.png
თუ თქვენ შარშან დაესწარით თქვენ დღესასწაულს გემახსოვრებათ რომ ჩვენ გამოვუშვით უნიკალური სერვერი რომელზეც მოთამაშეებს შეეძლოთ 'sandbox'-ის პირობებში ეთამაშათ. კიდევ ერთხელ ჩვენ გავხსნით ამ სერვერს.

რა არის განსაკუთრებული ამ სერვერზე? ჩვენ TMP6 Freeroam-ზე მოთამაშეებს აქვთ წვდომა პოლიციის მანქანასთან!

სერვერს არ ექნება არანაირი საგზაო წესები და კოლიზიები იქნება ჩართული

სერვერი ჩართული იქნება Euro Truck Simulator 2-ისთვის, 4 მაისიდან-15 მაისამდე.

TMP6 Freeroam წესები იხილეთ აქ

გმადლობთ თამაშისთვის! ❤️

 

-TruckersMP Team

Edited by lukabrazi
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.