Jump to content

ნადირობა სააღდგომო კვერცხებზე - 12 აპრილი 2020


Recommended Posts

ყურადღებით!

ჩვებ მივიღეთ გადაუდებელი ზარი "EuroGoodies"-გან.

დიდ ბრიტანეთში, კვერცხების გადაზიდვისას ექვსი დაიკარგა. შეგიძლიათ მათ პოვნაში დაგვეხმაროთ?

ჩვენ ამ შაბათ-კვირას ვიწვევთ მათ ვისაც დახმარება სურს! თუ დაინტერესდით განაგრძეთ კითხვა.

ჩვენ სახლებში ვართ გამოკეტილნი მაგრამ ეს არ შეგვიშილის კვერცხებზე ნადირობის გასამართად
spacer.png
შემოგვიერთდით კვირას 12 აპრილს 16:00 - 20:00UTC  (თბილისის დროით 20:00 - 00:00). თქვენი დავალება იქნება დიდი ბრიტანეთის გარშემო 6 დაკარგული სააღდგომო კვერცხის პოვნა!

 შანსი გაქვთ მოიგოთ რამდენიმე ფანტასტიური პრიზი.
 
 ალტერნატიული დროის ზონებიhttps://notime.zone/M4E6Fbu3d16GD



 როგორ ვითამაშო
მთელი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დამალულია ექვსი კვერცხი და მათი პოვნა თქვენი მთავარი მისიაა. თუ თქვენ მოხვდებით ტოპ 3 მოთამაშეებში, ვინც პირველი იპოვის ექვსივე კვერცხს, მაშინ თქვენ მიიღეთ დამატებით პრიზს.

ვერცხები წარმოდგენილია ჩვენი Staff წევრების მიერ. ამ მოთამაშეებს სპეციალური თაგი ექვნებათ, მათი კვერცის ფერით, მაგალითად "Yellow Egg". თქვენ მათ ვერ დაინახავთ TAB-ში, ამიტომაც ყურადღებით ეძებით ისინი!

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
1. შემოუერთდით **სერვერს Easter Egg Hunt 2020** თამაშ American Truck Simulator-ში 20:00-ზე. კოლიზია გათიშული იქნება.
2. შეხვდით ამ ივენთის სხვა მონაწილეებს **London**-ში. ტრაილერი არ არის აუცილებელი, ამიტომაც შეგიძლიათ თქვენს ავტოფარეხებში დატოვოთ.
3. ქვენ გექნებათ ოთხი საათი იმისათვის, რომ მოძებნოთ ყველა კვერცხი. არჩევანი თქვენზეა, რა გზითაც გინდათ წადით. ავტოფარეხების გამოყენება დაშვებულია.
4. როდესაც იპოვით კვერცხს, დააჭირეტ TAB-ს და გააკეთეთ სქრინშოთი, რათა დაამტკიცოთ, რომ თქვენ მართლაც იპოვეთ კვერცხი.
5. როდესაც ექვსივე კვერცხს იპოვით, შეგიძლიათ შეავსოთ სპეციალური ფორმა, რომლის ლინკი ქვემოთ არის მოცემული. უფრო დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნებული იქნება კვირას.

მონაწილეობის მიღების ფორმა: https://forms.gle/M86UsBs3Q4Rsjs236



 ნადირობა სააღდგომო კვერცხებზე 2020 ადგილმდებარეობა
spacer.png

 პრიზები

 

პირველი ადგილი (ვინც პირველი იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის) - **£25 Steam Gift Card**

მეორე ადგილი (ვინც პირველი იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის) -** £14 Steam Gift Card**

მესამე ადგილი (ვინც პირველი იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის) - **£10 Steam Gift Card**

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ივენთის დასრულების შემდეგ.

ასევე, ყველა ის მონაწილე, ვინც წარმატებით იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის ფორმას ივენთის დასრულებამდე, მიიღებს სპეციალურ ჯილდოს თავის TruckersMP-ის პროფილზე!


 კარნახი
დიდ ბრიტანეთში ძალიან ბევრი ქალაქი და გზაა, ამიტომაც არც თუ ისეთი მარტივი იქნება ყველა კვერცხის მალე პოვნა.

თუ თქვენ გინდათ დახმარება ამ კვერცხების პოვნაში, ოფიციალური ბლოგი განახლდება **30 წუთში ერთხელ** დამალული ინფორმაციით.

  • კარნახი ყვითელ კვერცხზე გამოქვეყნდება: 20:30
  • კარნახი მწვანე კვერცხზე გამოქვეყნდება: 21:00
  • კარნახი ნარინჯისფერ კვერცხზე გამოქვეყნდება: 21:30
  • კარნახი ლურჯ კვერცხზე გამოქვეყნდება: 22:00
  • კარნახი წითელ კვერცხზე გამოქვეყნდება: 22:30
  • კარნახი იასამნისფერ კვერცხზე გამოქვეყნდება: 23:00

იმედი გვაქვს, რომ თქვენ ისევე ისიამოვნებთ ამ ივენთით, როგორც ჩვენ მისი გამართვით. თუ გაქვთ კითხვები აუცილებლად დაგვისვით ფორუმზე!

წარმატებულ ნადირობას გისურვებთ!

- TruckersMP-ის გუნდი

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.