Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

რჩევები CD-ისთვის


Recommended Posts

9 რჩევა CD-ისთვის

გზა კალესგან დუისბურგამდე რომელიც სიგრძით 450 კილომეტრია.
ძირითადად ეს გზა ძალიან გადატვირთულია, თუ თქვენ გიყვართ გადატვირთული მოძრაობა ეს მარშრუტი თქვენთვისაა.

რჩევები:

  1.  იქონიეთ მოთმინება: შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ამ გზაზე დადის ძალიან ბევრი ტროლი რომელსაც სხვისი ხასიათის გაფუჭება უნდა.
  2.  QUICKSAVE: თუ მოყევით ავარიაში შეგიძლიათ ბოლო აუტოსეივი ამოტვირთოთ (კეთდება ყოველ 5 წუთში). ძალიან პრაქტიკული მაგრამ quicksave უკეთესია:პირველ რიგში პარამეტრებიდან უნდა დააბაინდოთ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ quicksave ნებისმიერ მომენტში. მისი ამოტვირთვისას 10 წამიან "Ghost Mode"-ში იქნებით. გთხოვთ იზრუნოთ სხვებზე და quicksave შუა გზაზე არ გააკეთოთ. თუ თქვენ შუა გზაში გაკეთებულ quicksave-ს ამოტვირთავთ სხვებს ეგონებათ რომ "Ghost Mode"-ში არხართ, შეეშინდებათ და ამით გამოიწვევთ ავარიას.
  3.  სიჩქარე 80-90კმ/სთ-ს არ გადააჭარბოთ: ძირითადად ამ გზაზე ბევრი საცობებია. თუ თქვენ მაღალი სიჩქარით მიდიხართ და უეცრად საცობი დაინახეთ სავარაუდოდ დასამუხრუჭებლად დრო და მანძილი არ გეყოფათ, ამით გამოიწვევთ ავარიას(დიდი შანსია რომ ვინმე დაგარეპორტებთ და ბანს თამასის მოდერატორები ბანს დაგადებთ)
  4.  საცობში უაზროდ და გაუჩერებლად არ დაასიგნალოთ: მსგავსი საქციელი ნერვების მომშლელია და საცობს არაფრით შველის, დიდი შანსია იმისა რომ ვინმემ ვიდეო გადაგიღოთ
  5.  გამოიყენეთ ავარიულები თუ რიგში ბოლოხართ: აუცილებელი არ არის მაგრამ თქვენ მომავალ მძღოლს ანიშნებთ რომ წინ საცობია.
  6.  წარმოიდგინეთ რომ ეს გზა ჩვეულებრივი გზაა: ატარეთ ჩვეულებრივად. როცა გაჩერება დაგჭირდებათ უსაფრთხოდ გადააყენეთ. მიყევით საგზაო წესებს. გამოიყენეთ ციმციმები...
  7.  თუ მოიწყენთ წაიკითხეთ ჩატი: ზოგჯერ ჩატში სასაცილო ტექსტს შეგიძლიათ წააწყდეთ.
  8.  იყავი კეთილი(ან ბოროტი) სხვების მიმართ: თუ ვინმეს შეეჯახნენ არ დაუსიგნალოთ(მისი ბრალი არაა). თუ ვინმეს გზაზე გადმოსვლა უნდა, დაუთმეთ. თუ თქვენ ფარებს გინთებენ რახან "ნელა" მოძრაობთ უთხარით რომ წავიდეს და "Arcade"-ზე ითამაშოს. თუ ვინმე პატიებას გთხოვთ იმის გამო, რომ შემთხვევიდ დაგეჯახათ ჩატში "no problem" ან "it's okay" დაუწერეთ.
  9.  რაცია: რაცია იგივე ხმის ჩატია, თუ თქვენ არ გნებავთ სხვისი ყვირილის, მიკროფონის ჩხრიალის, გამაღიზიანებელი ხმების ან უბრალოდ ლაპარაკის მოსმენა, თქვენ რაციის გამორთვა "mutlriplayer"-ის პარამეტრებიდან შეგიძლიათ გათიშოთ.


 გზაზე შეგხვდებათ:

  • 3 ბენზინგასამართი სადგური
  • 1 მატარებლის კვეთა
  • უამრავი გზაჯვარედინი
  • ბევრი მოსახვევი (ზოგი ცოტა საშიშია)
  • ბევრი ხალხი

ბედნიერ დღეს გისურვებთ!

Link to comment
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.