lukabrazi Posted March 23, 2020 Share Posted March 23, 2020 შრომის ბაზარზე არ არის სამუშაო პირველ რიგში: გაითვალისწინეთ რომ სამუშაოს დასაწყებად უნდა ფლობდეთ სატვირთოს. სწრაფი სამუშაოს აღება რეკომენდირებული არ არის, რადგან ისინი იწვევენ გრძელვადიან ჩატვირთვას და სხვა პრობლემებს. თვენ სატვირთოზე ყოველთვის უნდა აიღოთ ჩვეულებრივი ტვირთი სატვირთო ბაზრიდან. თუ თქვენი სამუშაო Singleplayer-ში აიღეთ, უმჯობესია იქვე დაასრულოთ სამუშაო. გთხოვთ, სამუშაოს შესრულებისას არ შეუერთდეთ TruckersMP-ის სერვერს და პირიქით. შეეცადეთ სამუშაო ერთ სესიაში მიიტანოთ, თუ თქვენ დაისვენებთ რამდენიმე საათით ან დღით, სატვირთო ბაზარზს შეიძლება პრობლემები გაუჩნდეს. თუ თქვენ მაინც ვერ შეძელით სამუშაოს პოვნა, სცადეთ ქვევით ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი: გადადით გარაჟში ან სერვის ცენტრში. დაიძინეთ სასტუმროში, სერვისზე და ა.შ. გამოიყენეთ მატარებელი ან გემი. თუ არც ერთმა არ იმუშავა თქვენ მოგიწევთ ეკონომიკის განულება. ამისათვის მიყევით ინსტრუქციას: გადადით "My Documents/Euro Truck Simulator/profiles" ან “My Documents/American Truck Simulator/profiles” და მოძებნეთ თქვენი პროფილი. გახსენით "config_local.cfg" Notepad-ით ან რაიმე მსგავსი პროგრამით მოძებნეთ 'uset g_force_economy_reset "0"- შეცვალეთ "0" "1"-ით და დაამახსოვრეთ. ახლა კი ჩართეთ TruckersMP და ამოტვირთეთ თქვენი პროფილი. ეკრანზე უნდა ამოხტეს შეტყობინება "Game change detected". თქვენი ეკონომიკა განულდა. და საბოლოოდ გათიშეთ თამაში და შეცვალეთ "1"-იანი ისევ "0"-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეკონომიკა თამაშის ყოველ ჩართვაზე განულდება. გაითვალისწინეთ: ამან შეიძლება სამუდამოდ არ იმუშაოს და რამდენიმეჯერ მოგიწიოთ გაკეთება. 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
Leon Baker Posted February 10, 2021 Share Posted February 10, 2021 // გადატანილია პრობლემების მოგვარების ხერხებში Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts