Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

პროექტის განახლება: შენახვის რედაქტირება


Recommended Posts

გამარჯობა ყველას

ზოგჯერ TruckersMP-ის პროექტს სჭირდება დიდი ცვლილებები. ზოგჯერ მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღებად საჭიროა ჩემი ჩარევა (პროექტის მენეჯერი კოორდინატორებთან ერთად). ჩვენ ამის გაკეთება შეიძლება დაგვჭირდეს, თუკი წინა ცვლილების შეცვლაა საჭირო.

 

დღემდე, ჩვენი ჩარევის საჭიროება არ ყოფილა და როცა ჩავერიეთ საჯაროდ არ იყო ცნობილი.

ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საჭიროა კიდევ ერთი ცვლილების შეტანა შენახვების რედაქტირებისთვის. ბოლო ცვლილების შეტანის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარი შენახვის რედაქტირების შესახებ. აქედან გამომდინარე თავიდან გადავხედეთ წესებს და ახლა შენახვის რედაქტირებას გააჩნია მხოლოდ 1 წესი. ეს ცვლილება განხილული იყო თამაშის მოდერაციასთან. ეს ცვლილება ასევე შეტანილია იმისთვის რომ ჩვენმა თანამშრომლებმა არ ხარჯონ ბევრი დრო იმაზე რაც პრობლემებს არ იწვევს.

 

ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ შენახვის რედაქტირება ამ წესის მიხედვით:

 

§3 შენახვების რედაქტირება

 

შენახვის რედაქტირებით ლაგების და ქრაშების გამოწვევა დაუშვებელია. მრავალი გაორმაგებული ნაწილი იწვევს ლაგებს. თუ თქვენ გააკეთებთ გრძელ მისაბმელის კომბინაციას რომელსაც ვერ მართავთ, შესაძლებელია დაგედოთ ბანი სახიფათო მართვაზე/დაბლოკვაზე.

 

მე ვიმედოვნებ რომ ეს ცვლილება ბევრ თქვენთაგანს დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ ჩვენ ყველას მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებთ და ხალხი რომელიც თამაშის რედაქტირების წინააღმდეგია უკმაყოფილოდ დარჩება. ჩვენ ასეთი ხალხისთვისაც გვაქ კარგი ამბავი. შორეული მომავალში (სამწუხაროდ დაკონკრეტებას ვერ შევძლებ როდის) ზოგ სერვერზე ხალხისთვის შეუძლებელი იქნება შენახვის რედაქტირების გამოყენება.

 

ამასთან ერთად სხვა წესებმაც მიიღეს ცვლილებები. თქვენ მათი ნახვა საიტზე შეგიძლიათ.

Edited by lukabrazi
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.