Jump to content

სარბოლო ჩემპიონატი | 2020 წლის გაზაფხული


Recommended Posts

მოგესალმებით მოთამაშეებო!

ჩვენი ოფიციალური რბოლის დრო მოვიდა!

spacer.png

სამწუხაროდ, ზამთრში რბოლის ჩატარება ვერ შევძელით მაგრამ, რამდენიმე დღეში ჩატარდება რბოლის ჩემპიონატი!

ჩემპიონატებზე ასობით მოთამაშე იყენებს მათ შესაძლებლობებს პრესტიჟული ოქროს ტიტულის ასაღებად-**Racing Champion**

2020 წლის გაზაფხულს ჩვენ ვეწვევით ევროპის ქვეყნებს მათ შორის:ავსტრიას, საფრანგეთს, იტალის და ნიდერლანდებს!

გაითვალისწინეთ: რბოლა ჩატარდება როგორც შაბათს 14 მარტს, ასევე კვირას 15 მარტს.

აუცილებლად უნდა გეცალოთ ორივე დღეს!

 


 

 შაბათი 14 მარტი | კვალიფიკაცია

პირველ დღეს ჩატარდება დრაგ რბოლები, თითოეულში მონაწილეობას მიიღებს რვა მოთამაშე. დღე დაეთმობა 2020 წლის საგაზაფხულო სარბოლო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს. ახლა კი წარმოგიდგენთ მოთხოვნილებებს და ინსტრუქციას თუ როგორ მიიღოთ მონაწილეობა რბოლაში:

  •  15:30 UTC-დან უნდა გეცალოთ (თბილისის დროით 19:30)(პირველი დრაგ რბოლა იწყება 16:00 UTC. ღონისძიება გაგრძელდება ორიდან სამ საათამდე)
  •  უნდა გესმოდეთ ინგლისური(ინსტრუქციების წასაკითხად)
  •  შეუერთდეთ Racing Championship Spring 2020-ის სერვერს
  •  დარწმუნდით რომ თქვენი სატვირთო მზადაა რბოლისთვის.
  •  შეკრება არის ამსტერდამის ცენტრში, სადაც მოგაწვდიან ინსტრუქციებს.

 

 გთხოვთ გაეცნოთ ღონისძიების წესებს

შემთხვევითი ხერხით იქნება ამორჩეული რვა მოთამაშე დრაგ რბოლაში შესაჯიბრებლად. კვალიფიკაციას გაივლის მხოლოდ დამსწრეთა რაოდენობის ნახევარი.

ყველა რბოლის დასრულების შემდეგ მოთამაშეები იღებენ კვალიფიკაციას ჩემპიონატისთვის რომელიც შემდეგ დღეს ჩატარდება.

სერვერი ჩართული იქნება მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში იმ მოთამაშეებისათვის ვისაც ტრეკის გარშემო ვარჯიში მოუნდება

თუ თქვენ კვალიფიკაცია ვერ გაიარეთ, შანსი მაინც არსებობს! თუ რომელიმე მოთამაშე არ გამოცხადდება კვირა დღეს ჩვენ ამოვირჩევთ შაბათს ჩატარებული რბოლიდან ერთ მოთამაშეს.

 


 

 კვირა 15 მარტი | ჩემპიონატი
თუ კვალიფიკაცია გაიარეთ 15:30 UTC-დან უნდა გეცალოთ (თბილისის დროით 19:30)(პირველი  რბოლა იწყება 16:00 UTC. ღონისძიება გაგრძელდება ოთხ საათამდე)

მომზადება

როგორც წინაზე შეკრების ადგილი **ამსტერდამის** ცენტრია. რბოლის დაწყებამდე მონაწილეები გადაყვანილნი იქნებიან ტრეკზე.

ამ მომენტში არ იქნება შესაძლებლობა ტრეკზე ვარჯიშისათვის.

რაუნდი 1
spacer.png
მონაწილეებს რბოლა მოუწევთ პარიზის ვიწრო ქუჩებზე.

რაუნდი 2 - მეოთხედ-ფინალი

spacer.png
მეოთხედ-ფინალში გადავა მხოლოდ მონაწილეთა ნახევარი, მათ მოუწევთ რბოლა ზალცბურგის გზებზე.

რაუნდი 3 - ნახევარ-ფინალი
spacer.png
ისე როგორც მეოთხედ-ფინალში მონაწილეების ნახევარი გადავა, იმედია ავარიაში არ მოყვებიან ასეთი არაჩვეულებრივი ხედის გამო! რბოლის გასართულებლად რამოდენიმე სურპრიზი დახვდებათ...

რაუნდი 4 - ფინალი
spacer.png
როგორც უკვე მიხვდით მონაწილეთა ნახევარი გადავა ფინალში. ერთი არასწორი მოძრაობა და მოგების შანსს დაკარგავთ.

 


 

 პრიზები
კვალიფიცირებულები
ყველა ვინც კვალიფიკაცია აიღო ხელცარიელი არ დარჩება, თქვენ მიიღებთ ჯილდოს პროფილზე!
spacer.png

 

 ფინალისტები

2 ადგილი:£25 Steam gift card
3 ადგილი:£20 Steam gift card
4 ადგილი:£14 Steam gift card
5 ადგილი:£10 Steam gift card
6 ადგილი:£4 Steam gift card

რბოლის ჩემპიონი
პრიზები მოიცავს:

  •  ექსკლუზიური ჯილდო პროფილზე:
  • და ასევე £50 Steam gift card

თუ გაგიჩნდათ კითხვა არ მოგერიდოთ დაპოსტეთ ფორუმზე

 

-TruckersMP Team

Edited by lukabrazi
  • Like 2
  • HaulieLove 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.