Jump to content

ვსკ სისტემის განახლება


Recommended Posts

მოგესალმებით ვსკ-ს ლიდერებო,

დღეს ჩვენ მოხარულნი ვართ გამოვაცხადოთ ახალი ცვლილებები ვსკ სისტემაში. ჩვენ დავამატეთ ახალი კონტენტი და განვაახლეთ უკვე არსებული.

 

რატიფიკაციის სისტემის წარმოდგენა:

წარმოგიდგენთ ახალ წოდებას რომელიც დაგვეხმარება განვითარებადი ვსკ-ების ამოცნობაში რომლებიც ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს ვერიფიკაციის მოთხოვნებს. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები ვსკ იყოს შეზღუდული სისტემის მიერ.

 

რას აძლევს ეს რანკი ჩემ ვსკ-ს?

ის მოიცავს სისტემაში უკვე არსებულ შესაძლებლობებს შეზღუდული ფორმით.

რატიფიკაცია არის უფრო მცირე ზომის სტატუსი და სარგებელი მოაქვს ვსკ-სთვის, ისინი გამორჩეულები იქნებიან საზოგადოებისგან. ჩვენ ვხვდებით რომ ყველა ვსკ-ს არ აქვს საშვალება რომ ვერიფიკაცია მოიპოვოს.

 

რა მოთხოვნილებები აქვს რატიფიკაციას?

რატიფიკაციის ასაღებად თქვენი ვსკ გვერდი უნდა აკმაყოფილებებს კრიტერიუმებს:

  • მინიმუმ 10 წევრი
  • მინიმუმ 5 პოსტი სიახლეებზე საიდანაც 1 არ უნდა იყოს 1 თვეზე ძველი
  • ვსკ გვერდი უნდა გამოიყურებოდეს პროფესიონალურად და წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო ინფორმაცია.(წესები,მოთხოვნილებები,ინფორმაცია,ლოგო და სლოგანი)

 

რა სარგებელი მოაქვს რატიფიკაციას?

  •  თქვენი ვსკ-ს მსგავსი კრიტერიუმების ძებნისას წარმოდგენილი იქნება ჩამონათვალის დასაწყისში
  •  ოქროსფერი სახელი ვსკ-ს ძიების გვერდზე და თვითონ ვსკ-ს გვერდზე
  • ვსკ-ს ლიდერის როლი ჩვენ ოფიციალურ Discord-ზე

 

როგორ ავიღო რატიფიკაცია ვსკ-ზე?:

  ეს პროცესი ვერიფიკაციის მსგავსია, უნდა გადახვიდეთ Feedback-ის სისტემაში და შექმნათ ticket-ი "VTC" კატეგორიაში. ამის შემდეგ მენეჯერები გადახედავენ და მოგაწოდებენ პასუხს. თუ გნებავთ გაიგოთ მეტი გადადით აქ
 

 განახლებები ვერიფიკაციის მოთხოვნილებებზე:
საზოგადოების გამოხმაურების შესწავლის შემდეგ ჩვენ შევცვალეთ ვერიფიკაციის მოთხოვნილებები. შეცვლილი წესები:

  • თქვენ ვსკ-ში უნდა იყოს მინიმყმ 50 წევრი
  • თქვენმა კომპანიამ უნდა შეიტანოს პოზიტიური წვლილი საზოგადოებაში. ეს მოიცავს საჯარო ღონისძიებების ჩატარებას და სხვა.
  • თქვენი ვსკ უნდა იყოს აქტიური, უნდა ატარებდეს ღონისძიებებს პოსტავდეს სიახლეებს და სხვა.
  • თქვენ ვსკ-ს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ 20 პოსტი სიახლეებზე საიდანაც 3 არ უნდა იყოს 1 თვეზე ძველი. ეს პოსტები არ უნდა მოიცავდეს ერთსა და იმავე ინფორმაციას.
  • თქვენმა ვსკ-მ აუცილებლად უნდა ჩაატაროს თვეში მინიმუმ 1 კერძო ღონისძიება, 1 საჯარო ღონისძიება და ეწვიოს TruckersMP-ის ოფიციალურ ღონისძიებას.
  • უნდა გქონდეთ პროფესიონალურად მოწყობილი გვერდი რომელიც მიყვება GDPR-ს სტანდარტებს და სხვა რეგულაციებს. მას უნდა გააჩნდეს მომსახუროების პირობები და GDPR-ს დოკუმენტაცია.
  •  თქვენ ვსკ-ს უნდა ქონდეს პროფესიონალური ლოგო და შესაბამისი სლოგანი.


 შევამცირეთ სიახლეების პოსტების რაოდენობა (რომლებიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ძველი) 5 პოსტიდან 3 პოსტამდე. ჩვენ გვესმის რომ ვსკ-ები ხშირად გრძნობდნენ რომ სათანადო კონტენტი არ გააჩნდათ დასაპოსტად ზოგი ვსკ კი პოსტავდა მსგავს/უსარგებლო კონტენტს მოთხოვნილების მისაღწევად. ამიტომ ჩვენ შევიტანეთ ცვლილება იმის გათვალისწინებით რომ თქვენ უნდა გქონდეთ ბევრნაირი სიახლე ვსკ-ს გვერდზე.
 
 ამასთან ერთად ჩვენ ასევე შევცვალეთ წესი ღონისძიებების შესახებ. აქამდე მოთხოვნილება ითვალისწინებდა რომ დაგეგმილი უნდა ყოფილიყო 1 კერძო ღონისძიება და ეწვიოთ ან დაგეგმოთ 1 სახალხო ღონისძიება (ეს შეიძლება ყოფილიყო TruckersMP-ის ოფიციალური ან საზოგადოების დაგეგმილი). ჩვენ შევცვალეთ ეს წესი და ახლა ის მოიცავს 1 TruckersMP ოფიციალურ ღონისძიებაზე დასწრებას და 1 საჯარო ღონისძიების ორგანიზებას.
 
 რას ფიქრობთ?
ამ წესების შესახებ გამოხმაურება გნებავთ? მაშინ გადადით Feedback-ის სისტემაში აქ და შექმენით გამოხმაურება "Community Management"-ის კატეგორიაში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გაუმჯობესებას აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობთ.

კეთილი სურვილებით,

TruckersMP Community Management

Edited by lukabrazi
  • Like 1
  • HaulieLove 1
Link to comment
Share on other sites

  • 11 months later...
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.