Jump to content

Throwback ხუთშაბათი


Recommended Posts

truckersmp-logo.png

 

 

ძვირფასო მოთამაშეებო,

 

ბოლო ხუთი წლის მანძილზე TruckersMP მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარდა ახალი წოდებების, წესების, განახლებების და მოდიფიკაციების დამატების საშუალებით. ამ ყველაფრის გაგრძელებაზე მუშაობით და გაუმჯობესებით, ჩვენ არ გვინდა დავივიწყოთ და მივატოვოთ ჩვენი წარსული. რასაც ჩვენ მომავალში გავაკეთებთ მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ იმისათვის, რომ ვიყოთ იქ, სადაც ვართ დღეს.


ჩვენი ახალი პროექტით სახელად Throwback Thursday ჩვენ გვინდა გავიხსენოთ და გავიზიაროთ თქვენი ისტორიები წარსულიდან. ყოველ ხუთშაბათს ჩვენ გამოვაქვეყნებთ თქვენს ერთ-ერთ სურათს ან ვიდეოს, რომელიც აჩვენებს ძველ TruckersMP-ის. ამ სურათებთან და ვიდეოებთან ერთად, ჩვენ გავაზიარებთ ამა თუ იმ ფოტო ან ვიდეო მასალის ისტორიასაც. მაშ რა ქენით, როდესაც პირველად შემოუერთდით ჩვენს საზოგადოებას? როგორ იპოვეთ თქვენ მაშინ მოდიფიკაციები? რა კარგი მოგონებები გაერთიანებთ TruckersMP-ისთან? გახსოვთ ETS2MP-ის დღეები? იყავით კრეატიულები, გაგვიზიარეთ თქვენი ძველი სურათები, ვიდეოები და გვაჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს თქვენთვის!

 

ესეიგი, როგორ შეგვიძლია მონაწილეობის მიღება?

 

უპასუხეთ ამ თემას ერთი სურათით ან ვიდეოთი, რომელიც აჩვენებს TruckersMP-ის წარსულს. ამასთან ერთად, დაწერეთ ამ სურათის ან ვიდეოს მოკლე ახსნა, ისტორია ინგლისურ ენაზე. ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ამოვირჩევთ ერთ-ერთი თქვენთაგანის ისტორიას და გამოვაქვეყნებთ ჩვენს სოციალურ ქსელებზე. ქვემოთ მოცემულია ისტორიის მაგალითი.

 



"ეს იყო მოგზაურობა, რომელიც მე მოვახდინე პილოტის მანქანაში მისი გამოსვლის შემდეგ. დრომ გვიჩვენა, რომ ავტომობილი კარგი დამატება იყო სატვირთოებთან ერთად. მე გავაკეთე სურათი, რომელიც გვაჩვენებს პილოტის ავტომობილს, თუმცა ამასთან ერთად მე ვაჩვენე სატვირთო მანქანაც, რადგან ეს უპირველეს ყოფლისა სატვირთო მანქანებზე დაფუძნებული თამაშია და ესაა TruckersMP-ის ფესვი. ადრე ავტომობილები საკამათო საკითხი იყო, თუმცა დროთა განვმალობაში ბევრმა მოახერხა მათი დადებითი მხარეების შეფასება."

 

ZdeoqoY.jpg

 

მოუთმენლად ველით თქვენი ისტორიების გაგებას!

- TruckersMP-ის გუნდი

 

ორიგინალური პოსტი

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.