Leon Baker Posted August 12, 2019 Share Posted August 12, 2019 როგორ გამოვასწოროთ შეცდომა Cannot Create Game Process ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია. გირჩევთ ყურადღებით მიჰყვეთ ინსტრუქციას: პრობლემის მოგვარების პირველი გზა: მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ TruckersMP-ის ლაუნჩერს, გადადით Properties და დააჭირეთ Compatibility მონიშნეთ Run this program as an Administrator და დააჭირეთ Apply და Ok. პრობლემის მოგვარების მეორე გზა: გახსენით Steam კლიენტი, ზედა მარცხენა კუთხეში დააჭირეთ Steam და შემდეგ Settings. დააჭირეთ Downloads და გადადით Steam Library Folder-ში, დააჭირეთ მას და შემდეგ მონიშნეთ Repair Library Folder პრობლემის მოგვარების მესამე გზა: Steam კლიენტის გამოყენებით, გადადით Library-ში და მარჯვენა მაუსის ღილაკით დააჭირეთ საჭირო თამაშს (ETS2 ან ATS). აირჩიეთ Properties, შემდეგ გადადით Local Files განყოფილებაში და დააჭირეთ Verify Integrity of Game Files. დაელოდეთ რამდენიმე წუთი, სანამ თამაში აღადგენს დაკარგულ ან დაზიანებულ ფაილებს. როგორც კი პროცესი დასრულდება, პრობლემა წესით უნდა მოგვარდეს. თუ პრობლემა მაინც არ მოგვარდა, მაშინ გირჩევთ Steam Library-დან წაშალოთ თამაში და ისევ Steam-იდან ჩაიწეროთ Install ღილაკის საშუალებით. Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts