Jump to content

Free Camera-ს რეჟიმის კონტროლის ღილაკების შეცვლა


Recommended Posts

მოგესალმებით ყველას,

 

ალბათ დამეთანხმებით, რომ Free Camera ძალიან სასარგებლო ფუნქციაა თამაშში. ზოგიერთ კლავიატურას არ აქვს NUM ღილაკები და ამის გამო არ შეუძლიათ მფრინავი კამერის მართვა, თუმცა ამ თემაში მე თქვენ გასწავლით იმას, თუ როგორ შეცვალოთ მფრინავი კამერის ღილაკები.

 

 

ნაბიჯი პირველი: ჩართეთ Free Camera

  • გადადით Documents/Euro Truck Simulator 2 ფოლდერში.
  • გახსენით config.cfg ფაილი ბლოკნოტის საშუალებით.
  • მოძებნეთ uset g_developer და uset g_console, შემდეგ შეცვალეთ ორივეს მნიშვნელობა 0-იდან 1-ზე.
  • კამერის სიჩქარეს შეცვლისათვის, uset_g_flyspeed დააყენეთ 100.0-ზე.
  • შეინახეთ ფაილი და Free Camera გააქტიურდება.

 

მეორე ნაბიჯი: შეცვალეთ Free Camera-ს ღილაკები

  • გადადით თქვენი თამაშის პროფილის ფოლდერში, რომლის პოვნა შეგიძლიათ ამ მიმართულებით Documents\Euro Truck Simulator 2\profiles
  • გახსენით controls.sii ფაილი ბლოკნოტის საშუალებით და დააყენეთ შემდეგი პარამეტრი:

 

config_lines[86]: "mix dbgfwd `keyboard.num8?0`"

config_lines[87]: "mix dbgback `keyboard.num5?0`"

config_lines[88]: "mix dbgleft `keyboard.num4?0`"

config_lines[89]: "mix dbgright `keyboard.num6?0`"

config_lines[90]: "mix dbgup `keyboard.num9?0`"

config_lines[91]: "mix dbgdown `keyboard.num3?0`"

 

  • შეინახეთ ფაილი და ღილაკები შეიცვლება.

 

იმედია გამოგადგებათ ეს ინსტრუქცია იმაზე, თუ როგორ შეცვალოთ Free Camera-ს კონტროლის ღილაკები. წარმატებები! :)

Link to comment
Share on other sites

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.