Leon Baker Posted August 11, 2019 Share Posted August 11, 2019 მოგესალმებით მეგობრებო! როგორც ჩვენ ვახსენეთ "გზა სიმულაციისკენ - ნაწილი პირველი" პოსტში, ცვლილებები გაგრძელდება და აი უკვე დღეს მოხარული ვართ გაცდნობოთ, რომ რამდენიმე შიდა ცვლილება გვაქვს, რომლებიც ახლახანს შემოვიტანეთ თამაშის მოდერატორების გუნდში. ჩვენი მიზანია, მკვეთრად შემცირდეს იმ მოთამაშეების რაოდენობა, რომლებსაც წესების დაცვის სურთვილი არ აქვთ და ამ მიზეზით ჩვენ შემოვიტანეთ ცვლილებები ბანების დანიშვნის განრიგში. წესი §2.8 როგორ ინიშნება ბანები (How bans are issued) არ შეიცვლება, თუმცა ის მოთამაშეები, რომლებიც სპეციალურად არ იცავენ ჩვენს წესებს უფრო მკაცრად დაისჯებიან. მაგალითად, თუ მოთამაშე შემოუერთდა ჩვენს სერვერებს მხოლოდ იმისათვის, რომ დაარღვიოს წესები და ხელი შეუშალოს სხვა მოთამაშეებს, ის დაისჯება არანაკლებ 14 დღიანი ბანით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი თამაშის მოდერაცია ჩათვლის, რომ მომხმარებელი უერთდება TruckersMP-ის სერვერებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაარღვიოს წესები, ადმინისტრაციას უფლება აქვს აარიდოს თავი წესებში ნახსენებ ბანების ხანგრძლივობას და მიუხედავად ბანების რაოდენობისა, დაადოს მოთამაშეს სამუდამო ბანი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება ზოგიერთისთვის არ იყოს სასიხარულო, არ ინერვიულოთ, რადგან დაზარალდებიან მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებსაც არ აქვთ ინტერესი დაიცვან ჩვენი წესები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილება დაარწმუნებს უყურადღებო მოთამაშეებს უფრო ყურადღებით მართონ სატვირთო და დაიცვან ჩვენი წესები. ჩვენ ასევე შევიტანეთ პატარა ცვლილება სიჩქარის შეზღუდვაში თამაშის მოდერატორებისათვის. აწი, მათი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 160 კმ/სთ-ს (100 მილი/სთ). ეს ცვლილება იმისათვის იყო საჭირო, რომ თამაშის მოდერატორმა შეძლონ თავისი სამუშაოს სრულყოფილად შესრულება. პატივისცემით, TruckersMP-ის მოდერაციის გუნდი ორიგინალური პოსტი 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
[RM] Kirvalla Posted August 14, 2019 Share Posted August 14, 2019 და ეს სიჩქარის შემზღუდავი 120 კმ რო გახადოთ არა?! კი მივესალმები იმას რო რეალური გინდათ რო გახადოთ მაგრამ ავტობანზე 120კმ მაინც უნდა დაიშვებოდეს Link to comment Share on other sites More sharing options...
Leon Baker Posted August 14, 2019 Author Share Posted August 14, 2019 1 hour ago, Kirvalla said: და ეს სიჩქარის შემზღუდავი 120 კმ რო გახადოთ არა?! კი მივესალმები იმას რო რეალური გინდათ რო გახადოთ მაგრამ ავტობანზე 120კმ მაინც უნდა დაიშვებოდეს ევროპის არცერთ ქვეყანაში არ შეიძლება 110-ზე სწრაფად სიარული, მითუმეტეს აუტობანზე (ლაპარაკია სატვირთოზე). Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts