Jump to content

გზა სიმულაციისკენ - ნაწილი მეორე


Recommended Posts

tcSbKiDRylY.jpg

 

მოგესალმებით მეგობრებო!

 

როგორც ჩვენ ვახსენეთ "გზა სიმულაციისკენ - ნაწილი პირველი" პოსტში, ცვლილებები გაგრძელდება და აი უკვე დღეს მოხარული ვართ გაცდნობოთ, რომ რამდენიმე შიდა ცვლილება გვაქვს, რომლებიც ახლახანს შემოვიტანეთ თამაშის მოდერატორების გუნდში. ჩვენი მიზანია, მკვეთრად შემცირდეს იმ მოთამაშეების რაოდენობა, რომლებსაც წესების დაცვის სურთვილი არ აქვთ და ამ მიზეზით ჩვენ შემოვიტანეთ ცვლილებები ბანების დანიშვნის განრიგში.

 

წესი §2.8 როგორ ინიშნება ბანები (How bans are issued) არ შეიცვლება, თუმცა ის მოთამაშეები, რომლებიც სპეციალურად არ იცავენ ჩვენს წესებს უფრო მკაცრად დაისჯებიან. მაგალითად, თუ მოთამაშე შემოუერთდა ჩვენს სერვერებს მხოლოდ იმისათვის, რომ დაარღვიოს წესები და ხელი შეუშალოს სხვა მოთამაშეებს, ის დაისჯება არანაკლებ 14 დღიანი ბანით.

 

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი თამაშის მოდერაცია ჩათვლის, რომ მომხმარებელი უერთდება TruckersMP-ის სერვერებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაარღვიოს წესები, ადმინისტრაციას უფლება აქვს აარიდოს თავი წესებში ნახსენებ ბანების ხანგრძლივობას და მიუხედავად ბანების რაოდენობისა, დაადოს მოთამაშეს სამუდამო ბანი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება ზოგიერთისთვის არ იყოს სასიხარულო, არ ინერვიულოთ, რადგან დაზარალდებიან მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებსაც არ აქვთ ინტერესი დაიცვან ჩვენი წესები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილება დაარწმუნებს უყურადღებო მოთამაშეებს უფრო ყურადღებით მართონ სატვირთო და დაიცვან ჩვენი წესები.

 

ჩვენ ასევე შევიტანეთ პატარა ცვლილება სიჩქარის შეზღუდვაში თამაშის მოდერატორებისათვის. აწი, მათი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 160 კმ/სთ-ს (100 მილი/სთ). ეს ცვლილება იმისათვის იყო საჭირო, რომ თამაშის მოდერატორმა შეძლონ თავისი სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

 

 

პატივისცემით,

TruckersMP-ის მოდერაციის გუნდი

 

ორიგინალური პოსტი

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

და ეს სიჩქარის შემზღუდავი 120 კმ რო გახადოთ არა?!

კი მივესალმები იმას რო რეალური გინდათ რო გახადოთ მაგრამ ავტობანზე 120კმ მაინც უნდა დაიშვებოდეს

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Kirvalla said:

და ეს სიჩქარის შემზღუდავი 120 კმ რო გახადოთ არა?!

კი მივესალმები იმას რო რეალური გინდათ რო გახადოთ მაგრამ ავტობანზე 120კმ მაინც უნდა დაიშვებოდეს

 

ევროპის არცერთ ქვეყანაში არ შეიძლება 110-ზე სწრაფად სიარული, მითუმეტეს აუტობანზე (ლაპარაკია სატვირთოზე).

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.