Jump to content

რეალური ქმედებები - 2019 წლის 28 ივლისი


Recommended Posts

მოგესალმებით ყველას,

 

თუ თქვენ უკვე ნახეთ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ტიზერი მზად ხართ? მაშინ გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ რა ხდება TruckersMP-ის საზოგადოებაში. ბევრი სხვადასხვა იდეა იყო, თუმცა მხოლოდ ზოგზოგიერთმა შეამჩნია მინიშნება, რომელიც მაგ ვიდეოში იყო დამალული. ჩვენ მოხარული ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს იმის გამოცხადებით, რომ TruckersMP-ის მორიგი ივენთის მეშვიდე თავი არის...

 

3NNNCh2.png

 

ეს ის ტიპის ღონისძიებაა, რომელიც უდაოდ ყველაზე წარმატებული არის და თანდათან უკეთესი ხდება! ამ ღონისძიების მეექვსე ნაწილი 2019 წლის თებერვალს 2000-ზე მეტი მოთამაშე წვია!

 

რეალური ქმედებები ისეთი ღონისძიებაა, რომელიც არ ჰგავს სხვას. რეალურ დროში სწრაფი რეაგირების და სხვა საგზაო შემთხვევების საშუალებით თქვენ შეიგრძნობთ სატვირთო მანქანით ტვირთის მიტანის სიმულაციას ახალ დონეზე.

 


 

რეალური ქმედებები - ნაწილი 7

 

ჩვენი მორიგი ივენთის მეშვიდე ნაწილი გაიმართება ივლისის ბოლოსკენ, ამიტომაც არც თუ ისე ბევრი დრო დარჩა.

გეპატიჟებით ყველას 2019 წლის 28 ივლისს 20:00-იდან 24:00-მდე საქართველოს დროით.

 

ამჯერად, რეალური ქმედებები გადავლენ შტატებში - რა თქმა უნდა, ეს ის ღონისძიებაა, რომელიც American Truck Simulator-ის მოთამაშეებმა არ უნდა გამოტოვონ!

ამ ღონისძიებაზე თქვენ ნახავთ ბევრ ახალ სატრანსპორტო საშუალებას და ასევე გელოდებათ პატარა სიურპრიზი. ეს ღონისძიება იქნება სრულიად უნიკალური და მოიცავს იმას, რაც არასდროს იყო TruckersMP-ში!

 


 

ქმედებების ზონა

 

რეალური ქმედებების ზონის საშუალებით, რომელიც მოიცავს 9 ქალაქს და გზების 1500 მილს, თქვენ შეძლებთ აირჩიოთ საწყისი ქალაქი და გადაადგილდეთ იმ მიმართულებით, რომელიც თქვენ გინდათ. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე!

 

UG5ydmX.png

 

აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები ამ ღონისძიების შესახებ ამ პოსტის კომენტარებში.

 

სერვერი: Real Ops V7

დროებითი წესები: დააჭირეთ აქ!

 

- TruckersMP-ის გუნდი

 

ორიგინალური პოსტი

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.