Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

TruckersMP - ვსკ სისტემა


Recommended Posts

new-vtc-system-is-out.1563029918.png

 

მოგესალმებით მძღოლებო!

 

ვირტუალური სატრანსპორტო კომპანიები TruckersMP-ის სამყაროს გულია და დღეს ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე საინტერესო სიახლე! ცოტა ხნის წინ, ჩვენმა დეველოპერებმა დაიწყეს მუშაობა TruckersMP-ის საიტზე ინტეგრირებული ვირტუალური სატრანსპორტო კომპანიების სისტემაზე. რამდენიმე კვირის ტესტირების შემდეგ ჩვენ მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ახალი ვირტუალური სატრანსპორტო კომპანიების სისტემის გამოსვლა??

 

რა არის ვირტუალური სატრანსპორტო კომპანია?

ვირტუალური სატრანსპორტო კომპანია (ვსკ) - საზოგადოების მიერ შექმნილი როლური თამაშის კონცეპცია, რომლიც მიზაცია გააუმჯობესოს სიმულაცია. მეტი ინფორმაციისათვის ვსკ-ზე ეწვიეთ ლინკს: https://truckersmp.com/knowledge-base/article/367

 

ესეიგი, რა ფუნქციებით არის მომარაგებული ახალი სისტემა?

ჩვენს ვსკ-ს ახალ სისტემაში თქვენ არა მარტო პროფესიონალურად შეძლებთ თქვენი კომპანიის მართვას, არამედ გაწევრიანდეთ სხვადასხვა კომპანიებში. სისტემის ზოგ ფუნქციას მოიცავს:

  • ცვლილებადი როლები და რანგები.
  • ინფორმაცია ვსკ-ზე, წესები და მოთხოვნილებები.
  • სოციალური ქსელების და Discord-ის ლინკები.
  • მხარდაჭერილი თამაშების არჩევანის საშუალება.
  • ვსკ-ს წევრების შავ სიაში დამატების საშუალება.
  • სიახლეების და განცხადებების გამოქვეყნების საშუალება.
  • დამტკიცებული სტატუსი თქვენი ვსკ-სთვის
  •  ვსკ-ში მიღების გახსნის, დაკეტვის და კანდიდატების ნახვის საშუალება.
  •  კომპანიის მოთავსება მთავარ გვერდზე.
  •  

როგორ შეიძლება მივიღო დამტკიცებული სტატუსკი ჩემი ვსკ-სთვის, არის რამე მოთხოვნილებები?

იმისათვის, რომ თქვენმა ვსკ-მ მიიღოს დამტკიცებული სტატუსი, **არსებობს** კონკრეტული მოთხოვნილებები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ვირტუალური კომპანია, უფრო დეტალურად ამის წაკითხვა შეგიძლიათ ამ სტატიაში: https://truckersmp.com/knowledge-base/article/366

 

გახსოვდეთ, რომ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ წავშალოთ სისტემიდან ნებისმიერი ვსკ, თუ ის არ შეესაბამება მოთხოვნილებებს და წესებს.

 

დაუკვირდით, რომ დამტკიცებული სტატუსის მიღება დამოკიდებულია თქვენს კომპანიაზე, აკმაყოფილებს თუ არა ამა თუ იმ მოთხოვნილებებს და ამ სტატუსის მინიჭება შეუძლიათ მხოლოდ TruckersMP-ის საზოგადოების მენეჯერებს.

 

ეს სისტემა სპეციალურად იყო შექმნილი ისე, რომ დააკმაყოფილოს როგორც ვსკ-ს მმართველები, ასევე მისი მძღოლები და ჩვეულებრივი მოთამაშეები. დროთა განვმალობაში ეს ყველაფერი გაუმჯობესდება, ამიტომაც აუცილებლად ადევნეთ თვალყური სიახლეებს.

 

იმედია მოგეწონებათ ვსკ-ს ახალი ფუნქცია!

 

პატივისცემით,
- TruckersMP-ის გუნდი
 

ორიგინალური პოსტი

  • HaulieLove 2
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.