Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

TruckersMP-ის Discord სერვერის განახლება


Recommended Posts

BHogfig.jpg

 

გაუმარჯოს,

 

TruckersMP-ის ოფიციალური Discord სერვერი განახლდა. ჩვენ მივხვდით, რომ მომხმარებლებს უჭირთ სხვადასხვა ჩათების პოვნა და გადავწყვიტეთ გაგვენახლებინა ზოგიერთი ჩათი და დაგველაგებინა ისე, რომ მომხმარებლებს უფრო მარტივად ეპოვათ ისინი. ამასთან ერთად, გადაკეთდა ზოგიერთი ჩათი, ახლა ისინი უნდა მოიცავდნენ უფრო გასაგებ და სასარგებლო ინფორმაციას და ჩვენ მიერ დაწერილი ახალმა ბოტებმა კი ეს ყველაფერი უნდა გაამარტივონ. ჩვენი Discord სერვერი შეიქმნა პირველ რიგში მოთამაშეებს შორის კომუნიკაციისათვის და რაც მთავარია ინფორმაციის გაგებისათვის TruckersMP-ზე პირდაპირ წყაროდან! რადგან ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც Discord-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ზოგიერთი ხელმისაწვდომი პრიველეგია.

 

ახალი მომხმარებელი ხარ?

 

ჩვენს Discord სერვერზე შესვლა ძალზედ მარტივია და მოცემული თემა კი ამას უფრო ამარტივებს: https://truckersmp.com/knowledge-base/article/239

 

ცვლილებების სია:

  • დამატებულია ვერიფიკაციის პროცესის სისტემა
  • გადაკეთდა ზოგიერთი ჩათი როგორიცაა #discord-suggestions, #roles ან #request-group
  • განახლა #welcome ჩათი (ამ ჩათში რეაქციების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სხვადასხვა როლები)
  • დამატებულია ახალი ჩათები (#connect-truckersmp, #truckersmp-status, #stream-announcements და სხვა!)
  • დამატებულია ახალი როლი Stream Subscriber
  • დამატებულია როლების აღების ფუნქცია რეაქციების გამოყენებით
  • განახლდა ჩათების წყობა
  • განახლდა როლების პოზიცია იმისათვის, რომ მომხმარებლებმა უფრო მარტივად იპოვონ კონკრეტული პიროვნება
  • განახლდა სერვერზე ხელმისაწვდომი რეაქციები
  • შეიქმნა სპეციალური ლინკი - https://discord.gg/truckersmp
  • შეიქმნა ახალი ბოტი როლების ასაღებად რეაქციების საშუალებით - Botranktir

 

თუ თქვენ ახალი მომხმარებელი ხართ და გსურთ ჩვენი Discord სერვერის წევრი გახდეთ, მაშინ მიყევით ზემოთ მოცემულ ინსტრუქციას!

ენების როლების აღება შესაძლებელი გახდა რეაქციების საშუალებით, მაგალითად: თუ თქვენ დააჭერთ პოლონეთის დროშის რეაქციას #roles ჩათსი, თქვენ მიიღებთ პოლონურ როლს და ამით გახსნით პოლონურ ჩათს.
 

ორიგინალური პოსტი

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.