Jump to content
BL4CK$K1LL

TruckersMP Rules [Georgian] | TruckersMP-ის წესები (08.05.2020)

Recommended Posts

truckersmp-logo.png

 

ცვლილებები:

  • 08.09.18 - შეიცვალა წესები §1.3, §1.5; წესების ახალი პუნქტები §1.8, §5.8; წაიშალა წესი §4.10 და ჩაინაცვლა დამატებითი წესით §1.7
  • 21.09.18 - განახლდა წესები §1.4, §1.5, §2.5, §3.2, §3.3, §3.4, §3.5 ; წაიშალა წესი ლოკალურ მოდებზე.
  • 12.10.18 - განახლდა წესები §2.1, §2.5 და §5.2, წაიშალა წესი §2.7.
  • 17.10.18 - წაიშალა წესი §4.9 თარჯიმნის გამოყენებაზე პასუხებში.
  • 16.11.18 - განახლდა წესი §3.4
  • 10.12.18 - განახლდა წესები §3.2, §4.3 და §4.4
  • 18.12.18 - განახლდა წესები §2.2, §2.4, §2.5, §3.3, §5.2, §5.4; წაიშალა წესი §2.7 "ავტომობილი მისაბმელით (Car with trailer)"
  • 30.12.18 - განახლდა წესი §5.2
  • 20.01.19 - განახლდა წესი §1.5
  • 03.03.19 - განახლდა და გამარტივდა წესი §1.9
  • 23.03.19 - განახლდა წესი §1.9; გადაკეთდა წესები §3.1, §3.2, §3.3 და §3.5
  • 13.04.19 - განახლდა წესები §1.4, §3.2, §5.4; დამატებულია ტექსტი საგზაო წესებთან დაკავშირებით §2
  • 02.06.19 - განახლდა წესები §2.9 და §5.4
  • 02.07.19 - დიდი განახლება, ბევრი წესი შეიცვალა და შენახვების რედაქტირების წესები მთლიანად გადაკეთდა.
  • 23.07.19 - წაიშალა წესი §4.9; განახლდა წესი §4.6
  • 14.08.19 - განახლდა წესები §1.4 და §3.5
  • 21.10.2019 - განახლდა წესები §2.8 და §3.3; სახელი შეეცვალა §3.6
  • 09.11.2019 - განახლდა წესები §1.2 და 2.1; წესები §2.6 და §2.7 შეერთდა და გახდა §2.6; §2.8 გახდა §2.7; §2.9 გახდა §2.8; დაემატა წესი §2.9; შეიცვალა სათაური §5 და წაიშალა §5.1
  • 08.02.2020 - განახლდა წესები §2.5, §2.8, §5.1, §2.3 §1.4, §3.1, §3.4 და §3.5; წესი §3.5 და §3.6 შეერთდა; ასევე შეერთდა §3.4, §3.7 და §3.8; წაიშალა §3.6, §3.7 და §3.8; დაემატა §3.6 ახალი სათაურით; §3.9 განახლდა და გახდა §3.7
  • 16.03.2020 - განახლდა წესები §1.4, §2.5, §2.8, §2.9, §3, §5.1 და §5.3
  • 20.03.2020 - განახლდა წესები §2.1 და §5.1. დაემატა წესი §4.10
  • 19.04.2020 - განახლდა წესი §5.1
  • 08.05.2020 - განახლდა წესები §1.1, §3 და §5.1

ოფიციალური წესები

ბოლოს განახლდა 2020 წლის 6 მაისს

 


§1 - ზოგადი წესები

 

§1.1 ანგარიში და აღჭურვილობა (Account and Equipment)

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს ანგარიშზე. წესების დარღვევის შემთხვევაში ანგარიშს დაედება ბანი და არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობდა კონკრეტულ სიტუაციაში. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ტარებისას გამოყენებულ აღჭურვილობაზე, როგორიცაა: კლავიატურები, ჯოისტიკები, მაუსები, საჭე და სხვა.

 

§1.2 ბანის არიდება (Ban evading)

დროებითი ან სამუდამო ბანის ასარიდებლად სხვა ექაუნტის შექმნა. თუ მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ თავს არიდებთ ბანს სხვა ექაუნტების გამოყენებით, თამშრომელი უფლებას იტოვებს დაგადოთ ბანი ახლიდან, შეტყობინებების გარეშე.ბანის მტკიცებულება წარმოდგენილი არ იქნება, რადგან მტკიცებულება მოიცავს სერვერის კონფიდენციალურ ინფორმაციას.

 

§1.3 სპამი ან სიბოროტე (Spamming or Abuse)

რეპორტების ან დაკავშირების სისტემის გამოყენება გაუთვალისწინებელი მიზნით. ეს ითვალისწინებს, მაგრამ არ ზღუდავს: რეპორტების სპამს, ერთი და იგივე მტკიცებულებების გამოყენებას და სისტემის გამოყენება გაუთვალისწინებელი მიზნით. სპამი ფორუმზე/სოციალურ ქსელებზე ან ჩათებში მოკლე პერიოდში და/ან არასასარგებლო კონტენტით, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას კლასიფიცირდება როგორც სისტემის ბოროტად გამოყენება. ეს ასევე ითვალისწინებს, მაგრამ არ ზღუდავს: თამაშის ჩათს, რაციას, მესიჯებს ფორუმზე, წერილებს მხარდაჭერაში, ფიდბეკში, ბანის აპელირების და რეპორტების სისტემაში.

 

§1.4 მომხმარებლების რეპორტი (Reporting users)

  •  თქვენ მიერ გამოყენებული მტკიცებულებები არ უნდა იყოს 1 თვეზე ძველი.
  • თქვენ მიერ გამოყენებული მტკიცებულებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბანის ხანგრძლივობის პერიოდში და დამატებითად ერთი თვე. მტკიცებულება სამუდამო ბანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამუდამოდ.
  • თქვენ მიერ გამოყენებული მტკიცებულებები უნდა იყოს თქვენი.
  • თქვენ მიერ გამოყენებული მტკიცებულებები არ უნდა ამოჭრათ თქვენს სასარგებლოდ, დაადოთ სხვადასხვა ფერები, ბლარი და ა.შ.
  • მტკიცებულება რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას სახელში, აღწერაში ან სხვაგან არ იქნება მიღებული და შეიძლება გამოიწვიოს სასჯელი სიმძიმის მიხედვით.
  • დაბლოკვის, დაჯახების და არასწორი მიმართულებით მოძრაობის რეპორტები უნდა მოიცავდნენ ვიდეოს.
  • ჩათში გინების შემთხვევაში სქრინშოთი უნდა მოიცავდეს მთლიან ჩათს, ანუ მისი ამოჭრა დაუშვებელია.
  • რეპორტები ბანის არიდებაზე უნდა მოიცავდეს შესაბამის მტკიცებულებას, დაუშვებელია რეპორტის გაკეთება მხოლოდ ეჭვის საფუძველზე.
  • ადმინისტრაციასთან დაკავშირება იმისათვის, რომ თქვენი რეპორტი უფრო მალე შეამოწმონ დაუშვებელია.
  • ადმინისტრაციაზე რეპორტების გაგზავნა უნდა მოხდეს Feedback სისტემის საშუალებით.
  • უაზრო, freecam-ით გადაღებული და მსგავსი რეპორტების სპამი დაუშვებელია და ამან შეიძლება გამოიწვის შეზღუდვა რეპორტების გაგზავნაზე. 
  • თუ გაინტერესებთ როგორ გაგზავნოთ სწორად რეპორტი გადაავლეთ თვალი ამ ფორუმის პოსტს.

§1.5 მიუღებელი ფორმით საუბარი, კომუნიკაცია ან ნებისმიერი სახის იმპერსონაცია (Inappropriate use of language, communication and impersonation of any kind)

ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა სხვა მომხმარებლების დამცირებისათვის. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს, მაგრამ არ ზღუდავდეს: რასიზმს, დისკრიმინაციას და/ან აზრის გამოხატვას (ექტრემალურ) პოლიტიკაზე, არალეგალურ ან მიუღებელ სიტუაციებზე.

  • მსუბუქი შეურაცხყოფა, როგორიცაა "იდიოტი" და "ნუბი" დაშვებულია, თუმცა ამ სიტყვების ბოროტად გამოყენება შეიძლება დასჯით დასრულდეს.
  • არანორმატიული ლექსიკა აკრძალულია. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერვერიდან გაკიკვა ან ბანი.
  • დაუშვებელია ქცევა, რომელიც შესაძლებელია მუქარის სახით იყოს წარმოდგენილი ჩვენი მომხმარებლებისათვის.

სხვა მომხმარებლების, ადმინისტრაციის და პოლიტიკური ფიგურების იმპერსონაცია ან ქცევა, რომელიც ახასიათებს თქვენზე მაღალი წოდების მქონე პიროვნებას აკრძალულია. ეს ეხება იმას, თუ როგორ დაგყავთ თქვენი ავტომობილი, როგორ და რაზე ლაპარაკობთ რაციაში, თქვენს პროფილის სურათს, ნომრებს, თქვენს ნიქნეიმს და თაგს. თქვენი პროფილის სურათი, ნიქნეიმი ან თაგი არ უნდა იყოს შეურაცხყოფელი სხვა მომხმარებლებისათვის. ასევე, თქვენი ნიქნეიმი უნდა მოიცავდეს მხოლოდ ასოებს და ციფრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნიქნეიმი შეიცვლება ადმინისტრაციის მიერ შეტყობინების გარეშე.

  • ნებისმიერი ლინკები, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკებთან, პორნოგრაფიულ ან სექსუალურ კონტენთან ან სხვა არაკანონიერ მა
  • ნარკოტიკების, პორნოგრაფიის, სექსუალური ან სხვა არაკანონიერი მატერიალების გავრცელება ლინკების საშუალებით აკრძალულია. ეს ეხება ნებისმიერი სახის ლინკს, პროფილის სურათს, თამაშის სახელს, თაგს, ჩვენს სერვისებზე ატვირთულ სურათებს და გამოქვეყნებულ კონტენტს.

სხვა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გავრცელება აკრძალულია. ეს მოიცავს სოციალური ქსელების პროფილების გავრცელებასაც.

§1.6 კანონი და მეკობრეობა (Law and piracy)

  • აკრძალულია ინტერნაციონალური ან ნაციონალური კანონების დარღვევა, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს TruckersMP-ს.
  • თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, ატვირთოთ ან თუნდაც ნებისმიერი სახით გამოიყენოთ მეკობრეობა ჩვენს ნებისმიერ პლატფორმაზე.

§1.7 მოდერაცია გაფრთხილების გარეშე (Backseat moderation)

  • ჩვენი მოდერატორების მთავარი მიზანია დარღვევების პოვნა და აღმოჩენა ჩვენს ყველა პლატფორმაზე. არ აიღოთ ეგ საქმე თქვენს თავზე. თუ თქვენ ხედავთ წესების დარღვევას, გამოიყენეთ რეპორტის სისტემა მოცემულ პლატფორმაზე.

§1.8 ბიძგი დანაშაულისკენ (Incitement)

  • თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმები ისეთი კონტენტის გავრცელებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს სხვა მოთამაშეებს დაარღვიონ TruckersMP-ის წესები.

§1.9 ორაზროვნება (Ambiguity)

  • თუ რაიმე მიზეზით წესებში არსებობს ორაზროვანი ტერმინები ან ტერმინები, რომლებიც "ღია ინტერპრეტაციისათვის" არის ხელმისაწვდომი, დასჯა შეიძლება დაწესდეს TruckersMP-ის ადმინისტრაციის შეთანხმების შესაბამისად. თუ ჩვენ შეგვატყობინებებენ, რომ ჩვენს წესებში ორაზროვნებაა, ჩვენ ვიმუშავებთ მის აღმოფხვრვაზე. თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ორაზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები და არა გამოიყენოთ ისინი თქვენს სასარგებლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით შესაბამისი წესით.

 


 

§2 - თამაშის წესები

*ფიფქით (*) მონიშნული წესები არ მოქმედებენ ისეთ სერვერებზე, რომლების სახელში წერია "[Freeroam]". საგზაო წესები და ნიშნები უნდა დაიცვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული საგზაო წესები და ნიშნები უნდა დაიცვას ETS2-ში და ამერიკული კი ATS-ში. ამ წესების დაუცველობან შეიძლება გამოიწვიოს ბანი.

 

§2.1 ჩეთერობა/ბაგების ბოროტად გამოყენება (Hacking/Bug/Feature abusing) -სამუდამო ბანი  (PERMANENT BAN)

ნებისმიერი სახის ინსტრუმენტის გამოყეენბა თამაშის პროცესის შეცვლისათვის, ეს მოიცავს, მაგრამ არ ზღუდავს თამაშის კონსოლს, თრეინერებს ან Cheat Engine-ის მსგავს პროგრამებს სიჩქარის შეზღუდვის ასარიდებლად, jump hack-ის გამოყენებისათვის, კოლიზიის გათიშვისათვის ან რამე მსგავსი. თამაშის რედაქტირების მეშვეობის ავტოკიკის არიდება. Ghost Mod-ის ან მსგავსი რამის გამოყენება სერვერზე შესვლისას ზიანის მისაყენებლად.

 

§2.2 შეჯახება (Ramming)*

განზრახ ან შემთხვევით სხვა მოთამაშეს სატრანსპორსო საშუალებისათვის შეჯახება. სხვა მოთამაშეებისკენ მოძრაობით დაჯახების მცდელობა.

 

§2.3 დაბლოკვა (Blocking)*

მოთამაშეების გადაადგილების შეზღუდვა, შესასვლელების დაბლოკვა გზატკეცილებზე ან სხვა შესვლის ფუნქტებში ან რაიმე მსგავსი. თუ თქვენ არ გამოიყენებთ სერვისს (F7+Enter) საჭირო მომენტში თქვენ შეიძლება დაისაჯოთ.

 

§2.4 არასწორი მიმართულებით მოძრაობა/არასწორი გადასწრება (Incorrect Way / Inappropriate Overtaking)*

მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით. სხვა მოთამაშეების გასწრება დაბალი FPS-ის და/ან მოთამაშეებით გადატვირთულ ადგილებში; გადასწრება, რომელმაც გამოიწვია ინციდენტი ან რაიმე მსგავსი. ეს ასევე ითვალისწინებს გადასწრებას ცალხაზიან გზაზე, სადაც მოთამაშეების რიცხვი 25-ს აღემატება.

 

§2.5 სახიფათო მართვა (Reckless Driving)*

სატრანსპორტო საშუალების სახიფათო მართვა: სხვა მოთამაშეების ან წესების იგნორი უკუსვლით, გზის არ დათმობით, სხვა მოთამაშეებთან რბოლით (გამონაკლისია არიზონას, ტუკსონის და "Södertälje" (ProMods) სარბოლო გზა). მოძრაობა რუკის საზღვრებს გარეთ. ეს მოიცავს ისეთ ადგილებს, რომლებიც მიუწვდომელია ჩვეულებრივი მართვისათვის. "ProMods"-ზე რუკის გარეთ მოძრაობა დაშვებულია. სინქრონიზაციის ლაგის ან სწრაფი შენახვის გამოყენების მცდელობა სხვა მოთამაშეების სატრანსპორსო საშუალების დაზიანებისთვის აკრძალულია.

 

§2.6 არასწორი კონვოის მენეჯმენტი/მანქანის ბოროტად გამოყენება (Inappropriate Convoy Management / Car Abuse)*

კონვოის პილოტებს არ აქვთ უფლება შეაფერხონ მოძრაობა, იმოქმედონ როგორც მოდერატორი და ბოროტად მოიხმარონ პილოტის "Paint job". თქვენ არგაქვთ უფლება კონვოი ხალხმრავალ ადგილზე წაიყვანოთ. ეს შეიძლება იყოს კალე, დუისბურგი, კალე-დუისბურგის გზა ან მის გარშემო ტერიტორია.

 

§2.7 საღონისძიებო სერვერები (Event Servers)

ყველა წესი ვრცელდება ნებისმიერ საღონისძიებო სერვერზე, თუ დამტკიცებული დროებითი წესი არ გააუქმებს მათ კონკრეტული ღონისძიებისათვის.
საღონისძიებო სერვერის მოთხოვნილებების პოვნა შეგიძლიათ აქ.

საღონისძიებო დროებითი წესების პოვნა შეგიძლიათ აქ.

 

§2.8 როგორ ინიშნება ბანები (How bans are issued)

  •  პირველი 3 ბანი თამაშის ადმინისტრატორის შეხედულებით ინიშნება.
  •  მეოთხე ბანი 1 თვიანი არის.
  •  მეხუთე სამუდამოა და მოხსნა შეუძლებელია

12 თვის წინ მიღებული ბანები ამ წესში არ შედიან. ეს ითვლება როგორც ბანების სისტემის შემსუბუქება.
თუ თქვენ დარღვევების ისტორიაში ორი ბანი გაქვთ, თამაშის მოდერატორი შეცვლის თქვენი შემდეგი ბანის ხანგრძლივობას სამუდამომდე მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ბანი გაქვთ მიღებული ერთი წლის წინ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ძველი ბანები მაინც რჩება დარღვევების ისტორიაში და მიუხედავად იმისა, რომ 1 წელზე მეტი გავიდა ისინი არ წაიშლება, რადგან ისინი უმიზეზოდ არ დაგედოთ. რიგით მეოთხე და მეხუთე ბანის მოშორება არ შეიძლება, შესაბამისად ისინი არიან მხოლოდ 1თვიანი ან სამუდამო.

 

§2.9 თამაშის მოდერაციის მიერ დანიშნული ბანები (Bans issued by the Game Management)

თუ თამაშის მოდერატორი ფიქრობს რომ მომხმარებელი TruckersMP-ზე მხოლოდ წესების დასარღვევად "§2.8 როგორ ინიშნება ბანები" შეიძლება უგულველყოფილი იყოს და ბანის ხანგრძლივობა განსაზღვრული იქნება მოდერატორის მიერ. ბანის თავიდან აცილების მცდელობით თქვენ დასჯილი იქნებით. თანამშრომლებს ერთი მტკიცებულების ბევრჯერ გამოყენების უფლება გააჩნიათ. კონკრეტულ სიტუაციაში თამაშის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეინახოს მტკიცებულობა.

 


 

§3 - შენახვების რედაქტირება

 

შენახვის რედაქტირებით ლაგების და ქრაშების გამოწვევა დაუშვებელია. მრავალი გაორმაგებული ნაწილი იწვევს ლაგებს. თუ თქვენ გააკეთებთ გრძელ მისაბმელის კომბინაციას რომელსაც ვერ მართავთ, შესაძლებელია დაგედოთ ბანი სახიფათო მართვაზე/დაბლოკვაზე. თუ თამაშის ადმინისტრაცია თვლის, რომ თქვენი მოდიფიკაცია არ უხდება ჩვენს სერვერებს ან უარყოფითად მოქმედებს სხვა მოთამაშეებზე, თქვენ დაგედებათ ბანი, რომელიც მოგეხსნებათ მხოლოდ მოდიფიკაციის მოშორების შემდეგ.

 


 

§4 - ფორუმის წესები

ფორუმს განსხვავებული დასჯის სისტემა აქვს, რომლის პოვნა შეგიძლიათ აქ.

 

§4.1 არათემატურობა (No off-topic posting)

აკრძალულია კომენტარები, რომლებიც არ შეესაბამება მიმდინარე თემას ან წინა კომენტარებს.

 

§4.2 პოსტის ტოპში აყვანა ორჯერ ან მეტჯერ 3 დღის განმავლობაში საჭიროების გარეშე (No bumping threads more than once every 3 days, or unnecessarily)

ერთზე მეტჯერ კომენტარის დაწერა პოსტებზე სამი დღის განვმალობაში. თქვენ არ შეგიძლიათ აიყვანოთ პოსტი ტოპში მიზეზის გარეშე, მაგალითად კომპანიის პოსტი, ასევე კომენტარები, რომლებიც არ ეხება პოსტს.

 

§4.3 გამოიყენეთ ინფორმაციული სათაურები (Use descriptive titles)

არ გამოიყენოთ პოსტებში ისეთი სათაურები, როგორებიცაა "მიშველეთ" ან "დამეხმარეთ". მაგალითად, თუ თქვენ რაღაც პრობლემა გაქვთ ლაგებთან დაკავშირებით, ეცადეთ პოსტს დააწეროთ ამ თემასთან დაკავშირებული სათაური. მაგალითად: თამაში მილაგავს. "დახმარების" მაგივრად გამოიყენეთ "თამაშის ლაგები" ან რაიმე მსგავსი.

 

§4.4 რეპუტაციის მომატება ირიბი გზებით (No reputation farming)

არ გამოიყენოთ სხვა ექაუნტები თქვენი კომენტარების რეიტინგის აწევისათვის ან რეაქციების მომატებისათვის. არ სთხოვოთ თქვენს მეგობრებს რეპუტაციის მომატება. თუ ჩვენ გავარკვევთ, რომ თქვენს რეპუტაციას ირიბი გზებით იმატებთ უფლებას ვიტოვებთ, რომ გაგინულოთ რეპუტაცია ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.

 

§4.5 აკრძალულია გაცვლა და გაყიდვა (No trading or selling)

თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ეს ფორუმი Steam-ის პროფილების ან ნებისმიერი სხვა სერვისების (მაგ: სერვისები, რომლებიც მოითხოვენ გადახდას, TS3 სერვერებს, VPN, აზარტულ საიტებს და ა.შ.) ვაჭრობისათვის. ეს წესი არ ვრცელდება ოფიციალური თამაშების მაღაზიების საიტებზე და თამაშის უფასო გამოუყენებელ გასაღებებზე.

 

§4.6 ხელმოწერების სურათები (Images in signatures)

  • თქვენ უფლება გაქვთ გამოიყენოთ რამდენიმე სურათი ხელმოწერაში, მაგრამ ყველა ფაილის წონა ჯამში 150kb-ს არ უნდა აჭარბებდეს.
  • სურათებმა არ უნდა გადააჭარბონ 150 პიქსელს. ნებისმიერი ხელმოწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ ორ პუნტქს წაიშლება შეტყობინებების და გაფრთხილების გარეშე.

§4.7 ანიმაციები (Animations)

  • აკრძალულია ციმციმა GIF-ფაილები ან რაიმე მსგავსი ანიმაციები ავატარის ან ხელმოწერის სახით.
  • მოძრავი GIF-ანიმაციები ნებადართულია.

§4.8 განყოფილებების გამოყენება/არჩევა (Category use/purpose)

ნებისმიერი პოსტი, რომელიც არ შეესაბამება წესებს შეიძლება იყოს გადაადგილებული, დამალული ან წაშლილი. მომხმარებლების მიერ არასწორ ადგილას გამოქვეყნებულმა პოსტებმა შეიძლება გამოიწვიოს სიტყვიერი გაფრთხილება, დარღვევების ქულების მომატება ან ბანი. ფორუმის ნებისმიერ განყოფილებას ან მის ქვეფორუმს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული წესები ან მოთხოვნილებები, რომლებიც ეხება კონკრეტულ ქვეფორუმს ან განყოფილებას, რომლებიც მოთავსებულია განყოფილების აღწერაში ან მიმაგრებულ პოსტში. გარდა განყოფილების წესებისა, ქვეფორუმს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული წესები და/ან მოთხოვნილებები, თუ არ არის სხვა. მაგალითად: ETS2MP ბაგების-რეპორტების ქვეფორუმს იგივე წესები აქვს რაც ბაგების რეპორტების განყოფილებას. აუცილებელია დაიცვათ პოსტის ფორმატი, თუ ეს წერია ამა თუ იმ განყოფილების მოთხოვნილებებში (მაგალითად, შეთავაზებებში). პოსტების და/ან კომენტარების ფორმატი ცალკე განყოფილებებში ძირიტადად წესებთან ერთად წერია. მკაცრი მოდერაციის განყოფილებებში კომენტარის დაწერას შეიძლება მოჰყვეს დარღვევების ქულების მიღება სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე. ამან უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ხარისხი, რომელიც გამოქვეყნდება ამ განყოფილებაში. ასეთი პოსტები/განოფილებები გამოყოფილია [STRICT MODERATION] თეგით განყოფილების აღწერაში.

 

§4.9 კონტენტის თარგმნა სხვა ენებზე (Translation of content to other languages)

ოფიციალური კონტენტის თარგმნის უფლება აქვს მხოლოდ TruckersMP-ის პერსონალს, კონკრეტულად კი თარჯიმნების გუნდს, რათა თარგმანის ხარისხი კარგი იყოს. ასევე, თუ გადათარგმნილ პოსტს არ აქვს აზრი ან ისეთი ინსტრუმენტით იყო თარგმნილი, როგორც Google, ფორუმის მოდერატორების გუნდს უფლება აქვს წაშალოს/დამალოს მსგავსი თემები.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კვლავ გაქვთ უფლება თარგმნოთ კონტენტი საზოგადოებისათვის სხვა ენაზე, თუ თქვენ მიერ თარგმნილი თემა ინარჩუნებს ორიგინალური ტექსტის აზრს თარგმნის შედეგად.

 

§4.10 - დაუშვებელია შემოწირულობის რეკლამირება (No advertising of fundraisers)
დაუშვებელია ლინკის რეკლამირება რომელიც დაფუძვნებულია შემოწირულობის ასაგროვებლად. ადმინისტრაციასთან შეთანხმების შემდეგ გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქველმოქმედო შემოწირულობასთან შესახებ. 

 


 

§5 - გიდები და ინფორმაცია

 

§5.1 ავტოგაკიკვები სერვერზე (Server Auto Kicks)

 

  • პინგი - თუ სერვერზე თქვენი პინგი 600ms-ზე მეტია, სინქრონიზაციის ლაგისგან თავის ასარიდებლად თქვენ ავტომატურად გაიკიკებით. სისტემა იყენებს პინგის საშუალო მნიშვნელობას. 
  • უმოქმედობა (AFK) - უაქტიურობა 10 წუთზე მეტი.
  • ავტომობილი მისაბმელით - სატვირთო მანქანებისთვის განკუთვნილი მისაბმელის მიბმა ავტომობილზე.
  • სატვირთო ქარავნით-სატვირთოსთვის ქარავნის მიბმა 
  • ფარები -  ფარები ყოველთვის ჩართული უნდა გქონდეთ 21:00 (9PM)-იდან 05:00 (05 AM)-მდე.
  • მხარდაუჭერელი აქსესუარები - პოლიციის აქსესუარების ან მხარდაუჭერელი ნივთების/მოდების გამოყენება.(Special Cargo DLC-ის მისაბმელები ETS2 და ATS-ში)
  • ლოკალური მოდები - ისეთი ლოკალური საგნების გამოყენება, როგორებიცაა ხმის ან მოდელის აქსესუარები, რომლებიც /home დირექციას იყენებენ (ეს არ მოიცავს Addon hookup-ს).
  • ჭარბი რაოდენობის მისაბმელი - ETS2-ში დაშვებულია მხოლოდ 3 მისაბმელის გამოყენება და ATS-ში მხოლოდ 5, მეტის შემთხვევაში თქვენ გაიკიკებით სერვერიდან.
  • ტვირთის უარყოფითი მასა - სერვერი ავტომატურად გაგკიკავთ თუ გამოიყენებთ მისაბმელს რომლის მასა 0-ზე ნაკლებია
  • სატრანსპორტო საშუალების ნაწილების შერევა - მანქანის ნაწილების სატვირთოზე გამოყენება, სატვირთოს ნაწილების მანქანაზე გამოყენება ან მისაბმელზე და პირიქით.

 

§5.2 თანამშრომლები და TruckersMP (Staff and TruckersMP)

ადმინისტრაციას უფლება აქვს გაგკიკოთ ან ბანი დაგადოთ TruckersMP-ის სერვერებზე ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხვევაში. განსაკუთრებულ სიტუაციებში პროექტის მენეჯერებს აქვთ უფლება წესებისგან გაანთავისუფლონ პირები. ბანის დადების შემთხვევაში, ადმინისტრაციასტან პირადში კონტაქტის მაგივრად გაასაჩივრეთ თქვენი ბანი. სერვერები, მოდი და ადმინისტრაცია უფასოდ არის მოწოდებული ყველასთვის იმ გაგებით, რომ ყველა არის სტუმარი და ეს პრივილეგია შეიძლება გამორთმეული იყოს ნებისმიერ დროს. აკრძალულია ნებისმიერი ფორმის დანაშაულები სხვა მოთამაშეების ან გუნდის წევრის წინააღმდეგ. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ წაგართვათ წვდომა ჩვენს სერვერებთან ნებისმიერ დროს ჩვენი შეხედულებების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ TruckersMP-ის შემქმნელებს არანაირი კავშირი არ აქვთ SCS Software-სთან.

 

§5.3 გასაჩივრება და საჩივარის გაგზავნა (Appealing and filing a complaint)

თუ თქვენ დაგედოთ ბანი, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ იგი მოცემულ ლინკზე https://truckersmp.com/appeals. თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი გასაჩივრება არ შემოწმდა ისე როგორც საჭიროა, შეგიძლიათ უჩივლოთ თამაშის ადმინისტრატორს Feedback სისტემის საშუალებით. თქვენ ჯერ უნდა მიიღოთ პასუხი თქვენი ბანის გასაჩივრებაზე და მხოლოდ ამის შემდგომ დაუკავშირდეთ Feedback-ს. Feedback სისტემა თქვენი ბოლო შესაძლებლობაა ბანის გასაჩივრებისას. Feedback სისტემიდან მოსული პასუხი საბოლოო არის და მისი გასაჩივრება შეუძლებელია. Feedback-ის სისტემისბოროტად გამოყენება შეიძლება გადაიზარდოს ბანში. ბანის მტკიცებულებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბანის პერიოდის მთლიან ხანგრძლივობაზე და დამატებითად ერთი თვე. თქვენ არ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას ბანის მოხსნის ერთი თვის შემდეგ.

 

§5.4 TruckersMP-ის აქტივები და ლოგო (TruckersMP assets and logo)

ჩვენი აქტივები, ლოგოს ჩათვლით დაცულია საავტორო უფლებებით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ლოგო ჩვენი რეკომენდაციების მიხედვით.

 

§5.5 მოცემული წესების ცვლილებები (Changing these rules)

TruckersMP-ის შეუძლია შეცვალოს მოცემული წესები ნებისმიერ დროს. თუ ერთ-ერთი წესი აღარ მოქმედებს, დანარჩენები მაინც მოქმედებენ. ჩვენი მოდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ყველა ამ წესს. ის ფაქტი, რომ თქვენ არ იცოდით ამაზე არ გაგამართლებთ.

 

§5.6 გამოყენების პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Terms of Service & Privacy Policy)

ამ წესების დათანხმებით, თქვენ ასევე ეთანხმებით ჩვენი მომსახურეობის პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

§5.7 დამატებითი წესები (Additional rule sets)

Discord სერვერის წესები
Facebook ჯგუფის წესები

 

თარგმანი შეიძლება განსხვავდებოდეს წესების ორიგინალური ვერსიისგან

გაითვალისწინეთ, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ინგლისურად დაწერილი წესების მიხედვით.

  • Like 2
  • Thanks 1
  • Love it! 2

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • Create New...