Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

TruckersMP 5 წლისაა!


Recommended Posts

ძვირფასო მოთამაშეებო,

 

5 წლის წინ პირველად გაიხსნა ETS2mp საზოგადოებისთვის. ამჟამად ცნობილი როგორც TruckersMP - და ის აგრძელებს განვითარებას.

ოფიციალური ალფა ვერსია 2014 წლის პირველ მაის. დღეს ჩვენ გვსურს ვისაუბროთ თუ როგორ შეიცვალა და განვითარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი TruckersMP
TruckersMP-მა გაიარა გაიარა გრძელი გზა თავისი ოფიციალური ალფა-რელიზის შემდეგ, რომელიც 2014 წლის 1 მაისს განხორციელდა. ამიტომ, ჩვენ გვინდა გავიხსენოთ სად ვიყავით როგორც საზოგადოება ამ წლების მანძილზე და გაგიზიაროთ ჩვენი გეგმები სამომავლოდ.

 

2014

პირველად ETS2mp გამოვიდა პირველ მაის 2014 წელს, დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი კოდების დაწერა დაიწყო 2014 წლის დასაწყისში, სატვირთოს გაჩენის, მისაბმელის და სატვირთოს სინქრონი. ამ წლის შემდეგ პროექტს ბევრი სიახლე დაემატა და ასევე ბევრი ბაგიც გამოსწორდა. Euro Truck Simulator 2 -ის გამოსვლის შემდეგ მომხმარებელმა სახელად RootKiller-მა შექმნა Facebook გვერდი ჩვენს პროექტთან დაკავშირებით და მას შემდეგ mwl4 შემოუერთდა, რომელიც დღეს მთავარი დეველოპერია. დაწვრილებითი ინფორმაციის წაკითხვა იმაზე, თუ როგორ იქმნებოდა ჩვენი პროექტი შეგიძლიათ აქ: 

 

2015

ამ წელს პროექტმა თავისი პირველი დაბადების დღე აღნიშნა. Mwl4-მა დაიწყო მუშაობა ორმაგ მისაბმელზე, თუმცა თავდაპირველად SCS-მა არ დაამატა ისინი თამაში, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მაინც გადაწყვიტეს დაემატებინათ. ამ დროს დაანონსდა American Truck Simulator და დაიწყო ვარაუდი იმაზე, დავამატებდით თუ არა ჩვენი თამაშების სიაში და როგორც ხედავთ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ თამაშის მხარდაჭერის დამატება.

 

2016

2015 წლის დასრულების შემდეგ გამოვიდა ATS და მასთან ერთად გამოვუშვით ახალი ვებ-გვერდი და შევცვალეთ ჩვენი სახელი TruckersMP-ზე. ამ წელსვე ჩვენ გავაუმჯობესეთ ბანების სისტემა, რომელსაც დღესდღეობით ვიყენებთ. ამასთან ერთად ჩვენ დავამატეთ თამაშში Scout მანქანები, ცნობილი როგორც შკოდა. თავდაპირველად ისინი მხოლოდ მოთამაშეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მოგვიანებით ყველასთვის. ამ ცვლილებასთან ერთად ჩვენ დავამატეთ ახალი Paintjob "Pilot" სპეციალური აქსესუარებით, რომელიც დაეხმარებოდა მოთამაშეებს ქონვოის მართვაში.

 

2017

დავიწყოთ 2017 წლის აპრილით, როდესაც საჯაროდ გაიხსნა ჩვენი Discord სერვერი, რაც გულისხმობდა Teamspeak 3-ის დასასრულს. სერვერი Europe 3-მა განიცადა ცვლილებები, სერვერზე აიკრძალა პატარა ავტომობილები, დაემატა სიჩქარის შეზღუდვა და ჩაირთო ერთმანეთთან შეჯახების ფუნქცია. ასევე 2017 წელს გაეშვა ჩვენი ივენთები რეალური ოპერაციები, ძირითადი რეალობასთან მიახლოებული ივენთები, პირველი ივენთი იყო რეალური ოპერაციები რომელიც გაიმართა 7 ოქტომბერს და ამის შემდეგ ყოველ 5 თვეში ერთელ იმართება. ნოემბერში თამაშში შეიცვალა თამაშის პერსონალის როლები, დაემატა ახლი როლი რომლის მეშვეობითაც თამაში შედარებით გამარტივდა.

 

2018

ასევე არ დაგვიკარგია დრო 2018 წელს, ძირითადი ცვლილებები ხდებოდა ყოველ წელს. ამ წელს შეიქმნა /fix ქომანდი, ის არ იყო იდეალური, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვუსმენდით ხალხს და მათ ეს სურდათ. იანვარში ჩვენმა პლატფორმამ მიაღწია 2 მილიონ მომხმარებელს. რეალური ოპერაციების ივენთები გაგრძელდა და ის ყოველთვის იხვეწებოდა. ასევე 2018 წლის აპრილში მთლიანად შეიცვალა თამაშის წესები და მარტივი გახდა გასაგებად და დასაცავად. ივნისში გამოჩნდა პირველი რუკის რედაქტირება TruckersMP-სთვის, მეორე მოდიფიკაცია რომელიც დაემატა TruckersMP-ს იყო საცობის აღმოსაპყრობად World Of Truck-ის ივენთის დროს ATS-ში. ასევე შკოდას მიექცა ყურადღება და დაიხვეწა მისი ფიზიკები, მეტი კონფიგურაციის არჩევანი და მისი მისაბმელი (Caravan).

 

ეს არ არის მთლიანი ისტორია, მან ასევე განიცადა სხვადასხვა ცვლილები და გაუმჯობესდა. მაგალითად ამავე წელს მიექცა ყურადღება და გაუმჯობესდა და შეიცვალა ვირტუალური კომპანიების განყოფილება ფორუმზე.

 

მადლობთ, რომ თამაშობთ ჩვენს თამაშს TruckerMP-ს. შენ ხარ იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ქმნის ამ თამაშს გასაოცარს და თქვენი დახმარებით იგი წინ მიიწევს. ჩვენ გახარებულები ვართ რომ დღეს ჩვენ გვყავს 2,5 მილიონი მომხმარებელი და ეს რიცხვი კვლავ იზრდება. თქვენ გაქვთ კავშირი ჩვენთან და ყოველი თქვენი იდეა არის მიზეზი თუ რატომ უნდა გავაგრძელოთ ეს პროექტი, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის.

 

ესეიგი... რა მოხდება 2019 წელს? ჩვენ არსად დავიკარგებით, შეგიძლიათ გვენდოთ და დარწმუნებულები იყოთ ამაში. წინ საინტერესო რაღაცეები გვაქვს მომზადებული, რის გაზიარებასაც მოუთმენლად ველით.

 

კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ აგრძელებთ თამაშს!

- TruckersMP-ის გუნდი

 

ორიგინალური პოსტი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.