Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

TruckersMP-ის 5 წლის იუბილე - ივენთები


Recommended Posts

მოგესალმებით ყველას,
ამ ბლოგში გაგაცნობთ საინტერესო და სასიხარულო ამბავს, ჩვენ მოხარული ვართ დავაანონსოთ...

TruckersMP 5 წლის ხდება ამ კვირას!

 

kdwNoYP.png

 

წლების მანძილზე TruckersMP იზრდებოდა რიცხობრივად, თანდათან შეიძინა მრავალრიცხოვანი საზოგადოება და რა თქმა უნდა ჩვენ ეს გვიხარია. წინ უამრავი გასაოცარი ივენთი გელოდებათ, რომლებზეც შეგიძლიათ ამ პოსტში გაიგოთ, თუმცა მარტო ამით არ შემოვიფარგლებით და უფრო მეტი ინფორმაცია მომდევნო დღეებში დაიდება!

2019 წლის 30 აპრილს ჩვენი იუბილე არის! თუ გსურთ გვაჩვენოთ თქვენი მხარდაჭერა ამ დღისთვის, დაიწერეთ თაგზე #TMP5

ჩვენ კოლექტიურად,  როგორც საზოგადოება და ოჯახი, ინდივიდუალურად შევქმენით ის, რასაც TruckersMP წარმოადგენს დღეს. თქვენ გარეშე ჩვენ ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდით.

მოხარული ვართ დავადასტუროთ, რომ ჩვენ ჩავატარებთ ხუთ საათიან შეკრებას, რომელიც გაიმართება ამ შაბათს-კვირას.

ერთი ხუთ საათიანი შეკრება American Truck Simulator-ში გაიმართება და მეორე Euro Truck Simulator 2-ში. დეტალებისთვის, წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ტექსტი!

 

 


 

შაბათი - 2019 წლის 27 აპრილი

 

RMzqG1o.png

 

American Truck Simulator ნაკლებად პოპულარული თამაშია მულტიფლეიერში, თუმცა ის მაინც ჩვენი ონლაინ ოჯახის წევრია. შეკრული სრულიად გასაოცარი შტატებით და გზებით, ჩვენ ამაყები ვართ ონლაინის მხარდაჭერით და გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პირველი ივენთი ზუსტად ამ თამაშში იწყება!

 

პირველი შეკრების მარშრუტი: https://drive.google.com/open?id=15YxfwM9nDDpKQwUui_mF1cyz87gwCKPe 

დასაწყისი: დიდი შესასვენებელი ადგილი, ქალაქი Raton, შტატი New Mexico

გასვლის დრო: 19:00 (საქართველოს დროით)

დასასრული: დიდი შესასვენებელი ადგილი, ქალაქი Tucumcari, შტატი New Mexico

ჩასვლის დრო: 21:00 (საქართველოს დროით)

 


 

მეორე შეკრების მარშრუტი: https://drive.google.com/open?id=1QGDWpbNtIaAEYVogFzCK-CgvTyrn_Yhb

დასაწყისი: დიდი შესასვენებელი ადგილი, ქალაქი Medford, შტატი Oregon

გასვლის დრო: 22:00 (საქართველოს დროით)

დასასრული: დიდი შესასვენებელი ადგილი, ქალაქი Ontario, შტატი Oregon

ჩასვლის დრო: 24:00 (საქართველოს დროით)

 

 


 

კვირა - 2019 წლის 28 აპრილი

 

4X7Juzh.png

 

სადაც ყველაფერი დაიწყო... Euro Truck Simulator 2 წლების მანძილზე ჩვენ საზოგადოებას პოზიტიურ განწყობას უქმნიდა. მილიონობით მძღოლი ხვდება ერთმანეთს ამ გზებზე, ამყარებენ მეგობრულ ურთიერთობას და შემდეგ უამრავი შესანიშნავი მოგონება აკავშირებთ ერთმანეთთან. 

 

პირველი შეკრების მარშრუტი: https://drive.google.com/open?id=1wx0VQty9yKIa4EKC5di1iozK3gY8E6nK

დასაწყისი: პორტი და ქალაქი, Calais, საფრანგეთი

გასვლის დრო: 19:00 (საქართველოს დროით)

დასასრული: კარიერი ქალაქ Lyon-თან, საფრანგეთი

ჩასვლის დრო: 21:00 (საქართველოს დროით)

 


 

მეორე შეკრების მარშრუტი: https://drive.google.com/open?id=1hQGqpU8MOS75C0R1ateMieSySQJthEny

დასაწყისი: პორტი და ქალაქი, Oslo, ნორვეგია

გასვლის დრო: 22:00 (საქართველოს დროით)

დასასრული: პორტი და ქალაქი Stravanger, ნორვეგია

ჩასვლის დრო: 24:00 (საქართველოს დროით)

 

 


 

TMP5 Freeroam

 

SZE7M03.png

 

ჩვენი დღესასწაულის პერიოდში, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეხატა მადლიერება თქვენსადმი და ყველაზე პოპულარული მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა.
TMP-ის ექსკლუზიური ნაწილი პოლიციის მანქანაა, რომლის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ თამაშის მოდერატორებს. მანქანას აქვს ხმამაღალი სირენა და საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება!

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ თქვენ გინდათ ამ მანქანის მართვა. ალბათ იმისათვის, რომ გააჩეროთ თქვენი მეგობრები ან "ცუდი ბიჭები" გზაზე...

მადლობის ნიშნად, ჩვენ გადავწყვიტეთ მოგცეთ ამ მანქანის მართვის უფლება, თუმცა მხოლოდ ექსკლუზიურ ივენთის სერვერზე!

ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ Euro Truck Simulator 2-ში 29 აპრილიდან 3 მაისამდე, სერვერზე სახელად TMP5 Freeroam [No Road Rules]

რადგან ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ისიამოვნოთ ამისგან, უფლებას გაძლევთ არ დაიცვათ წესები ამ სერვერზე. სერვერი იქნება "Freeroam", თუმცა კოლიზია ჩართული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის დაჯახება შესაძლებელია. თუმცა, სანამ შეხვალთ ჩვენს სერვერზე გირჩევთ თვალი გადაავლოთ კიდევ ერთხელ ჩვენს წესებს.
 

მადლობას გიხდით, რომ აგრძელებთ თამაშს ონლაინში! ❤️
-TruckersMP-ის გუნდი

 

პოსტის ორიგინალი

  • HaulieLove 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.