Jump to content

ნადირობა სააღდგომო კვერცხებზე - 21 აპრილი 2019


Recommended Posts

გაუმარჯოს!

 

ამ შაბათ-კვირას გვიახლოვდება სააღდგომო პარასკევი და ჩვენ რა თქმა უნდა გვიხარია! შარშან ჩვენ ჩავატარეთ მასშტაბური ნადირობა სააღდგომო კვერცხებზე მთელ გერმანიაში და ამ ივენთმა წარმატებულად ჩაიარა.

 

მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ 2019 წელს თქვენ კიდევ ერთი შანსი გაქვთ ინადიროთ სააღდგომო კვერცხებზე, ამჯერად კი კალიფორნიის შტატში!

 

nlUchlw.png

 

2019 წლის 21 აპრილს 20:00-იდან 24:00-ის ჩათვლით (საქართველოს დროით) შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს მორიგ ივენთში, სადაც შანსი გაქვთ მოიგოთ რამდენიმე ფანტასტიური პრიზი!


როგორ ვითამაშო

 

მთელი კალიფორნიის რუკაზე დამალულია ექვსი კვერცხი და მათი პოვნა თქვენი მთავარი მისიაა. თუ თქვენ მოხვდებით ტოპ 3 მოთამაშეებში, ვინც პირველი იპოვის ექვსივე კვერცხს, მაშინ თქვენ მიიღეთ დამატებით პრიზს. კვერცხები წარმოდგენილია ჩვენი Staff წევრების მიერ. ამ მოთამაშეებს სპეციალური თაგი ექვნებათ, მათი კვერცის ფერით, მაგალითად "Yellow Egg". თქვენ მათ ვერ დაინახავთ TAB-ში, ამიტომაც ყურადღებით ეძებით ისინი!


როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

  1. შემოუერთდით სერვერს Easter Egg Hunt 2019 თამაშ American Truck Simulator-ში 20:00-ზე. კოლიზია გათიშული იქნება.
  2. შეხვდით ამ ივენთის სხვა მონაწილეებს Los-Angeles-ში. ტრაილერი არ არის აუცილებელი, ამიტომაც შეგიძლიათ თქვენს ავტოფარეხებში დატოვოთ.
  3. თქვენ გექნებათ ოთხი საათი იმისათვის, რომ მოძებნოთ ყველა კვერცხი. არჩევანი თქვენზეა, რა გზითაც გინდათ წადით. ავტოფარეხების გამოყენება დაშვებულია.
  4. როდესაც იპოვით კვერცხს, დააჭირეტ TAB-ს და გააკეთეთ სქრინშოთი, რათა დაამტკიცოთ, რომ თქვენ მართლაც იპოვეთ კვერცხი.
  5. როდესაც ექვსივე კვერცხს იპოვით, შეგიძლიათ შეავსოთ სპეციალური ფორმა, რომლის ლინკი ქვემოთ არის მოცემული.

 

მონაწილეობის მიღების ფორმა: https://forms.gle/Bt6MG8z7xcjUzrhv7


პრიზები

 

პირველი ადგილი (ვინც პირველი იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის) - £25 Steam Gift Card

მეორე ადგილი (ვინც პირველი იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის) - £14 Steam Gift Card

მესამე ადგილი (ვინც პირველი იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის) - £10 Steam Gift Card

 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ივენთის დასრულების შემდეგ.

ასევე, ყველა ის მონაწილე, ვინც წარმატებით იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის ფორმას ივენთის დასრულებამდე, მიიღებს სპეციალურ ჯილდოს თავის TruckersMP-ის პროფილზე!

 

კარნახი

 

კალიფორნია — დიდი შტატია, ამიტომაც არც თუ ისეთი მარტივი იქნება ყველა კვერცხის მალე პოვნა.

თუ თქვენ გინდათ დახმარება ამ კვერცხების პოვნაში, ოფიციალური ბლოგი განახლდება 30 წუთში ერთხელ დამალული ინფორმაციით.

  • კარნახი ყვითელ კვერცხზე გამოქვეყნდება: 20:30
  • კარნახი მწვანე კვერცხზე გამოქვეყნდება: 21:00
  • კარნახი ნარინჯისფერ კვერცხზე გამოქვეყნდება: 21:30
  • კარნახი ლურჯ კვერცხზე გამოქვეყნდება: 22:00
  • კარნახი წითელ კვერცხზე გამოქვეყნდება: 22:30
  • კარნახი იასამნისფერ კვერცხზე გამოქვეყნდება: 23:00

 

 

იმედი გვაქვს, რომ თქვენ ისევე ისიამოვნებთ ამ ივენთით, როგორც ჩვენ მისი გამართვით. თუ გაქვთ კითხვები აუცილებლად დაგვისვით კომენტარებში.

 

წარმატებულ ნადირობას გისურვებთ!

- TruckersMP-ის გუნდი

ორიგინალური პოსტი

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.