Jump to content

სერვერის მოთხოვნის სისტემა ივენთებისთვის


Recommended Posts

გამარჯობა,

 

დღეს მინდა დაგელაპარაკოთ ახალ ფუნქციაზე, რომელიც ჩვენს ონლაინ-პლატფორმას დღეს დაემატა. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც საქმე მიდის სერვერების მოთხოვნაზე ივენთებისთვის.

 

ადრე, როდესაც გინდოდათ სერვერის მოთხოვნა ივენთისათვის გჭირდებოდათ ფიდბეკში წერილის მიწერა. ჩვენ ვხდებით, რომ ეს ოდნავ დაძაბული იყო და პასუხს დიდხანს ელოდებით. თქვენი მოთხოვნების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ სერვერების მოთხოვნის სისტემის დამატება ივენთებისათვის.

 

ახლა თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სერვერი ივენთისათვის ჩვენს ვებ-გვერდზე ამ სპეციალური სისტემის საშუალებით და თუ თქვენი მოთხოვნა დამტკიცებული იქნება, სერვერი ავტომატურად იქნება დაყენებული და მზად იქნება თქვენი ივენთის დაწყებამდე, ამიტომაც თქვენ არ დაგჭირდებათ ნერვიულობა იმუშავებს თუ არა სერვერი!

 

ახალი სისტემის ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე https://truckersmp.com/event-request ან შედით ჩვენს ვებ-გვერდზე, მიიტანეთ მაუსი თქვენს ნიქნეიმთან და დააჭირეთ "Request Server" ღილაკს.

 

რაც შეეხება იმ წერილებს, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ფიდბეკში ამ ახალი სისტემის დამატებამდე და არ გვიპასუხია, ჩვენ მათ განვიხილავთ როგორც ადრე, თუმცა დღეიდან თხოვნა იქნება ფიდბეკის საშუალებით სერვერები აღარ მოითხოვოთ და გამოიყენეთ ახალი სისტემა.

 

იმედი გვაქვს, რომ ეს ერთ-ერთი კარგი გაუმჯობესებაა ჩვენი საიტისთვის, რომელიც თქვენ მოგეწონებათ და ჩვენ ყოველთვის ღია ვართ თქვენი შეთავაზებებისათვის ამასთან დაკავშირებით!

 

პატივისცემით,

TruckersMP-ის გუნდი

ორიგინალური პოსტი

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, SimModer said:

შესაძლოა კაი იყოს

 

ეჭვი არ შეგეპაროს რო კარგი განახლებაა, რადგან სერვერის მოთხოვნა უფრო მარტივი და გასაგები გახდა და თან პასუხსაც უფრო მალე მიიღებენ ისინი, ვინც სერვერს ითხოვენ.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.