Jump to content

მძიმეწონიანი ტვირთების ქონვოი TruckersMP-ისგან


Recommended Posts

9sY4rpR.png

 

მოგესალმებით მოთამაშეებო,

 

ექვსი თვე გავიდა ჩვენი ბოლო მძიმეწონიანი ტვირთებით ჩატარებული ქონვოის შემდეგ და იმედი გვაქვს რომ თქვენ არ დაკარგეთ თქვენი უნარები! მოემზადეთ და შემოგვიერთდით, როდესაც ჩვენ გავემგზავრებით ძალიან მძიმე გზით ბალტიის ზღვისპირეთზე მყოფი სახელმწიფოების გავლით!

 

ეს ჩვენი პირველი ოფიციალური ქონვოი იქნება ბოლო გამოსული DLC-ის ტერიტორიაზე და ის მოიცავს ლატვიას, ლიტვას და ესტონეთს.

 

თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ამ შაბათს, 2019 წლის 30 მარტს 22:00-ზე საქართველოს დროით.

რეკომენდირებულია Heavy Cargo Pack DLC:https://store.steampowered.com/app/531131/Euro_Truck_Simulator_2__Heavy_Cargo_Pack/

ვთხოვთ ამ ღონისძიების ყველა მონაწილეს მოვიდეს ტვირთით, რომლის წონაა 25-70 ტონა / 25 000-70 000 კილოგრამი და საკმარისი რაოდენობის საწვავით.

 

გასწრება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: წინ მიმავალი მოთამაშე გაიჭედა და ვეღარ მიდის, ძალიან ნელა მიდის ან სახიფათო მომენტი მოხდა. არ დაგავიწყდეთ დაიცვათ დისტანცია.

ქონვოი დაახლოებით გაგრძელდება 90 წუთი. შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს თუ თქვენ ქონვოის ბოლოსკენ მიდიხართ. გაჩერებები არაა დაგეგმილი, თუმცა თუ თქვენ გჭირდებათ, შეგიძლიათ შეისვენოთ.

 

დასაწყისი: Daugavpils, Latvia

დასასრული: Klaipėda, Lithuania

მარშრუტი:https://i.imgur.com/o0UACyM.png

 

ქონვოის დაწყება შეგიძლიათ ნებისმიერი კომპანიის ეზოში, სასტუმროში, ავტოფარეხში ან სხვა დაცულ ადგილას.

 

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიებაზე: სტრიმი YouTube-ზე | ღონისძიების წესები | DLC: Beyond the Baltic Sea | სერვერი: Official Heavy Haul Convoy

 

— TruckersMP-ის გუნდი

 

ორიგინალური პოსტი

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.