Jump to content

წესების განახლება – Q1 2019


Recommended Posts

მოგესალმებით მძღოლებო,

 

დროა, რომ კიდევ ერთხელ გაეცნოთ ჩვენს წესებს და დაეთანხმოთ მათ ჩვენს პლატფორმებზე!

პირველი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ დავამატეთ ახალი წესი §1 - ზოგადი წესების სექციაში. ორაზროვნების წესის დამატება გადავწყვიტეთ საზოგადოების გამოხმაურების გამო ამ ბოლო დროს.

 

ახალი წესი მდგომარეობს შემდეგში:

 

§1.9 - ორაზროვნება (Ambiguity)

თუ რაიმე მიზეზით წესებში არსებობს ორაზროვანი ტერმინები ან ტერმინები, რომლებიც "ღია ინტერპრეტაციისათვის" არის ხელმისაწვდომი, დასჯა შეიძლება დაწესდეს TruckersMP-ის ადმინისტრაციის შეთანხმების შესაბამისად. თუ ჩვენ შეგვატყობინებებენ, რომ ჩვენს წესებში ორაზროვნებაა, ჩვენ ვიმუშავებთ მის აღმოფხვრვაზე. თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ორაზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები და არა გამოიყენოთ ისინი თქვენს სასარგებლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით შესაბამისი წესით.

 

ჩვენი სხვა წესების უმრავლესობა იგივე დარჩა, თუმცა... ცვლილებები მკვეთრად შეეხო ჩვენი წესების ერთ-ერთ განყოფილებას. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა შენახვის რედაქტირების სექცია (§3 - შენახვის რედაქტირების წესები) და ასევე ჩვენ დავამატეთ რამდენიმე ახალი წესი, რომელიც უფლებას მოგცემთ უკეთ მორთოთ თქვენი სატვირთო მანქანა და მისაბმელი!

 

რა შეიცვალა?

ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები:

 

სატვირთო მანქანები:

 

  • ჰითბოქსი აღარ წყვეტს იმ ფაქტორს, დაშვებულია თუ არა ესა თუ ის სატვირთო მანქანა
  • LED განათებები შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ სლოტზე, რაც ნიშნავს, რომ "V" ფორმის LED განათებები ნებადართულია
  • დიდი ზომის ნათურები და მიშელინის თოჯინები შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ სლოტზე (გარდა დიდი ზომის ნათურები სატვირთოს უკანა ბამპერზე)

 

მისაბმლები:

  • მისაბმლების ბორბლების განსხვავებული ზომა დაშვებულია
  • არასტანდარტული კომბინაციების გამოყენება, თუ მისაბმლებს შორის არის ადგილი და ისინი არ არიან მჭიდროდ დაკავშირებულები
  • ჰითბოქსი აღარ არის მნიშვნელოვანი თუ ის არ ჩანს

მანქანები:

  • არანაირი ცვლილება

 

განახლდა თუ არა პასუხისმგებლობის უარყოფის წესი?

დიახ, ჩვენ განვაახლეთ პასუხისმგებლობის უარყოფის წესი, რათა ის უფრო გასაგები იყოს თქვენთვის. ქვემოთ მოცემულია ამ წესის ახალი ვერსია!

 

§3.5 - პასუხისმგებლობაზე უარის თქმა (Disclaimer)

დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ გამოყენებული მოდ(ებ)ი არ ეწინააღმდეგება ამ წესებს. თქვენ პასუხს აგებთ თქვენ მიერ გამოყენებულ ყველა მოდიფიკაციაზე. თუ თქვენი მოდიფიკაციები ეწინააღმდეგება ამ წესებს, თქვენ შეიძლება დაისაჯოთ. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული დაშვებულია თუ არა ესა თუ ის მოდიფიკაცია, მაშინ თამაშში შესვლამდე დააზუსტეთ ჩვენს ადმინისტრაციასთან. თუ თქვენ მიერ გამოყენებული მოდიფიკაცია გახდა სახიფათო ტარების ან დაჯახების მიზეზი თქვენ მაინც დაისჯებით.

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ გაგიხარდათ ამ ცვლილებების ნახვა, თუმცა, თუ თქვენ არ გაგიხარდათ და თვლით რომ ამ ცვლილებების გაუმჯობესება არის შესაძლებელი დაუკავშირდით "Game Moderation Management"-ს Feedback სისტემის საშუალებით.

 

პატივისცემით,

TruckersMP-ის მართვის გუნდი

 

ორიგინალი

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.