Jump to content
BL4CK$K1LL

TruckersMP საზოგადოების კონტრიბუტორის პროგრამა

Recommended Posts

TruckersMP%20Community%20Contributor%20p

TruckersMP საზოგადოების კონტრიბუტორის პროგრამა 

 

მოგესალმებით, მძღოლებო!

 

დღეს დადგა კიდევ ერთი მშვენიერი დღე TruckersMP-ის ისტორიაში.

ზოგი თქვენთაგანი გვეკითხებოდა, შეიძლება თუ არა განვათავსოთ ჩვენი YouTube ან Twitch არსების ლინკები ჩვენს პლატფორმაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ხალხი, რომელიც რაღაცას აკეთებს იმისათვის რომ გააუმჯობესოს ჩვენი საზოგადოება, მათ ეკუთვნით თავისი საქმის აღიარებას. ამიტომაც, ჩენ შევქმენით ეს პროგრამა იმათთვის, ვინც აუმჯობესებს ჩვენს საზოგადოებას: საზოგადოების კონტრიბუტორებისთვის.

 

ვინ არიან კონტრიბუტორები (Contributor)?

ეს არიან მოთამაშეები, რომლებიც აუმჯობესებენ ჩვენს საზოგადოებას. ზოგი ლაივ-სტრიმებით YouTube-ზე და Twitch-ზე, ზოგი კონკურსებით და ზოგი უბრალო დახმარებით ფორუმზე, ისინი უფრო და უფრო აუმჯობესებენ ჩვენს საზოგადოებას და ხდიან მას უფრო საინტერესოს.

 

მოთხოვნილებები.

საჭიროა TruckersMP-ის მოდიფიკაციების ინტერესის ქონა, კარგი და ხარისხიანი კონტენტის გაკეთება, რომელიც მოიზიდავს ბევრ ახალ მოთამაშეს. მაგ ადამიანს რომელიმე სოციალური ქსელი მაინც უნდა ჰქონდეს და აქტიური უნდა იყოს. საჭიროა საზოგადოებაში ყოფნა მინიმუმ 1 წელი და კარგი სტატუსის ქონა საზოგადოებაში.

კონტრიბუტორს არ შეუძლია იყოს TruckersMP-ს გუნდის წევრი.

 

რა სარგებელი აქვს ამას?

კონტრიბუტორებს ექნებათ სპეციალური რანკი ფორუმზე  და ჩვენს Discord სერვერზე. მათ ნამუშევრებს გამოვაქვეყნებთ სხვადასხვა პლატფორმაზე. ასევე მათ  ექნებათ TruckersMP-ის გუნდის წევრებთან მუშაობის საშუალება ახალი კონტენტის შექმნაზე.

 

როგორ გავხვდე კონტრიბუტორი?

ამ მომენტისთვის თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კონტრიბუტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ TruckersMP-ის გუნდის რომელიმე წევრი მოგვცემს რეკომენდაციას თქვენზე, თუმცა მომავალში ჩვენ შევეცდებით სხვა სისტემა შემოვიღოთ.

 

არიან თუ არა კონტრიბუტორები TruckersMP-ის გუნდი წევრები?

არა, ისინი არიან საზოგადოების ისეთი წევრები, რომლებიც აღიარებულები არიან თავისი აქტიურობის და კარგი მუშაობის გამო.

 

ვინ არიან ისინი?

სულ მალე გამოქვეყნდება კონტრიბუტორების პირველი სია.

 

საუკეთესო სურვილებით, TruckersMP-ის გუნდი.

 

ავტორი: საზოგადოების მენეჯერი Prime
თარგმნა: @BL4CK$K1LL

  • Like 2
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესოა ვინ გახდება კონტრიბუტორი, მადლობა ინფორმაციისთვის @BL4CK$K1LL ;) 

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგარია ^_^ წარმატებები ყველას, იმედია  ქართველი იქნება ვინმე და მადლობა @BL4CK$K1LL 

Share this post


Link to post
Share on other sites

კარგია, მაგრამ TruckersMP-ის გუნდის წევრები რატო არ არიან კონტრიბუტორები?

Share this post


Link to post
Share on other sites
10 minutes ago, Merssy said:

ძალიან საინტერესოა ვინ გახდება კონტრიბუტორი, მადლობა ინფორმაციისთვის @BL4CK$K1LL ;) 

 

7 minutes ago, =G=. said:

მაგარია ^_^ წარმატებები ყველას, იმედია  ქართველი იქნება ვინმე და მადლობა @BL4CK$K1LL 

 

არაფრის ;)

 

1 minute ago, [GeoTC] M3G4ROX said:

კარგია, მაგრამ TruckersMP-ის გუნდის წევრები რატო არ არიან კონტრიბუტორები?

 

იმიტომ რომ კონტბირუტორი არ არის სამუშაო, კონტრიბუტორი არის ადამიანი რომელიც ზრუნავს საზოგადოების გაუმჯობესებაზე და იმისათვის რომ ესეთი ხალხი დაფასეს, მიენიჭათ სპეციალური რანკი ფორუმზე მადლობის ნიშნად ასე ვთქვათ. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

×
×
  • Create New...