Leon Baker Posted February 4, 2018 Report Posted February 4, 2018 TruckersMP საზოგადოების კონტრიბუტორის პროგრამა მოგესალმებით, მძღოლებო! დღეს დადგა კიდევ ერთი მშვენიერი დღე TruckersMP-ის ისტორიაში. ზოგი თქვენთაგანი გვეკითხებოდა, შეიძლება თუ არა განვათავსოთ ჩვენი YouTube ან Twitch არსების ლინკები ჩვენს პლატფორმაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ხალხი, რომელიც რაღაცას აკეთებს იმისათვის რომ გააუმჯობესოს ჩვენი საზოგადოება, მათ ეკუთვნით თავისი საქმის აღიარებას. ამიტომაც, ჩენ შევქმენით ეს პროგრამა იმათთვის, ვინც აუმჯობესებს ჩვენს საზოგადოებას: საზოგადოების კონტრიბუტორებისთვის. ვინ არიან კონტრიბუტორები (Contributor)? ეს არიან მოთამაშეები, რომლებიც აუმჯობესებენ ჩვენს საზოგადოებას. ზოგი ლაივ-სტრიმებით YouTube-ზე და Twitch-ზე, ზოგი კონკურსებით და ზოგი უბრალო დახმარებით ფორუმზე, ისინი უფრო და უფრო აუმჯობესებენ ჩვენს საზოგადოებას და ხდიან მას უფრო საინტერესოს. მოთხოვნილებები. საჭიროა TruckersMP-ის მოდიფიკაციების ინტერესის ქონა, კარგი და ხარისხიანი კონტენტის გაკეთება, რომელიც მოიზიდავს ბევრ ახალ მოთამაშეს. მაგ ადამიანს რომელიმე სოციალური ქსელი მაინც უნდა ჰქონდეს და აქტიური უნდა იყოს. საჭიროა საზოგადოებაში ყოფნა მინიმუმ 1 წელი და კარგი სტატუსის ქონა საზოგადოებაში. კონტრიბუტორს არ შეუძლია იყოს TruckersMP-ს გუნდის წევრი. რა სარგებელი აქვს ამას? კონტრიბუტორებს ექნებათ სპეციალური რანკი ფორუმზე და ჩვენს Discord სერვერზე. მათ ნამუშევრებს გამოვაქვეყნებთ სხვადასხვა პლატფორმაზე. ასევე მათ ექნებათ TruckersMP-ის გუნდის წევრებთან მუშაობის საშუალება ახალი კონტენტის შექმნაზე. როგორ გავხვდე კონტრიბუტორი? ამ მომენტისთვის თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კონტრიბუტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ TruckersMP-ის გუნდის რომელიმე წევრი მოგვცემს რეკომენდაციას თქვენზე, თუმცა მომავალში ჩვენ შევეცდებით სხვა სისტემა შემოვიღოთ. არიან თუ არა კონტრიბუტორები TruckersMP-ის გუნდი წევრები? არა, ისინი არიან საზოგადოების ისეთი წევრები, რომლებიც აღიარებულები არიან თავისი აქტიურობის და კარგი მუშაობის გამო. ვინ არიან ისინი? სულ მალე გამოქვეყნდება კონტრიბუტორების პირველი სია. საუკეთესო სურვილებით, TruckersMP-ის გუნდი. ავტორი: საზოგადოების მენეჯერი Primeთარგმნა: @BL4CK$K1LL 2 1
Merssy Posted February 4, 2018 Report Posted February 4, 2018 ძალიან საინტერესოა ვინ გახდება კონტრიბუტორი, მადლობა ინფორმაციისთვის @BL4CK$K1LL
=G=. Posted February 4, 2018 Report Posted February 4, 2018 მაგარია წარმატებები ყველას, იმედია ქართველი იქნება ვინმე და მადლობა @BL4CK$K1LL
[GeoTC] M3G4ROX Posted February 4, 2018 Report Posted February 4, 2018 კარგია, მაგრამ TruckersMP-ის გუნდის წევრები რატო არ არიან კონტრიბუტორები?
Leon Baker Posted February 4, 2018 Author Report Posted February 4, 2018 10 minutes ago, Merssy said: ძალიან საინტერესოა ვინ გახდება კონტრიბუტორი, მადლობა ინფორმაციისთვის @BL4CK$K1LL 7 minutes ago, =G=. said: მაგარია წარმატებები ყველას, იმედია ქართველი იქნება ვინმე და მადლობა @BL4CK$K1LL არაფრის 1 minute ago, [GeoTC] M3G4ROX said: კარგია, მაგრამ TruckersMP-ის გუნდის წევრები რატო არ არიან კონტრიბუტორები? იმიტომ რომ კონტბირუტორი არ არის სამუშაო, კონტრიბუტორი არის ადამიანი რომელიც ზრუნავს საზოგადოების გაუმჯობესებაზე და იმისათვის რომ ესეთი ხალხი დაფასეს, მიენიჭათ სპეციალური რანკი ფორუმზე მადლობის ნიშნად ასე ვთქვათ.
Recommended Posts