Jump to content

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)


Recommended Posts

ეს თემა შეიქმნა მომხმარებლის დახმარების მიზნით, იმისათვის, რომ გადაიჭრას გავრცელებული პრობლემები, რომლებიც ეხება თამაშის და ტექნიკურ ასპექტებს. აქ არის ბევრი პრობლემის მოგვარების ხერხი, რომელიც მოვაგროვეთ მთლიანი ფორუმიდან. თუ თქვენი პრობლემა არ არის აღწერილი ამ თემაში, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებული თემა ამ განყოფილებაში.

1. ექაუნტის ბლოკირება
1.1. როგორ დავარეპორტოთ მოთამაშე? (დააჭირეთ ლინკზე გადასასვლელად)
1.2. როგორ გავასაჩივროთ ბანი? (დააჭირეთ ლინკზე გადასასვლელად)

2. დაწყება
2.1. ეგისტრაცია
2.2. ოგორ ჩავიწეროთ სწორად მულტიფლეიერი?
2.3. როგორ მივაბათ ჩვენი პროფილი World of Trucks-ის სერვისს?

3. პრობლემები მულტიფლეიერის ჩართვასთან
3.1. შეცდომა "Runtime Error"
3.2. შეცდომა "DirectX Error"
3.3. შეცდომა "Cannot validate game version"
3.4. შეცდომა "Unsupported game version detected"
3.5. შეცდომა "Invalid version of mod has been detected"

4. სერვერზე შესვლასთან დაკავშირებული პრობლემები
4.1. ვტორიზაციის პრობლემა "არასწორი პაროლი/მეილი" მიზეზის გამო, რა ვქნა?
4.2. რატომ არ იმახსოვრებს თამაში ჩემს მეილს/პაროლს?
4.3. არ შედის სერვერზე, მიუხედავად იმისა რომ "Online" ვარ, რატომ?
4.4. ვერ ვუკავშირდები სერვერზე, ჩათში მიწერს შეცდომას "DNS Error". როგორ გამოვასწორო?

5. სხვა
5.1. ოგორ გავთიშოთ "WinterMod"?
5.2. ოგორ გავუთიშოთ ავატარები მოთამაშეებს თამაშში?
5.3. რ მუშაობს ჩათი თამაშში! რა ვქნა?
5.4. თამაში პერიოდულად ითიშება (იქრაშება). როგორ გამოვასწორო? 
5.5. ად გაქრა ყველა ტვირთი?
5.6. თამაშიდან გასვლის შემდეგ, თამაშის პროცესი არ ინახება, რა ვქნა?
5.7. როგორ შევცვალოთ სატვირთოს ნომერი მულტიფლეიერში?
5.8. როგორ გავანახლოთ თამაში ბოლო ვერსიამდე?
5.9. როგორ შევცვალოთ თამაშის პროცესის შენახვის ადგილმდებარეობა?
5.10. ოგორ ვებრძოლოთ ლაგებს?
5.11. როგორ ვითამაშოთ მოდებით?

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

2. დაწყება


2.1. ეგისტრაცია

 

ETS2MP-ს პროექტს აქვს ექაუნტების მარტივი სისტემა: ერთხელ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე და შემდეგ თქვენ შეძლებთ იურთიერთმოქმედოთ სხვა სერვისებით (საიტი, ფორუმი, თამაში), ერთი უნივერსალური პროფილის გამოყენებით, რომელიც თქვენ შექმენით რეგისტრაციის შედეგად.

  • პირველ რიგში შედით ETS2MP საიტზე;
  • დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს "Register";
  • შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "Sign in throught Steam" (MHrY9HZ.png);
  • გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Steam ექაუნტის საშუალებით;
  • Steam ექაუნტის საშუალებით ავტორიზაციის შემდეგ, საიტი ავტომატურად დაბრუნდება სარეგისტრაციო ფანჯარაში;
  • შეიყვანეთ თქვენი მეილი, რომელიც გინდათ მიაბათ ექაუნტს, ნიქნეიმი, რომელიც გინდათ რომ გერქვათ და პაროლი;
  • რეგისტრაციის შედეგად თქვენს მეილზე მოვა მესიჯი, რომელშიც იქნება სპეციალური ლინკი, რომლითაც თქვენ გააქტიურებთ თქვენს ექაუნტს. მორჩა, თქვენ წარმატებულად დარეგისტრირდით!

შესაძლო პრობლემები რეგისტრაციისას და მათი მოგვარების ხერხები:

კითხვა: დამტკიცების მესიჯი არ მოდის მეილზე.

პასუხი: საქმე იმაშია, რომ საიტს პრობლემები აქვს რუსულ მეილებთან. გირჩევთ შექმნათ Gmail და ის გამოიყენოთ რეგისტრაციისას.Д

კითხვა: ვერ გავდივარ ავტორიზაციას Steam-ის საშუალებით.

პასუხი: თამაში არაა შეძენილი Steam-ზე ან არაა ჩაწერილი, ასევე, თქვენ უნდა გქონდეთ ნათამაშები 2 საათზე მეტი ოფლაინში და თქვენი Steam პროფილი გახსნილი უნდა იყოს.

 

2.2. ოგორ ჩავიწეროთ სწორად მულტიფლეიერი?

  • შედით ETS2MP-ს მთავარ საიტზე;
  • დააჭირეთ გადმოწერის ღილაკს "Download";
  • დააინსტალირეთ მულტიფლეიერი შემდეგი თუთორიალის მიხედვით - http://youtu.be/uo-mCj2FfRw;

     

შესაძლო პრობლემები რეგისტრაციისას და მათი მოგვარების ხერხები:

კითხვა: შეცდომა: Steam-ექაუნტით არაა დარეგისტრირებული TruckersMP ექაუნტი.

პასუხი: გადადით Steam პროფილის სეთინგებში და გახადეთ თქვენი პროფილი ღია "Public".

 

2.3. როგორ მივაბათ ჩვენი პროფილი World of Trucks-ის სერვისს?

  • გადადით საიტზე World of Trucks;
  • დააჭირეთ რილაკს "Join Now";
  • თქვენ შემოგთავაზებენ ორი სახის რეგისტრაციას: გასაღებით და Steam-ის საშუალებით. აირჩიეთ მეორე, Steam-ის საშუალებით;

     

    imJm1mW.png

     

  • დააჭირეთ ღილაკს "Sign in Through Steam"
  • გაიარეთ სტიმის ავტორიზაცია ისე, როგორც მაშინ, როდესაც ქმნიდით თქვენს ETS2MP ექაუნტს;
  • შეავსეთ რეგისტრაციის ფანჯარა;
  • შედით თქვენს მეილზე, მანდ მოგივათ სპეციალური მესიჯი, სადაც იქნება ლინკი, გადადით მაგ ლინკზე და დაამტკიცეთ თქვენი ექაუნტი;
  • სხლიდან შედით World of Trucks-ზე და დააჭირეთ ღილაკს "Sign In";
  • შედით თამაშში;
  • პროფილის არჩევის ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს "შეცვლა";
  • შეიყვანეთ თქვენი World of Trucks-ის ლოგინი და პაროლი, რომელიც შეიყვანეთ რეგისტრაციისას. მორჩა. თქვენ წარმატებულად დაუკავშირეთ თამაშს World of Trucks-ის პროფილი!

შესაძლო პრობლემები რეგისტრაციისას და მათი მოგვარების ხერხები:

კითხვა: საიტი არ მარეგისტრირებს, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ.

პასუხი: ალბათ თქვენ უკვე დარეგისტრირებული ხართ საიტზე მაგ სტიმით.

კითხვა: თამაშში შესვლის შემდეგ, ახლიდან მთხოვს პაროლის და ლოგინის შეყვანას.

პასუხი: როდესაც შეიყვანთ თქვენს ლოგინს და პაროლს, დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს.

კითხვა: პროფილის მიბმის დროს მიწერს "არასწორი პაროლი ან ლოგინი".

პასუხი: დააჭირეთ ღილაკს "პაროლის ჩვენება" და სწორად შეიყვანეთ პაროლი.

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

3. პრობლემები მულტიფლეიერის ჩართვასთან


3.1. შეცდომა "Runtime Error"

 

post-108682-0-80077500-1356484836.png

 

ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაანახლეთ Microsoft Runtime Visual C++. რეკომენდირებულია 2005 - 2016 წლის ვერსიების დაყენება.

 

3.2. შეცდომა "DirectX Error"

 

ამ პრობლემოს მოსაგვარებლად არსებობს რამოდენიმე ხერხი

  • დააყენეთ DirectX-ის ბოლო ვერსია;
  • გაანახლეთ ვიდეობარათის დრაივერები:
  • გადაამოწმეთ თამაშის ქეში: Steam Library > Propereties > Local Files > Ferify Integrity of game files. თუ ცუდი შედეგი მოყვება, წაშალეთ და ახლიდან დააყენეთ თამაში.

3.3. შეცდომა "Cannot validate game version"

 

UWkya5N.png

 

ამ პრობლემოს მოსაგვარებლად:

  • გამოდით Steam-იდან;
  • დააჭირეთ Steam-ის Icon-ს > Propereties > Compatibility > Always Run as Administrator აირჩიეთ და დააჭირეთ OK-ს;
  • შემდეგ გააკეთეთ იგივე მულტიფლეიერისთვისაც;
  • შედით Steam-ზე;
  • დარწმუნდით, რომ მულტიფლეიერს აქვს თქვენი თამაშის ვერსიის მხარდაჭერა;
  • გადმოიწერეთ და დააინსტალირებთ მულტიფლეიერის ბოლო ვერსია ETS2MP-ს საიტიდან.

3.4. შეცდომა "Unsupported game version detected"

 

0awyhi2.jpg

 

ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ხერხი არსებობს.

  • გაანახლეთ თამაში;
  • დააყენეთ თამაშის ძველი ვერსია მოცემული ინსტრუქციით.

პრობლემები, რომლებიც შესაძლოა შეგექმნათ ამ პროცესის შემდეგ და მათი მოგვარების ხერხები:

იმ შემთხვევაში, თუ განახლებამ ან თამაშის ძველი ვერსიის დაყენებამ არ უშველა, ეგ იმას ნიშნავს რომ მულტიფლეიერი არაა დაკავშირებული თამაშთან. გააკეთეთ შემედგი:

ა) გადაამოწმეთ სად არის დაინსტალირებული მულტიფლეიერი. ის განთავსებული უნდა იყოს აქ: თქვენი დისკი\Steam\SteamApps\common\Euro Truck Simulator 2.

ბ) თუ მულტიფლეიერი სწორადაა დაყენებული,. მაგრამ ამ შეცდომას მაინც გიგდებთ, გააკეთეთ შემდეგი:

  • გამოდით Steam-იდან;
  • ჩართეთ Steam ადმინისტრატორის სახელით;
  • გადაამოწმეთ თამაშის ქეში: Steam Library > Propereties > Local Files > Ferify Integrity of game files.
  • დააბრუნეთ თამაში ბოლო ვერსიაზე;
  • ისევ გადაამოწმეთ თამაშის ქეში;
  • შემდეგ დააყენეთ თამაშის ის ვერსია, რომელიც სჭირდება მულტიფლეიერს.

3.5. შეცდომა "Invalid version of mod has been detected"

 

GYfcCPE.jpg

 

ეს შეცდომა იმას ნიშნავს, რომ გამოვიდა თამაშის კლიენტის ახალი ვერსია, თქვენ კი ძველი გიყენიათ. ჩაიწერეთ მულტიფლეიერის კლიენტის ბოლო ვერსია ოფიციალური საიტიდან.

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

4. სერვერზე შესვლასთან დაკავშირებული პრობლემები


4.1. ვტორიზაციის პრობლემა "არასწორი პაროლი/მეილიმიზეზის გამო, რა ვქნა?

 

uj5DI65.png

 

ამ პრობლემის მოგვარების ხერხები არ არსებობს, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები:

  • თამაშში შესვლისას გამოიყენეთ ის მეილი, რომელიც შეიყვანეთ რეგისტრაციისას და არა თქვენი ნიქნეიმი ან სტიმის ლოგინი;
  • დაწერეთ თქვენი მეილი და პაროლი ბლოკნოტში, შემდეგ გადააკოპირეთ და ისე ჩაწერეთ ავტორიზაციის ფანჯარაში, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმაში რომ ყველაფერს სწორად წერთ;
  • შეცვალეთ თქვენი მეილი და პაროლი;
  • მეილში და პაროლში გამოიყენეთ მხოლოდ ციფრები და ასოები;
  • არ გამოიყენოთ ის სტიმ ექაუნტი, რომელზეც არაა ნაყიდი თამაში. ფუნქცია "FamilyShare" არ მოგცემთ მულტიფლეიერში თამაშის საშუალებას;
  • დარწმუნდით რომ თქვენი სტიმის პროფილი "Public" არის;
  • თუ ზემოთ ჩამოთვლილვა რეკომენდაციებმა არ დაგეხმარათ, მიმართეთ თამაშის ადმინისტრაციას პრობლემის დეტალური აღწერით.

 

4.2. რატომ არ იმახსოვრებს თამაში ჩემს მეილს/პაროლს?

 

გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • წაშალეთ მულტიფლეიერი და ახლიდან დააყენეთ (ჩართვისას, ჩართეთ ადმინისტრატორის სახელით);
  • გაწმინდეთ DNS ქეში: დააჭირეთ Windows + R, ფანჯარაში ჩაწერეთ cmd .exe (გამოტოვების გარეშე) და შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ჩაწერეთ "ipconfig /flushdns";
  • შეცვალეთ პროფილის ადგილმდებარეობა სხვა დისკზე.

 

4.3. არ შედის სერვერზე, მიუხედავად იმისა რომ "Online" ვარ, რატომ?

 

გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • გაწმინდეთ DNS ქეში: დააჭირეთ Windows + R, ფანჯარაში ჩაწერეთ cmd .exe (გამოტოვების გარეშე) და შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ჩაწერეთ "ipconfig /flushdns";
  • გადაამოწმეთ, იყენებთ თუ არა მულტიფლეიერის ბოლო ვერსიას.;
  • თუ არაფერი არ გშველით, უბრალოდ დაიცადეთ, შესაძლოა სერვერი გათიშულია და სერვერის სტატუსი არასწორ ინფორმაციას გაძლევთ ონლაინ მოთამაშეების შესახებ.

 

4.4. ვერ ვუკავშირდები სერვერზე, ჩათში მიწერს შეცდომას "DNS Error". როგორ გამოვასწორო?

 

fQks7e0.jpg

 

გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • დაარესტარტეთ თქვენი როუტერი ან მოდემი;
  • გათიშეთ ბრენდმაუერი და ანტივირუსი ან დაამატეთ მულტიფლეიერი მათ გამონაკლისში;
  • გაწმინდეთ DNS ქეში: დააჭირეთ Windows + R, ფანჯარაში ჩაწერეთ cmd .exe (გამოტოვების გარეშე) და შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ჩაწერეთ "ipconfig /flushdns";
  • Like 1
Link to comment
Share on other sites

5. სხვა


5.1. ოგორ გავთიშოთ "WinterMod"?

 

შედით მულტიფლეიერში, დააჭირეთ "Tab" ღილაკს, შედით პარამეტრებში და მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  • გადადით განყოფილება "Mods"-ში;
  • მოხსენით ჩიტუნია "Winter Mods"-ს;
  • დააჭირეთ "OK" ღილაკს;
  • გადატვირთეთ მულტიფლეიერი.

გაითვალისწინეთ! მოცემული ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ზამთარში. სხვა დროს ის ავტომატურად გათიშულია.

 

5.2. ოგორ გავუთიშოთ ავატარები მოთამაშეებს თამაშში?

 

შედით მულტიფლეიერში, დააჭირეთ "Tab" ღილაკს, შედით პარამეტრებში და მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  • გადადით განყოფილება "Graphics"-ში;
  • მოხსენით ჩიტუნია "Avatars"-ს;
  • დააჭირეთ "OK" ღილაკს;

5.3. რ მუშაობს ჩათი თამაშში! რა ვქნა?

 

ჩათის გახსნა ხდება Y კლავიშით. თუ თქვენ არ გიჩვენებთ სხვების მესიჯებს, ეგ იმას ნიშნავს რომ ჩათი გაქვთ გათიშული F9 ღილაკით ან მთლიანი ინტერფეისი F11 ღილაკით. კვლავ დააჭირეთ მაგ ღილაკებს თუ ჩათის ჩართვა გინდათ.

 

5.4. თამაში პერიოდულად ითიშება (იქრაშება). როგორ გამოვასწორო? 

 

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  • ოპერატიული მეხსიერების უკმარობა დაამატეთ ოპერატიული მეხსიერება (RAM) ან ითამაშეთ უფრო დაბალი გრაფიკით;
  • განახლეთ DirectX;
  • გაანახლეთ Microsoft Visual C++ ბიბლიოთეკა;
  • გაანახლეთ ვიდეოკარტის დრაივერები;
  • თავი აარიდეთ ადგილებს, სადაც ბევრი მოთამაშე იყრის თავს;
  • წაშალეთ მოდები.

ასევე, პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზით:

ა) სერვერის პრობლემა, რომლის გამოსასწორებლადაც საჭიროა დეველოპერების ჩარევა. საკმარისია დაელოდოთ მულტიფლეიერის განახლებას, რომელშიც გამოასწორებენ შეცდომებს;

ბ) იმ მოთამაშეების გამო, რომლებიც ხმარობენ ცუდ Mod-ებს მულტიფლეიერში. ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იზავთ.

 

5.5. ად გაქრა ყველა ტვირთი?

 

ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს რამოდენიმე ხერხი, მაგრამ ამისათვის საჭიროა ჩართოთ თამაშის კონსოლი. ამისათვის მიყევით ინსტრუქციას:

  • შედით ვინდოუსის დოკუმენტებში "My Documents" და გადადით "ETS2"-ის პაპკაში;
  • ბლოკნოტის საშუალებით გახსენით ფაილი "config.cfg";
  • დააჭირეთ Ctrl + F ღილაკს და შემდეგ მოძებნეთ შემდეგი კომანდები, როგორიცაა "g_console = "0" და "g_developer = "0";
  • ორივეგან ციფრი ნოლი შეცვალეთ ერთზე;
  • შეინახეთ ფაილი.

პირველი ხერხი (თუ გყავთ საკუთარი ტრაილერი)

  • ჩართეთ სინგლფლეიერი (ოფლაინი);
  • გახსენით კონსოლი "~" ღილაკით;
  • ჩაწერეთ "g_set_time 12";
  • წადით ყველა ახლო პარკინგზე და დააჭირეთ დაძინებას.

მეორე ხერხი (თუ არ გყავთ საკუთარი ტრაილერი)

  • ჩართეთ სინგლფლეიერი (ოფლაინი);
  • გახსენით კონსოლი "~" ღილაკით;
  • ჩაწერეთ «g_force_economy_reset 1»;
  • დააჭირეთ "ESC"-ს და დაარესტარტეთ პროფილი;
  • ახლიდან ჩართეთ კონსოლი და ჩაწერეთ "g_force_economy_reset 0";
  • ახლიდან გადატვირთეთ პროფილი.

მესამე ხერხი

  • შედით ვინდოუსის დოკუმენტებში "My Documents", ჯერ გადადით "ETS2"-ის პაპკაში და შემდეგ "Profiles" პაპკაში;
  • ბლოკნოტის საშუალებით გახსენით ფაილი "config.cfg";
  • იპოვეთ "g_force_economy_reset = "0";
  • შეცვალეთ ციფრი ნოლი ერთზე;
  • შეინახეთ ფაილი;
  • გახსენით Steam;
  • გადაამოწმეთ თამაშის ქეში: Steam Library > Propereties > Local Files > Ferify Integrity of game files;
  • ჩართეთ სინგლფლეიერი (ოფლაინი);
  • გახსენით კონსოლი "~" ღილაკით;
  • ჩაწერეთ «g_force_economy_reset 0»;
  • გადაარესტარტეთ პროფილი.

თუ არცერთი ხერხი არ დაგეხმარათ იმას ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცა არასწორად გააკეთეთ.

 

5.6. თამაშიდან გასვლის შემდეგ, თამაშის პროცესი არ ინახება, რა ვქნა?

 

მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  • გადაამოწმეთ თამაშის ქეში: Steam Library > Propereties > Local Files > Ferify Integrity of game files;
  • შეცვალეთ პროფილის პაპკის ადგილმდებარეობა (ფუნქტი 5.9).

 

5.7. როგორ შევცვალოთ სატვირთოს ნომერი მულტიფლეიერში?

 

საკუთარი ნომერის დასაყენებლად საჭიროა დარეგისტრირდეთ World of Trucks-ის სერვისში. თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ, შედით თქვენს პროფილზე და მიყევით ინსტრუქციას:

  • გადადით "My Page"-ის განყოფილებაში;
  • აირჩიეთ ფუნქტი "Profile customization";
  • "Select country"-ის სიიდან, აირჩიეთ ქვეყანა, რომლის ნომერიც გინდათ რომ დააყენოთ;
  • "Enter license plate text" - ამ განყოფილებაში შეიყვანეთ თქვენი სატვირთოს ნომერი;
  • თუ თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი ახალი ნომერით, დააჭირეთ "Upload" ღილაკს. მზად არის!

გაითვალისწინეთ! თუ World of Trucks-ის პროფილი არაა მიბმული ETS2-ის პროფილთა, საკუთარ ნომერს ვერ დაინახავთ. 

 

5.8. როგორ გავანახლოთ თამაში ბოლო ვერსიამდე?

 

მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  • შედით სტიმზე;
  • მოხსენით ბეტა რეჟიმი: Steam Library > Propereties > Beta > None (ბეტა ვერსიის გათიშვა). 

თამაში ავტომატურად განახლდება. თუ არ განახლდა, დაარესტარტეთ სტიმი ან კომპიუტერი.

 

5.9. როგორ შევცვალოთ თამაშის პროცესის შენახვის ადგილმდებარეობა?

 

მიყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  • შექმენით ახალი პაპკა, სადაც გინდათ რომ შეინახოთ თქვენი ახალი პროფილი;
  • შედით სტიმზე;
  • Steam Library > Propereties > Set Launch Options;
  • გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ ის პაპკა, რომელიც შექმენით აქამდე, მაგალითად: -homedir "D:\Games\ETS2doc".

5.10. ოგორ ვებრძოლოთ ლაგებს?

 

ლაგების შემცირებისათვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • სანამ ჩართავთ თამაშს გათიშეთ არასაჭირო პროგრამები როგორიცაა ანტივირუსი, ბრაუზერი, სკაიპი, დისკორდი და ა.შ.;
  • დააყენეთ ისეთი გრაფიკა, რომელზედაც ნაკლებად გაგილაგავთ თამაში;
  • შეეცადეთ თავი აარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი მოთამაშე იყრის თავს. ასეთ ადგილებში გირჩევთ დააჭიროთ F9 და F11-ს, რაც გათიშავს ჩათს და ინტერფეის. ეს გზა დაგიმატებთ დაახლოებით 3-7 FPS-ს.

5.11. როგორ ვითამაშოთ მოდებით?

 

ოფიციალურად მულტიფლეიერს არ აქვს Mod-ების მხარდაჭერა (ოფიციალური DLC-ების გარდა SCS Software-სგან), გარდა იმ მოდებისა, რომლებსაც მულტიფლეიერის დეველოპერები თვითონ ამატებენ თამაშში (მაგ: ზამთრის მოდი). ბევრი Mod ავნებს მულტიფლეიერის ბირთვს, რაც იწვევს ზოგი მოთამაშის თამაშის დაქრაშვას. ასეთი Mod-ების გამო შესაძლოა მიიღოთ სამუდამო ბანი. თუმცა არსებობენ ისეთი Mod-ები, რომლებიც დაშვებულია, რადგან არ მოქმედებენ თამაშის ბირთზე.

 

მოდების დაყენების ინსტრუქცია:

  •  .scs ტიპის ფაილი მოათავსეთ შემდეგ Mod-ების პაპკაში: My Documents\Euro Truck Simulator 2\mods;
  • ჩართეთ სინგლფლეიერი (ოფლაინი);
  • აირჩიეთ თქვენი პროფილი და დააჭირეთ "შეცვლას";
  • ჩართეთ მოდი, რომელიც მანამდე ჩააგდეთ;
  • აიღეთ ის ტვირთი ან ტრაილერი, რომელიც შეინახეთ, გაიარეთ მოკლე მანძილი;
  • შეინახეთ თამაში და გამოდით;
  • ჩართეთ მულტიფლეიერი და ჩართეთ შენახული თამაში (არ მიაქციოთ ყურადღება ამოსულ ფანჯარას). მორჩა!
  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.