Jump to content
BL4CK$K1LL

TruckersMP-ს განცხადება No Damage-სთან და ჩეთებთან დაკავშირებით

Recommended Posts

TruckersMP-ს განცხადება No Damage-სთან და ჩეთებთან დაკავშირებით

 

TruckersMP%20Announcement%20on%20the%20N

 

ამ დღეების განმავლობაში შეამჩნევდით რომ ტროლების და ჩეთერების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ დონეზე გადავიყვანეთ.

 

ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩეთები სტანდარტი გახდა ამ ბოლო დროს. რაც ავნებს ჩვენს ონლაინ საზოგადოებას. ჩვენ არ გვინდა რომ მოთამაშეებმა გამოიყენონ ნებისმიერი ინსტრუმენტი თამაშის სტანდარტული პროცესის შესაცვლელად. ასევე No Damage მოდის გამოყენება.

 

ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიჩინოთ ნულოვანი ტოლერანტობა, როდესაც საუბარია ჩეთებზე TruckersMP-ში. განახლებული წესებიდან გამომდინარე ნებისმიერი ჩეთის (ჰაკის) გამოყენება გამოიწვევს სამუდამო ბანს. ასეთი მიდგომა პოპულარულია სხვა მრავალ ონლაინ თამაშში.

აკრძალულია:

  • მოდები დაზიანებაზე (ნებისმიერი "No Damage" მოდი/ჩეთი/ჰაკი)
  • მუდმივი NCZ-ის ჩართვა ("No Collision" ჩეთი, NoClip და ა.შ.)
  • სიჩქარის ჩეტი (ყველა სახის speedhack-ი, დროის შეცვლა და ა.შ.)


დაშვებულია:

  • ფულის და XP-ის მოდიფიკაციები (მეხსიერების ან თამაშის შენახვის ფაილების საშუალებით)
  • მოდიფიკაციები მისაბმელისთვის (მეხსიერების ან თამაშის შენახვის ფაილების საშუალებით)
  • მოდიფიკაციები ტრაილერისთვის, რომლებიც დაშვებულია თამაშის წესების მიხედვით (მეხსიერების ან თამაშის შენახვის ფაილების საშუალებით)


ჩვენ გვინდა, რომ TruckersMP იყოს მხიარული ყველასთვის, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება მაშინ, როდესაც შეიძლება ჩეთების ხმარება, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენი საზოგადოების დასაცავად.

პატივისცემით,
TruckersMP-ს გუნდი

 

 

წყარო

თარგმნა/Translation: @BL4CK$K1LL

  • Like 5
  • Thanks 1
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

მადლობა ამ ინფორმაციისთვის ლეონ! იმედია აწი ნაკლები ჩეთერი შემხვდება თამაშში, თორე უკვე ნამდვილად აუტანელი და უმუღამო გახდა ეს მულტიფლეიერი 

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიანაც კარგი რომ აკრძალეს, თორე ბალაგანი იყო უკვე, მითუმეტეს calais duisburg გზაზე. მადლობა ამ ინფორმაციის თარგმნისათვის ;) 

Share this post


Link to post
Share on other sites

საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა რომ მე ხშირად ვხმარობ ნოუ დემეიჯის მოდს, მაინც რაც უფრო ნაკლები ჩეთერია მით უკეთესი, თანაც /fix რო დაამატეს უფრო კარგია, თუმცა ტროლერებსაც ხო შეუძლიათ ამ კომანდის გამოყენება და ამაზე არ იფიქრეს დეველოპერებმა? მადლობა ინფორმაციისთვის @BL4CK$K1LL B)

Share this post


Link to post
Share on other sites
27 minutes ago, Merssy said:

მადლობა ამ ინფორმაციისთვის ლეონ! იმედია აწი ნაკლები ჩეთერი შემხვდება თამაშში, თორე უკვე ნამდვილად აუტანელი და უმუღამო გახდა ეს მულტიფლეიერი 

 

17 minutes ago, xaradze.giorgi said:

ძალიანაც კარგი რომ აკრძალეს, თორე ბალაგანი იყო უკვე, მითუმეტეს calais duisburg გზაზე. მადლობა ამ ინფორმაციის თარგმნისათვის ;) 

 

არაფრის ;) 

 

9 minutes ago, vaska2016pro said:

No Damage აღარ შეიძლებაა? რატოოო :unsure:

 

იმ მიზეზით, რომ No Damage არის ერთგვარი ჩეთი, რომელსაც ზოგი სასიკეთოდ იყენებს, ზოგი კი ბოროტულად.

 

2 minutes ago, tsirekidze said:

საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა რომ მე ხშირად ვხმარობ ნოუ დემეიჯის მოდს, მაინც რაც უფრო ნაკლები ჩეთერია მით უკეთესი, თანაც /fix რო დაამატეს უფრო კარგია, თუმცა ტროლერებსაც ხო შეუძლიათ ამ კომანდის გამოყენება და ამაზე არ იფიქრეს დეველოპერებმა? მადლობა ინფორმაციისთვის @BL4CK$K1LL B)

 

იფიქრეს, თუმცა როგორც ჩანს ცუდად :D არაფრის ;) 

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით ძალიან უაზრო გადაწყვეტილება გააკეთეს, რადგან მე ნო დამაგს მხოლოდ იმისათვის ვიყენებდი, რომ თავი დამეცავა ამ დებილებისგან, რომლებმაც ტარება არ იცი და გლეწავენ აქეთ იქეთ, ეხლა კი უკვე თავს ვეღარ დავიცავ და F7-ზე სირბილი მაგის გამო მაგრა მეზარება.

 

სხვა რამე ხერხი არ მოიფიქრეს, თუ როგორ უშველონ მოთამაშეებს ვინც სასიკეთოდ ხმარობენ?

Share this post


Link to post
Share on other sites
Just now, begigetia2002 said:

ძალიან ინფორმაციული პოსტია, მადლობა @BL4CK$K1LL ^_^ 

 

არაფრის ^_^

 

14 minutes ago, SLonNNNN said:

ჩემი აზრით ძალიან უაზრო გადაწყვეტილება გააკეთეს, რადგან მე ნო დამაგს მხოლოდ იმისათვის ვიყენებდი, რომ თავი დამეცავა ამ დებილებისგან, რომლებმაც ტარება არ იცი და გლეწავენ აქეთ იქეთ, ეხლა კი უკვე თავს ვეღარ დავიცავ და F7-ზე სირბილი მაგის გამო მაგრა მეზარება.

 

სხვა რამე ხერხი არ მოიფიქრეს, თუ როგორ უშველონ მოთამაშეებს ვინც სასიკეთოდ ხმარობენ?

 

თამაშში დაამატეს კომანდა /fix , რომელსაც ჩაწერ ჩათში და შენი ტრაილერი შეკეთდება.

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი სიახლეა და ძალიან მიხარია ის რომ ადმინები ცდილობენ იბრძოლონ ჩეთერბის წინაამღდეგ. მადლობა ამ ინფორმაციისათვის @BL4CK$K1LL

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

×
×
  • Create New...