• Announcements

    • Krashnz

      Server Downtime   01/04/18

      Hello Truckers! In response to recent developments with certain processor exploits We will be shutting down US1 / AS1 / SA1 until we get confirmation from the datacenters that the shared physical servers that these are hosted on have been patched. While at this time we are not aware of any active attacks against our users, we take security extremely seriously and do not want to risk any chances as they are on hardware shared with other customers of whom we do not know. You may also notice the website being unavailable for a few moments over the next few days. This is due to our datacenter provider patching our fleet of 30 servers. We apologize for any frustrations this may cause, however know this is a very important step that is required to secure our users data. Thank you for your understanding.   Forum thread Homepage blog post
BL4CK$K1LL

TruckersMP rules [GEO] / TruckersMP-ის წესები (18-12-2017)

Recommended Posts

truckersmp-logo.png

 

ოფიციალური წესები

ბოლოს განახლდა 2017 წლის 18 დეკემბერს

 

  • §1 - საერთო წესები
  • §2 - თამაშის წესები
  • §3 - ფორუმის წესები
  • §4 - თუთორიალები და ინფორმაცია

 

 


§1 - საერთო წესები

 

§1.1 ექაუნტი (Account)

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ექაუნტზე. როდესაც რომელიმე წესი დაირღვევა, ჩვენ დროებით დავბლოკავთ მომხმარებლის ექაუნტს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობდა მოცემულ სიტუაციაში.

 

§1.2 ბანისგან თავის არიდება (Ban evading)

დროებითი/სამუდამო ბანის ასარიდებლად სხვა ექაუნტის შექმნა. თუ მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ თავს არიდებთ ბანს სხვა ექაუნტების შექმნით, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს დაგბლოკოთ ახლიდან, შეტყობინებების გარეშე.

 

§1.3 სპამი ან სიბოროტე (Spamming or Abuse)

რეპორტის ან ფიდბეკის სისტემის გამოყენება გაუთვალისწინებელი მიზნით. ეს შეიცავს, მაგრამ არ ზღუდავს რეპორტების სპამვას, ერთი და იგივე მტკიცებულების რამდენიმეჯერ გამოყენებას ან სისტემის გამოყენებას გაუთვალისწინებელი მიზნით. ეს ეხება, მაგრამ არ ზღუდავს თამაშის ჩათს, ფორუმის მესიჯებს, მხარდაჭერის ბარათებს, ფიდბეკთან მიწერას, გასაჩივრებას და რეპორტებს.

 

 §1.4 რეპორტები (Reporting users)

- მტკიცებულებები, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ, უნდა იყვნენ მაქსიმუმ 1 თვის.

- თქვენ არ უნდა სთხოვოთ ადმინისტრაციას თქვენი რეპორტების ნახვა.

- რეპორტები ადმინისტრაციაზე უნდა გაიგზავნოს Feedback-ის საშუალებით.

 

§1.5 ენის ან ურთიერთობის არასწორი გამოყენება (Inappropriate use of language and communication)

  • ნებისმიერი სახის შეურაცყოფა სხვა მომხმარებლის დაცინვის მიზნით. ეს მოიცავს მაგრამ არ ზღუდავს, რასიზმს, დისკრიმინაციას და/ან განხილვას/გამოხატვას (ექსტრემალურ) პოლიტიკურ და არაკანონიერ  სიტუაციებს/ შეხედულებებს.
  • ისეთი ლინკების გამოყენება, რომლებსაც გადაჰყავს მომხმარებელი დაუცველ ვებ-საიტზე ან კონტენტზე.
  • სერიოზულობიდან გამომდინარე ნებადართულია გამოიყენოთ სიტყვები, როგორიცაა "noob" და "idiot". ამ სიტყვების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გამოიწვევს დასჯას.
  • იმპრესიონიზმი (სხვა მომხმარებლად თავის წარმოჩენა), პოლიტიკურ პიროვნებად, მოდერატორად ან თქვენზე მაღალი რანგის მქონე პიროვნებად. ეს შეიძლება იყოს თქვენი ავატარი, თქვენი ნომერი/სანომრე ნიშანი,მომხმარებლის სახელი და/ან თქვენი ტეგი თამაშში.

 

სიტუაციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება გამოუყენებული იქნას სხვა მომსახურეობის და სერვისებისთვის, რომლებსაც ვიყენებთ TruckersMP-ში, დახმარებისათვის.

 


§2 - თამაშის წესები

 

*ფიფქით (*) მონიშნული წესები არ მოქმედებენ სერვერებზე, რომლებიც სახელში შეიცავენ "[Freeroam]"-ს

 

§2.1 ჩეთერობა/ბაგების ბოროტად გამოყენება (Hacking/Bug abusing) - სამუდამო ბანი  (PERMANENT BAN)

სპეციალური ინსტრუმენტების ან Cheat Engine'ს ნაირი პროგრამების გამოყენება გეიმფლეის შესაცვლელად, სიჩქარის შეზღუდვის ასარიდებლად ან რაიმე მსგავსისთვის.

 

§2.2 დაზიანება (Ramming)*

სხვა მომხმარებლის სატვირთო მანქანისათვის ზიანის მიყენება სპეციალურად, ავარიული სიტუაციის შექმნის მცდელობა ან გამოწვევა სხვა მომხმარებლის მეშვეობით ან რაიმე მსგავსი.

 

§2.3 ბლოკირება (Blocking)*

გზის, მომხმარებლის და მაგისტრალზე გადასასვლელების სპეციალურად ბლოკირება, ასევე გზის ნებისმიერი მონაკვების დაბლოკვა, გადაკეტვა ან რაიმე მსგავსი.

 

§2.4 საწინაამღდეგო მოძრაობა/დაუშვებელი გადასწრება (Incorrect Way / Inappropriate Overtaking)*

მოძრაობა საპიროსპირო მხარეს ან რაიმე მსგავსი. გადასწრება იქ სადაც მოთამაშეებს დაბალი FPS მაჩვენებლი აქვთ. გადასწრება სადაც ბევრი მოთამაშე იყრის თავს. (მაგალითად: Europort)

 

§2.5 დაუშვებელი/საშიში ტარება (Inappropriate / Reckless Driving)*

  • არ უნდა მართოთ სატვირთო ისე, რომ სხვა მოთამაშეები დააზიანოთ. გზაზე მართვა უკუსვლით. მოძრაობის საპირისპირო მხარეს სატვირთოს/მსუბუქი ავტომობილის მართვა. სხვა მოთამაშეების და წესების იგნორირება.л.
  • რუკის საზღვრის გარეთ გასვლა, ასევე ტარება/პარკირნგი ასეთ ადგილებში, იმ შემთხვევაში თუ არ ხართ თამაშის ადმინისტრატორი.
  • გონკაობა სხვა მოთამაშეებთან

 

§2.6 უსარგებლო მოძრაობა/პარკირნგიმოთამაშეების თავშეყრის ადგილზე (Useless Traffic / Inappropriate parking)*

უსარგებლოდ მოძრაობა/პარკინგი მოთამაშეების თავშეყრის ადგილზე. ეს ეხება ისეთ ადგილებს, სადაც 25-ზე მეტი მოთამაშეა.

 

§2.7 "დალნების'' ხშირი გამოყენება (Excessive use of beacons)

თქვენ არ უნდა გამოიყენოთ "დალნები" იქ სადაც მოთამაშეების დიდი რაოდენობაა. ეს ეხება ისეთ ადგილებს, სადაც 25-ზე მეტი მოთამაშეა.

 

§2.8 მსუბუქი მანქანა მისაბმელით (Car with trailer)*

მსუბუქი მანქანით მისაბმელის ტარება არ არის დაშვებული. ეს შესახედავადაც საშინლად გამოიყურება და უგუნურ მართვაშიც ითვლება.

 

§2.9 სიგნალის სპამი (Horn Spamming)

განძრახ სიგნალი, ხანგრძლივი დროის განვმალობაში.

 

§2.10 მოძრაობა ფარების გარეშე (Driving without lights or Ghost driving)*

თამაშის დროით, დღისით მოძრაობა გზაზე, ფარების გარეშე ( 07:00'დან 19:00'მდე ) არ არის აუცილებელი, ხოლო ღამით (19:00'დან 07:00'მდე ) ფარები აუცილებლად ჩართული უნდა იყოს.

 

§2.11 დესინქრონიზაციის ექსპლოატაცია (Desync exploiting)

დესინქრონიზაციის მცდელობა, რათა დააზინაოთ სხვა მოთამაშეები.

 

§2.12 ორმაგი და სამმაგი ტვირთის საბმელი (Doubles and triples)

ორმაგი და სამმაგი მისაბმელი დაშვებულია მხოლოდ სკანდინავიის ტერიტორიაზე.

 

§2.13 ქონვოის არასწორი კონტროლი/Злоупотреблениее автомобилем (Inappropriate Convoy Management / Car Abuse)*

ქონვოიში მონაწილე სატვირთოებს ეკრძალებათ დაბლოკონ ან შეაფერხონ გზაზე მოძრაობა. 

 

§2.14 შენახვის რედაქტირება (Excessive Save Editing)

  • დაამაგროთ თქვენს სატვირთოზე მსუბუქი მანქანის ნაწილი, ან მსუბუქ ავტომობილზე დაამაგროთ სატვირთოს ნაწილი. ეს მოიცავს მოხატულობებსაც.
  • გადაჭარბებული რაოდენობით აქსესუარების დამაგრება. ასევე MP'სთვის არასათანადო აქსესუარის/სანათის დამაგრება.
  • როდესაც ცვლით სატვირთოს/მისაბმელს ან რაიმე სხვას, არ უნდა გასცდეთ MP'სთვის შესაბამის საზღვრებს.
  • დაუშვებელია დაემატოს სანათები/აქსესუარები ან რაიმე მსგავსი თამაშის ნორმალურ ვერსიას.
  • თქვენი სატვირთო/მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს შეთავსებადი. დაშვებულია მხოლოდ ერთი, სრული სიგრძის მისაბმელი.
  • 0 ტონიანი მისაბმელი არ არის დაშვებული მას შემდეგ რაც ის გამოიყურება სიჩქარის ჩეთად.

 

§2.15 საღონიზძიებო სერვერები (Event Servers) 
ყველა წესი მოქმედებს ნებისმიერ საღონიზძიებო სერვერზე.

 

§2.16 როგორ ჯარიმდებიან მომხმარებლები (How bans are issued)

  • პირველი სამი ბანი თამაშის ადმინისტრატორის შეხედულებაზეა დამოკიდებული.
  • მეოთხე ბანი 1 თვიანია.
  • მეხუთე ბანი 3 თვიანია.
  • მეექვსე ბანი სამუდამოა.
  • როდესაც თქვენი ბანი გახდება 12 თვის, ის აღარ ჩაითვლება. მაგალითად თქვენ გაქვთ 3 ბანი მთლიანი წლის განვმალობ. დაგედოთ მეოთხე. თქვენი პირველი ბანი იყო 1 წლის წინ ან უფრო მეტი, ამიტომაც ის აღარ ითვლება და თქვენ გედებათ მეოთხე ბანი როგორც მესამე.

 


§3 - ფორუმის წესები

 

§3.1 ოფფტოპი (No off topic posting)

აკრძალულია კომენტარები, რომლებიც არ შეესაბამება მიმდინარე თემას ან წინა კომენტარებს.

 

§3.2 თემის ტოპში აყვანა ყველაზე ხშირად, ვიდრე ერთხელ, 3 დღის განმავლობაში საჭიროების გარეშე (No bumping threads more than once every 3 days)

ერთზე მეტჯერ კომენტარის დაწერა პოსტებზე სამი დღის განვმალობაში. თქვენ არ შეგიძლიათ აიყვანოთ თემა ტოპში მიზეზის გარეშე, მაგალითად კომპანიის თემა, ასევე კომენტარები, რომლებიც არ ეხება პოსტს.

 

§3.3 გამოიყენეთ ინფორმაციული სათაურები (Use descriptive titles)

რ დააწეროთ თემის სათაურს "დამეხმარეთ" ან რაიმე მსგავსი. სათაურში მოკლედ უნდა ჩაწეროთ თემის შინაარსი.

 

§3.4 რეპუტაციის მომატება ირიბი გზებით (No reputation farming)

აკრძალულია სხვა ექაუნტების გამოყენება, იმისათვის რომ მოიმატოთ ლაიქები თქვენივე კომენტარებზე/პოსტებზე.

 

§3.5 აკრძალულია თრეიდი ან გაყიდვა (No trading or selling)

აკრძალულია ამ ფორუმის ვაჭრობისთვის ან გაყიდვისთვის გამოყენება, მაგალითად Steam პროფილების ან სხვა მომსახურეობისთვის. ეს წესი არ ვცელდება თამაშების ციფრულ  გასაღებებზე (Key'ებზე) ან თამაშების ონლაინ მაღაზიებზე.

 

§3.6 ავატარები (Avatars)

  • აკრძალულია ციმციმა GIF-ფაილები ან რაიმე მსგავსი ანიმაციები ავატარის სახით.
  • ჩვეულებრივი GIF-ანიმაციები ნებადართულია

 

§3.7 ხელმოწერები (Signatures)

  • მაქსიმალური სიმაღლე : 150px (при превышении разрешённой высоты подпись будет автоматически скрыта).
  • ფაილის მაქსიმალური წონა : 150 kb (ჯამში).
  • აკრძალულია ციმციმა GIF-ფაილები ან რაიმე მსგავსი ანიმაციები
  • ჩვეულებრივი GIF-ანიმაციები ნებადართულია

 

§3.8 განყოფილების გამოყენება/არჩევა (Category use/purpose)

  • ფორუმის ნებისმიერ სექციას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული წესები ან მოთხოვნილებები, რომლებიც ეხება კონკრეტულ ქვე-ფორუმს ან განყოფილებას, რომელიც მითითებულია განყოფილების აღწერაში ან განყოფილების მიმაგრებულ თემაში.
  • ქვე-ფორუმების წესები, განყოფილების წესების გარდა, შეიძლება შეიცავდეს კონკრეტულ წესებს ან/და მოთხოვნებს, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მაგალითად, ETS2MP ბაგების-რეპორტების ქვე-ფორუმს იგივე წესები აქვს რაც ბაგების-რეპორტების განყოფილებას.
  • მკაცრი მოდერაციის განყოფილებაში, კომენტარის დაწერას მოყვება გაფრთხილების ქულების მიღება, სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე. ამან უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ხარისხი ამ განყოფილებაში. ასეთი თემები/განყოფილებები გამოყოფილია [STRICT MODERATION]'ის ტეგით.

 


§4 - თუთორიალები და ინფორმაცია

 

§4.1 თუთორიალები (Guides):

 

ბანი დამადეს, რა უნდა ვქნა?

როგორ გავასწროთ სხვა სატვირთო სწორად?

როგორ გავგზავნოთ რეპორტი საიტზე?

 

§4.2 მაღალი პინგი (Ping Issues)

თუ, თქვენი პინგი სერვერზე ყოფნისას 600ms აცდება, თქვენ ავტომატურად დაკარგავთ კავშირს სერვერთან, იმისათვის რომ სხვა მოთამაშეებს არ შეუქმნათ ზიანის საფრთხე.

 

§4.3 თანამშრომლები და TruckersMP (Staff and TruckersMP)

ადმინისტრატორებს შეუძლიათ გაგაგდოთ ან დაგბლოკოთ სერვერზე ყოფნისას, თუ ეს საჭირო გახდა. თუ თქვენ დაიბლოკეთ სერვერებიდან, პირად მესიჯს ნუ გაუგზავნით ადმინისტრატორს, მოამზადეთ საჩივარი და გაასაჩივრეთ ვებ გვერდზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თამაშის შემქნმელებთან TrucekrsMP-ს მოდიფიკაციას არანაირი კავშირი არ აქვს.

 

§4.4 გასაჩივრება (Appealing and filing a complaint)

თუ თქვენს პროფილს ადმინისტრატორმა დაადო ბლოკი, შეგიძლიათ გაასაჩივრო ის - http://truckersmp.com/appeals . თუ თქვენ თვლით რომ საჩივარი სათანადოდ არ განიხილეს შგიძლიათ მიმართოთ Feedback სისტემას. Feedback სისტემაში საჩივარს განიხილავენ მაღალი რანკის წევრები. იმისათვის, რომ თქვენი გამართლების მაღალი შანსი იყოს, თან დაურთეთ მტკიცებულება, რაც ამტკიცებს, რომ თქვენ მართალი ბრძანდებით.
 

§4.5 მოცემული წესების შეცვლა (Changing these rules)

TruckersMP იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები ნებისმიერ დროს. ჩვენი მოდის თამაშით, თქვენ ეთანხმებით ყველა ზემოთ მოყვანილ წესს. თქვენ არ გაგამართლებთ ის ფაქტი, რომ არ იცოდით ისინი.

 

§4.6 გამოყენების შეთანხმებები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Terms of Service & Privacy Policy)

ამ წესების დათანხმებით, თქვენ ასევე ეთანხმებით ჩვენი მომსახურეობის წესებსა და ჩვენს კონფიდენციალურ პოლიტიკას.

 

 

 

 

თარგმანი შეიძლება განსხვავდებოდეს წესების ორიგინალური ვერსიისგან

გაითვალისწინეთ, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილებებს იღებს წესების ორიგინალური ვერსიის მიხედვით
 

Translation: @BL4CK$K1LL

  • Like 3
  • Thanks 4
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites