Leon Baker Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 დიდი ანონსი დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ახალი პროექტი, რომელზეც უკვე ერთ წელზე მეტია ვმუშაობთ - ჩვენი ახალი DLC "Euro Truck Simulator 2"ისთვის - "Special Transport". ჩვენ განიშნეთ DLC'ის არსებობაზე წინა წლის საახალწლო ვიდეო მომართვაში, მაშინ ვფიქრობდით რომ ამ ყველაფერს რამოდენიმე თვეში დავამატებდით თამაშში, თუმცაღა პროექტს უფრო მეტი დრო დასჭირდა მომწიფებისთვის ვიდრე ჩვენ გვეგონა. ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას. თქვენ შენიშნავდით რამოდენიმე თვის წინ ატვირთულ სქრინშოთებს, რომლებიცდახურულ გამოფენაზე, Gamescom 2017'ზე იყო წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ ძლიერ დაინტერესებულ პირებს ვარშავას თამაშების კვირეული 2017 ფარგლებში მიეცათ საშუალება დაეტესტათ ჩვენი ნამუშევარი. ამის შემდეგ ჩვემ დავთანხმდით ადგილობრივ ტელევიზიას ჩაეწერათ სიუჟეტი ტიზერის სახით. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო დისციპლინურმა ჯგუფმა ყველაზე დიდი შრომა ჩადო პროექტში, უზარმაზარი დრო დაუთმეს პროექტს და მის დეტალებს და დღეს წარუდგენთ ამ პროექთს მთელ სამყაროს. მაგრამ ჯერ ფოტო... ცოტა ხნის წინ, ჩვენი რამოდენიმე კოლეგა მიიწვიეს უზარმაზარი წყლის რეზერვუარის გადატანის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ მელნიკში, ჩეხეთში. ამ ორდღიან ღონისძიებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება ტრანსპორტზე და პროცესზე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჩვენი მოთამაშეები შეპყრობილები არიან რეალისტიკური იდეალებით. თქვენ ყოველთვის გვაძლევთ იმის სტიმულს, რომ ჩვენ შევქმნათ რაც შეიძლება რეალობასთან მიახლოვებული ნივთები. თამაშის ბევრი ფანი ითხოვს სიახლეების დანერგვას და სირთულის გაზრდას, რათა მათი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. ჩვენ ჩავთვალეთ რომ დრო მოვიდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოთამაშეები! დიდი დრო გავიდა და როგორც ქვემოთ ვიდეოში ხედავთ, ჩვენ ოფისში ვტესტავთ ახალი DLC'ის ერთ-ერთ მისიას "Special Transport". რა ხდება აქ? ალბათ ხედავთ უზარმაზარ ტვირთს და ეს პატარა მანქანები სირენებით და ციმიცმა შუქებით რაღაა? იქნებ ისინი ტვირთს აცილებენ? დიახ სწორია. ტვირთი დიდია. ვიტყოდი უზარმაზარი და დიახ, პატარა მანქანები ტვირთის გამცილებლები. გამცილებელი იქნება ორი. ერთი მანქანა წინ გაუძღვება ტვირთს, მეორე კი უკნიდან გამოედევნება. მათი მიზანიც სავსებით ნათელია ტვირთის უსაფრთხო ჩატანა დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მოდით კარგად შევიცნოთ ახალი DLC: 11 ახალი სპეციალური ტვირთი (მასით 70 ტონამდე, სისქით 6 მეტრამდე, სიმაღლით 5 მეტრამდე და სიგრძნით 20 მეტრამდე); 4 ახალი ნახევრად ტვირთი; 17 უნიკალური მარშრუტი "Special Transport"ის სპეციალური მისიებით (12 სტანდარტულ რუკაზე, 2 სკანდინავიაში, 2 აღმოსავლეთ ევროპაში და 1 საფრანგეთში). დროთა განვმალობაში ეს სია გაივრცობა; 80'ზე მეტი შენობა; პილოტების მიერ გზის გადაკეტვა და სხვა შესაძლებლობები; მისიის ჩაგდების საშუალება, წესების დაუცველობის შემთხვევაში; თამაშის შენახვის ახალი სისტემა; ახალი ანიმაციები; ახალი მიღწევერები (ეჩივემენტები); უფრო მეტი ქულა და ფული მისიების წარჩინებით შესრულებისათვის. ეს ყველაფერი პროექტის მცირე ნაწილია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკმარისია. ჯობია მოემზადოთ, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა მოთამაშეებისათვის და მათი დიზელის მონსტრებისთვის. ჩვენ მზად არ ვართ დავასახელოთ გამოსვლის კონკრეტული თარიღი, მაგრამ დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. ჩვენ დაკავებულები ვართ საბოლოო ტესტირებით და ბაგების შესწორებით და ასევე იმ დიდი კონტენის შემუშავებით, რომელიც გვინდა რომ წლის ბოლომდე შემოგთავაზოთ. ბოლოს კი ვიმედოვნებთ რომ წლის ბოლომდე თქვენ შეძლებთ ახალი ტვირთების გადაზიდვას. SCSBlog თარგმნა/Translation: @BL4CK$K1LL 1
Merssy Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 მაგარია მადლობა @BL4CK$K1LL ამ ინფორმაციისათვის
Leon Baker Posted November 4, 2017 Author Report Posted November 4, 2017 1 minute ago, Merssy said: მაგარია მადლობა @BL4CK$K1LL ამ ინფორმაციისათვის არაფრის! მადლობთ რომ სარგებლოთ ქართული განყოფილებით, თქვენი აქტიურობა - ჩვენი სტიმულია 1
kavtaradze Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 რა მაგარია მაგრამ ამას დაამატებენ მულტიფლეიერში? 1
=G=. Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 ძალიან მაგარი რაღაც გველოდება, მადლობა ლეონ და SCS 1
Leon Baker Posted November 4, 2017 Author Report Posted November 4, 2017 2 minutes ago, [GeoTC] qavtaradze said: რა მაგარია მაგრამ ამას დაამატებენ მულტიფლეიერში? ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი ინფორმაცია, TruckersMP დეველოპერებს უნდათ ახალი DLC'ს დამატება, თუმცა არ იციან ზუსტად. 2 minutes ago, =G=. said: ძალიან მაგარი რაღაც გველოდება, მადლობა ლეონ და SCS არაფრის 1
[GeoTC] M3G4ROX Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 ყოჩაღ @BL4CK$K1LL რომ გადათარგმნე ამხელა ინფორმაცია და მულტიფლეიერში როგორ აპირებენ ამდენი რაღაცის დამატებას? გაურთულდებათ მგონი
GEOSCREAM Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 ძალიან მაგარი რაღაც გველოდება წინ მადლობა ლეონ <3
begigetia2002 Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 ძალიან კარგია, მადლობ @BL4CK$K1LL
nikoloz Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 ძალიან მაგარი განახლება იქნება, თუმცა მულტიფლეიერში დამატება გაუჭირდებათ როგორც ვატყობ :/
tsirekidze Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 მიხარია მადლობა @BL4CK$K1LL, ამდენი ხანია ველოდებოდი რამე კარგ სიახლეს
vaska2016pro Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 ძალიან კარგია, მადლობა ლეონ და ასევე რა ეღირება ხომ არ იცით?
xaradze.giorgi Posted November 4, 2017 Report Posted November 4, 2017 აუ რა მაგარია, მალე გამოუშვან რა
Leon Baker Posted November 4, 2017 Author Report Posted November 4, 2017 20 minutes ago, [GeoTC] M3G4ROX said: ყოჩაღ @BL4CK$K1LL რომ გადათარგმნე ამხელა ინფორმაცია და მულტიფლეიერში როგორ აპირებენ ამდენი რაღაცის დამატებას? გაურთულდებათ მგონი არაფრის, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტად, დაამატებენ თუ არა, დეველოპერებს კი უნდათ, მაგრამ ... 19 minutes ago, GEOSCREAM said: ძალიან მაგარი რაღაც გველოდება წინ მადლობა ლეონ <3 14 minutes ago, begigetia2002 said: ძალიან კარგია, მადლობ @BL4CK$K1LL 8 minutes ago, tsirekidze said: მიხარია მადლობა @BL4CK$K1LL, ამდენი ხანია ველოდებოდი რამე კარგ სიახლეს არაფრის
Recommended Posts