Jump to content

დიდი ანონსი


Recommended Posts

დიდი ანონსი

 

დღეს ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ახალი პროექტი, რომელზეც უკვე ერთ წელზე მეტია ვმუშაობთ - ჩვენი ახალი DLC "Euro Truck Simulator 2"ისთვის - "Special Transport". 
 

ჩვენ განიშნეთ DLC'ის არსებობაზე წინა წლის საახალწლო ვიდეო მომართვაში, მაშინ ვფიქრობდით რომ ამ ყველაფერს რამოდენიმე თვეში დავამატებდით თამაშში, თუმცაღა პროექტს უფრო მეტი დრო დასჭირდა მომწიფებისთვის ვიდრე ჩვენ გვეგონა. ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას. თქვენ შენიშნავდით რამოდენიმე თვის წინ ატვირთულ სქრინშოთებს, რომლებიცდახურულ გამოფენაზე, Gamescom 2017'ზე იყო წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ ძლიერ დაინტერესებულ პირებს ვარშავას თამაშების კვირეული 2017 ფარგლებში მიეცათ საშუალება დაეტესტათ ჩვენი ნამუშევარი. ამის შემდეგ ჩვემ დავთანხმდით ადგილობრივ ტელევიზიას ჩაეწერათ სიუჟეტი ტიზერის სახით.

 

საბოლოო ჯამში, საერთაშორისო დისციპლინურმა ჯგუფმა ყველაზე დიდი შრომა ჩადო პროექტში, უზარმაზარი დრო დაუთმეს პროექტს და მის დეტალებს და დღეს წარუდგენთ ამ პროექთს მთელ სამყაროს.

 

მაგრამ ჯერ ფოტო...
 

Oversize_Melnik_02.JPG

 

ცოტა ხნის წინ, ჩვენი რამოდენიმე კოლეგა მიიწვიეს უზარმაზარი წყლის რეზერვუარის გადატანის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ მელნიკში, ჩეხეთში. ამ ორდღიან ღონისძიებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება ტრანსპორტზე და პროცესზე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჩვენი მოთამაშეები შეპყრობილები არიან რეალისტიკური იდეალებით. თქვენ ყოველთვის გვაძლევთ იმის სტიმულს, რომ ჩვენ შევქმნათ რაც შეიძლება რეალობასთან მიახლოვებული ნივთები. თამაშის ბევრი ფანი ითხოვს სიახლეების დანერგვას და სირთულის გაზრდას, რათა მათი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. ჩვენ ჩავთვალეთ რომ დრო მოვიდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოთამაშეები!

 

Oversize_Melnik_05.JPG

 

Oversize_Melnik_10.JPG

 

Oversize_Melnik_09.JPG

 

Oversize_Melnik_08.JPG

 

Oversize_Melnik_12.JPG

 

Oversize_Melnik_13.JPG

 

დიდი დრო გავიდა და როგორც ქვემოთ ვიდეოში ხედავთ, ჩვენ ოფისში ვტესტავთ ახალი DLC'ის ერთ-ერთ მისიას "Special Transport". რა ხდება აქ? ალბათ ხედავთ უზარმაზარ ტვირთს და ეს პატარა მანქანები სირენებით და ციმიცმა შუქებით რაღაა? იქნებ ისინი ტვირთს აცილებენ?

 

 

დიახ სწორია. ტვირთი დიდია. ვიტყოდი უზარმაზარი და დიახ, პატარა მანქანები ტვირთის გამცილებლები. გამცილებელი იქნება ორი. ერთი მანქანა წინ გაუძღვება ტვირთს, მეორე კი უკნიდან გამოედევნება. მათი მიზანიც სავსებით ნათელია ტვირთის უსაფრთხო ჩატანა დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ეს ყველაფერი არაა.

 

მოდით კარგად შევიცნოთ ახალი DLC:

  • 11 ახალი სპეციალური ტვირთი (მასით 70 ტონამდე, სისქით 6 მეტრამდე, სიმაღლით 5 მეტრამდე და სიგრძნით 20 მეტრამდე);
  • 4 ახალი ნახევრად ტვირთი;
  • 17 უნიკალური მარშრუტი "Special Transport"ის სპეციალური მისიებით (12 სტანდარტულ რუკაზე, 2 სკანდინავიაში, 2 აღმოსავლეთ ევროპაში და 1 საფრანგეთში). დროთა განვმალობაში ეს სია გაივრცობა;
  • 80'ზე მეტი შენობა;
  • პილოტების მიერ გზის გადაკეტვა და სხვა შესაძლებლობები;
  • მისიის ჩაგდების საშუალება, წესების დაუცველობის შემთხვევაში;
  • თამაშის შენახვის ახალი სისტემა;
  • ახალი ანიმაციები;
  • ახალი მიღწევერები (ეჩივემენტები);
  • უფრო მეტი ქულა და ფული მისიების წარჩინებით შესრულებისათვის.

 

ეს ყველაფერი პროექტის მცირე ნაწილია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკმარისია. ჯობია მოემზადოთ, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა მოთამაშეებისათვის და მათი დიზელის მონსტრებისთვის. ჩვენ მზად არ ვართ დავასახელოთ გამოსვლის კონკრეტული თარიღი, მაგრამ დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. ჩვენ დაკავებულები ვართ საბოლოო ტესტირებით და ბაგების შესწორებით და ასევე იმ დიდი კონტენის შემუშავებით, რომელიც გვინდა რომ წლის ბოლომდე შემოგთავაზოთ.
ბოლოს კი ვიმედოვნებთ რომ წლის ბოლომდე თქვენ შეძლებთ ახალი ტვირთების გადაზიდვას.

 

 

SCSBlog

თარგმნა/Translation: @BL4CK$K1LL

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Merssy said:

მაგარია ^_^ მადლობა @BL4CK$K1LL ამ ინფორმაციისათვის 

 

არაფრის! მადლობთ რომ სარგებლოთ ქართული განყოფილებით, თქვენი აქტიურობა - ჩვენი სტიმულია :) 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, [GeoTC] qavtaradze said:

რა მაგარია :o მაგრამ ამას დაამატებენ მულტიფლეიერში?

 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი ინფორმაცია, TruckersMP დეველოპერებს უნდათ ახალი DLC'ს დამატება, თუმცა არ იციან ზუსტად.

 

2 minutes ago, =G=. said:

ძალიან მაგარი რაღაც გველოდება, მადლობა ლეონ და SCS ^_^ 

 

არაფრის ;) 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ყოჩაღ @BL4CK$K1LL რომ გადათარგმნე ამხელა ინფორმაცია და მულტიფლეიერში როგორ აპირებენ ამდენი რაღაცის დამატებას? გაურთულდებათ მგონი

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარი განახლება იქნება, თუმცა მულტიფლეიერში დამატება გაუჭირდებათ როგორც ვატყობ :/ 

Link to comment
Share on other sites

20 minutes ago, [GeoTC] M3G4ROX said:

ყოჩაღ @BL4CK$K1LL რომ გადათარგმნე ამხელა ინფორმაცია და მულტიფლეიერში როგორ აპირებენ ამდენი რაღაცის დამატებას? გაურთულდებათ მგონი

 

არაფრის, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტად, დაამატებენ თუ არა, დეველოპერებს კი უნდათ, მაგრამ ...

 

19 minutes ago, GEOSCREAM said:

ძალიან მაგარი რაღაც გველოდება წინ :wub: მადლობა ლეონ <3 

 

14 minutes ago, begigetia2002 said:

ძალიან კარგია, მადლობ @BL4CK$K1LL 

 

8 minutes ago, tsirekidze said:

მიხარია ^_^ მადლობა @BL4CK$K1LL, ამდენი ხანია ველოდებოდი რამე კარგ სიახლეს B)

 

არაფრის ;) 

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.