Leon Baker Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 იტალია: ახალი ინდუსტრია მრეწველები წარმოადგენენ ეკონომიკის საფუძველს და ბიზნესის მართვის ძირითად ძრავს ჩვენს სიმულატორებში, რადგან ტვირთის ტრანსპორტირება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ამოცანა რომელიც ეძლევათ მოთამაშეებს. ადგილობრივ მრეწველობაში და ჩვენს ფუნქციებში მათი თვისებები მაინც ნაწილობრივ უნდა ასახავდეს რეალურ ინდუსტრიას ქვეყანაში. ზოგიერთი ტვირთი, რომელიც თქვენ უნდა გადაიტანოთ, შეიცს მაგალითად იტალიურ ტიპიურ სკუტერებს. კარრარას მარმარილოს კარიერები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფრთხილად შექმნილი ინდუსტრია, რომლის ნახვაც თქვენ შეგეძლებათ ახალი DLC'ის გამოსვლასთან ერთად. ამ ნაღმების მარმარილო არის უძველესი მასალა შენობებისთვის, ძეგლებისთვის და ქანდაკებებისთვის უძველესი დროიდან. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ თქვენ მოგეწონებათ მტკნარი ხრეშიანი გზები ფოლადის ქარხანა ტარანტო არის კიდევ ერთი სამრეწველო სტრუქტურა, რომელიც აშენდა ექსკლუზიურად იტალიაში - ყველაზე დიდი ფოლადის ქარხანა ევროპაში. ეს გიგანტი ერთ-ერთი სამრეწველო გაჩერებაა, რომელიც არ დაგავიწყდებათ. უბრალოდ წარმოუდგენლად უზარმაზარი ობიექტია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ ახალი რუკა და მისგან მიღებული შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ ტვირთების ტრანსპორტირებისას. SCSBlog თარგმნა/Translation: @[GeoTC] BL4CKSK1LL 2
kavtaradze Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 ძალიან ლამაზი რუკა ჩანს, იმედია მალე გამოვა
vaska2016pro Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 ძალიან კარგად გამოიყურება, იმედია ფპს'იც მასეთი კარგი გვექნება
begigetia2002 Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 კარგია, თუმცა სიახლეები ახალ სკანიაზე 1 თვეა არ დადებულა, ჰმმმ
[GeoTC] M3G4ROX Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 1 minute ago, begigetia2002 said: კარგია, თუმცა სიახლეები ახალ სკანიაზე 1 თვეა არ დადებულა, ჰმმმ მთავარია ამდენი დრო ტყუილად არ დახარჯონ და რამე ისეთი არ გამოუშვან ...
Leon Baker Posted October 6, 2017 Author Report Posted October 6, 2017 7 minutes ago, vaska2016pro said: ძალიან კარგად გამოიყურება, იმედია ფპს'იც მასეთი კარგი გვექნება ფპს'თან პრობლემა არამგონია შეგექმნას 2 minutes ago, begigetia2002 said: კარგია, თუმცა სიახლეები ახალ სკანიაზე 1 თვეა არ დადებულა, ჰმმმ ტესტირების პროცესსშია ეხლა ახალი სკანია, მალე გამოვა
GEOSCREAM Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 Just now, [GeoTC] BL4CKSK1LL said: ტესტირების პროცესსშია ეხლა ახალი სკანია, მალე გამოვა ტესტირების პროცესში კი არი მარა ინფორმაცია მაინც დადონ ან ვიდეო, რავი, რამე მაინც
Leon Baker Posted October 6, 2017 Author Report Posted October 6, 2017 Just now, GEOSCREAM said: ტესტირების პროცესში კი არი მარა ინფორმაცია მაინც დადონ ან ვიდეო, რავი, რამე მაინც რაც დაგიდეს მაგაზე მეტი რაღა გინდა, ეხლა გამოსვლამდე თუ ყველაფერი გაჩვენეს რაღა აზრი აქვს, თანაც არ უნდათ ალბათ რომ თვალი ეცეს
GEOSCREAM Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 Just now, [GeoTC] BL4CKSK1LL said: რაც დაგიდეს მაგაზე მეტი რაღა გინდა, ეხლა გამოსვლამდე თუ ყველაფერი გაჩვენეს რაღა აზრი აქვს, თანაც არ უნდათ ალბათ რომ თვალი ეცეს და როდის გამოდის საერთოდ?
Leon Baker Posted October 6, 2017 Author Report Posted October 6, 2017 Just now, GEOSCREAM said: და როდის გამოდის საერთოდ? იტალიის DLC'ზე ამბობ თუ სკანიაზე?
GEOSCREAM Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 Just now, [GeoTC] BL4CKSK1LL said: იტალიის DLC'ზე ამბობ თუ სკანიაზე? ორივე რომ მითხრა ცუდი არ იქნება
Leon Baker Posted October 6, 2017 Author Report Posted October 6, 2017 Just now, GEOSCREAM said: ორივე რომ მითხრა ცუდი არ იქნება SCS შეგვპირდა რომ ორივეს წლის ბოლომდე გამოუშვებს, თან არა მარტო იტალის და სკანიას, კიდევ ბევრი ახალი რამ გველოდება
GEOSCREAM Posted October 6, 2017 Report Posted October 6, 2017 Just now, [GeoTC] BL4CKSK1LL said: SCS შეგვპირდა რომ ორივეს წლის ბოლომდე გამოუშვებს, თან არა მარტო იტალის და სკანიას, კიდევ ბევრი ახალი რამ გველოდება კარგი, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის
Leon Baker Posted October 6, 2017 Author Report Posted October 6, 2017 Just now, GEOSCREAM said: კარგი, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის არაფრის
nikoloz Posted October 7, 2017 Report Posted October 7, 2017 ისე, მესამე სურათზე ალპების მინი ვერსია არის ?
Leon Baker Posted October 7, 2017 Author Report Posted October 7, 2017 Just now, nikoloz said: ისე, მესამე სურათზე ალპების მინი ვერსია არის ? დაახლოებით, თუმცა მაგდაგვარი ადგილი არის უკვე თამაშში, ზუსტად არ მახსოვს ადგილი
gabunia Posted October 7, 2017 Report Posted October 7, 2017 ვა, ძალიან ველოდები ახალ DLC-ს, აუცილებლად ვიყიდი !
Recommended Posts