Jump to content

ახალი Scania S და R: უახლოვდება ფინიშს


Leon Baker

Recommended Posts

 ახალი Scania S და R: უახლოვდება ფინიშს

 

დღეს ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ერთ-ერთ პროექტზე: ახალი თაობის სატვირთოებზე Scania S და R. ჩვენმა დიზაინერებმა თითქმის დაასრულეს ამ ორი ბრწყინვალე სატვირთოს ბოლო დეტალების მოდელირება. ჩვენი ინტერპრეტაცია Scania S უკვე შიდა ტესტირების ეტაპზეა, R მოდელზე მუშაობა კი მალე დასრულდება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ტიუნინგის ნაწილებზე და ელემენტებზე სხვადასხვა DLC'ებიდან ETS2'ში, რათა გავხადოთ ისინი თავსებადი ახალ სატვირთოებთან. სანამ ჩვენ გავუშვებთ S და R მოდელებს ჩვენი ლაბორატორიებიდან, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ინტერიერის ნაწილები, აქსესუარები და სკინები მზადაა და კარგად მუშაობს.

 

 

01.jpg

 

02.jpg

 

 

როგორც ხედავთ, ამ ახალი სკანიის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. მათ ახასიათებთ რამოდენიმე ინტერიერი, რომლებშიც განათების ახალი მოწყობილობებია, ასევე V8'ს ძლიერი ვერსია! იქნება როგორც სტანდარტული, ასევე 6x4 შასი, სხვადასხვა სტილის ბორბლებიდან დაწყებული, სახურავით დამთავრებული. ნებისმიერს შეუძლია ააწყოს ისეთი სკანია S და R რომელიც მის გემოვნებას აკმაყოფილებს.

 

 

03.jpg

 

04.jpg

 

 

გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მოთმინებისა და ინტერესისთვის ამ სატვირთოების მიმართ. ჩვენ გვესმის და ვკითხულობთ თქვენს მონაწერებს და კითხვებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ ვიცით ამ სატვირთოების გამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ სატვირთოების გამოსვლა არ იქნება დაკავშირებული სხვა DLC'ებთან. ისინი გაჩნდებიან თამაშში უფასოდ, ახალი ვერსიის სახით, იმის შემდეგ რაც ჩვენ დავასრულებთ ტესტირებას და მივიღებთ მწარმოებლისგან საბოლოო დამტკიცებას.

 

 

05.jpg

 

06.jpg

 

 

ახლა ძალიან დაძაბული პერიოდია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ წლის ბოლო კვარტალი აბსოლუტურად ზღაპრული იქნება. ჩვენ გეგმებში გაქვს ძალიან საინტერესო კონტენტი როგორც Euro Truck Simulator 2'ისთვის, ასევე American Truck Simulator'ისთვის. ძალიან გვაინტერესებს თუ როგორი რეაქცია გექნებათ როდესაც ამ ყველაფერს იხილავთ!

 

 

წყარო: SCSBlog

თარგმნა/Translation: @BL4CKSK1LL

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.