Jump to content
Experiencing kernel error or random crashes on TruckersMP Island? ×

ჩატვირთვა გზაზე


ჩატვირთვა გზაზე. თქვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით.   

15 members have voted

  1. 1. მოგსვლიათ ისეთი შემთხვევა როდესაც მიდიხართ გზაზე და თქვენს წინ გაჩნდა მოთამაშე, რის შედეგადაც მოხდა ავარია?

    • კი
      14
    • არა
      1
  2. 2. თქვენი აზრით, უნდა დაისაჯოს ისეთი მოთამაშე რომელიც ჩნდება გზაზე?

    • დიახ, აუცილებელად უნდა დაისაჯოს ასეთი მოთამაშე
      14
    • არა, მე თვითონაც ვჩნდები ხოლმე გზაზე
      1


Recommended Posts

მოგესალმებით!

დღეს მინდა ვილაპარაკო ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე მულტიფლეიერში - მოთამაშეები რომლებიც ჩნდებიან გზაზე.

 

ესეიგი, ამ თემაში ჩვენ განვიხილავთ ამ თემას, მხოლოდ კონკრეტული სიტუაციების მიხედვით, ამიტომაც თავი შეიკავეთ "ფილოსოფიური" გამოთქმებისგან. თუ გინდათ გამოთქვათ აზრი, მოიტანეთ არგუმენტი, მტკიცებები და ახსენით რატო ფიქრობთ მასე მაგალითებთან ერთად.

 

თემის არსი: მოთამაშეების დამოკიდებულის გარკვევა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით.

მიზანი: თამაშის წესებში ახალი წესის დამატება, რომელიც აკრძალავს გზაზე გაჩენას, რასაც შეიძლება მოყვეს ავარია ან საშიში სიტუაცია.

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

ჩემი აზრით საჭიროა როგორმე ამ პრობლემის მოგვარება, მოთამაშე რომელიც ინახავს თავის ტრაილერს გზაზე და შემდეგ ამის გამო ზიანდებიან სხვები რა თქმა უნდა უნდა დაისაჯოს და კიდევ ერთხელ დაისაჯოს! 

 

ეს კი ჩემი ერთ-ერთი შემთხვევა:

 

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ვინც არ ხედავს ამაში პრობლემას უბრალოდ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: შეიკრიბა კომპანია, დაახლოებით 10 კაციანი, მიდიან თავისთვის წყნარად 120'ით ავტობანზე, თან დისკორდში საუბრობენ, კარგ განწყობაზე არიან და უცებ ქონვოის მეთაური დაეჯახა გაჩენილ მოთამაშეს, შემდეგ უკან მას რამოდენიმე კაცი შეეჯახა, ზოგმა მოასწრო მოხვევა, ზოგმა ვერა, ზოგი კი საერთოდ საპირისპირო მხრიდან მოსულ ტრაილერს დაეჯახა და ბანი აირტყა, ამ ყველაფრის მიზეზი კი მხოლოდ 1 კაცია, რომელიც როგორც არაფერი ისე წავა მაგ ადგილიდან და ბოდიშსაც არ მოიხდის.

 

თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ რომ გზაზე გაჩენისთვის მოთამაშე არ უნდა დაისაჯოს? ჩემი აზრით თამაშისგან უფრო მეტი პოზიტიური ემოცია უნდა მივიღოთ ვიდრე ნეგატიური!

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

მოთამაშე რომელიც გზაზე ჩნდება უნდა დაისაჯოს რადგან პირველ რიგში ის საფრთხეს უქმნის სხვა მოთამაშეებს და უკეთესი იქნება თუ მოთამაშეები ჯერ ოფლაინში შევლენ, გადააყენებენ მანქანას და შემდეგ ონლაინში გადმოვლენ. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

On 10.09.2017 at 3:56 PM, nikoloz said:

მოთამაშე რომელიც გზაზე ჩნდება უნდა დაისაჯოს რადგან პირველ რიგში ის საფრთხეს უქმნის სხვა მოთამაშეებს და უკეთესი იქნება თუ მოთამაშეები ჯერ ოფლაინში შევლენ, გადააყენებენ მანქანას და შემდეგ ონლაინში გადმოვლენ. 

 

გეთანხმები მაგრამ ვინ შეიწუხებს თავს და ვინ გადავა ოფლაინში იმისათვის რომ ტრაილერი გადააყენოს გზიდან?

Link to comment
Share on other sites

18 minutes ago, tsirekidze said:

 

გეთანხმები მაგრამ ვინ შეიწუხებს თავს და ვინ გადავა ოფლაინში იმისათვის რომ ტრაილერი გადააყენოს გზიდან?

 

თუ თამაშში შემოიტანენ ასეთ წესს მოუწევთ ოფლაინში გადასვლა, გინდ ეზარებოდეთ

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.