Recommended Posts

truckersmp-logo.png

 

 

 

ძირითადი წესები

 

 

  • პორნოგრაფიული ან სექსუალური ხასიათის კონტენტი - No pornographic, nude or sexual content

 

გაფრთხილების ქულები/ბანი - პორნოგრაფიული, შიშველი ან სექსუალური ხასიათის კონტენტი. ეს ეხება ყველა გამოქვეყნებულ ბმულს, სურათს ან ტექსტს.

 

 

  • ცენზურის დარღვევა ან ვულგალური სიტყვები - No profanity etc.

 

მესიჯის რედაქტირება/სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები - არ არის დაშვებული ცენზურის დარღვევა ან ვულგარული/უსაფუძვლო გამონათქვამები.

 

 

  • დისკრიმინაცია, სექსიზმი, რასიზმი ან რაიმე მსგავსი - No discrimination

 

სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები/ბანი - ჩვენ არ დავუშვებთ ვინმეს ეროვნების, რელიგიის, სქესის, რწმენის ან სხვა მსგავსი ფაქტორების გამო ხალხის გამოყოფას ჩვენს ფორუმზე და ჩვენს საზოგადოებაში.

 

 

  • თანამშრომლის სიმულაცია - No impersonating staff

 

სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები/ბანი - მოთამაშეს ეკრძალება განასახიეროს TruckersMP'ს თანამშრომელი. გამოიყენოს მისი ხელწერა, მისი ავატარი, ან რაიმე მსგავსი.

 

 

  • თავდასხმები ან მომხმარებლის შეურაწყოფა - No attacking other users

 

გაფრთხილების ქულები/ბანი - თქვენ არ გაქვთ სხვა წევრების წინაამღდეგ პროვოკაციული ან შეურაწყმყოფელი შინაარსის კონტენტის გამოქვეყნების უფლება.

 

 

  • აგრესიული ყოფაქცევა - No aggressive behaviour

 

გაფრთხილების ქულები/ბანი - თქვენ არ გაქვთ ისეთი კონტენტის გამოქვეყნების უფლება, რომელიც შეიცავს აგრესიას ან ნეგატიურ შინაარს და თან მიმართულია საზოგადოების ან მომხმარებლების მიმართ.

 

 

  • ოფფტოპი - No off topic posting

 

სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები/ბანი - აკრძალულია კომენტარები, რომლებიც არ შეესაბამება მიმდინარე თემას ან წინა კომენტარებს.

 

 

  • სხვა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება - No posting personal details

 

სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები/ბანი - აკრძალულია სხვა მომხმარებელთა პირადი მონაცემების გამოქვეყნება, მათ შორის მისამართები, ტელეფონის ნომრები და ა.შ.

 

 

  • თემის ტოპში აყვანა ყველაზე ხშირად, ვიდრე ერთხელ, 3 დღის განმავლობაში საჭიროების გარეშე - No bumping threads more than once every 3 days

 

სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები - ერთზე მეტჯერ კომენტარის დაწერა პოსტებზე სამი დღის განვმალობაში. თქვენ არ შეგიძლიათ აიყვანოთ თემა ტოპში მიზეზის გარეშე, მაგალითად კომპანიის თემა, ასევე კომენტარები, რომლებიც არ ეხება პოსტს.

 

 

  • გამოიყენეთ ინფორმაციული სათაურები - Use descriptive titles

 

სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები - არ დააწეროთ თემის სათაურს "დამეხმარეთ" ან რაიმე მსგავსი. სათაურში მოკლედ უნდა ჩაწეროთ თემის შინაარსი.

 

 

  • საიტების დალინკა, რომლებიც არღვევენ მიმდინარე წესებს - No linking to websites violating these rules

 

იგივე სასჯელი, როგორიც წესის დარღვევაზე - ფორუმის წესები ვრცელდება აგრეთვე რესურსებზეც და ლინკებზეც, რომლებიც იდება ფორუმზე.

 

 

  • რეპუტაციის მომატება ირიბი გზებით - No reputation farming

 

გაფრთხილების ქულები/რეპუტაციის წაშლა - აკრძალულია სხვა ექაუნტების შექმნა, იმისათვის რომ მოიმატოთ ლაიქები თქვენივე კომენტარებზე/პოსტებზე.

 

 

  • უსარგებლო კომენტარები - No useless posting or spamming

 

კომენტარის წაშლა/სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები/ბანი - აკრძალულია უსარგებლო კომენტარების დაწერა ან სპამი.

 

 

  • პოლიტიკური ნიქნეიმების/ავატარების/ფონების გამოყენება - No political nicknames etc.

 

სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები/ფონის/ნიქნეიმის/ავატარის წაშლა - აკრძალულია ისეთი ნიქნეიმების, ავატარების და ფონების გამოყენება, რომლებსაც კავშირი აქვთ პოლიტიკასთან.

 

 

  • აკრძალულია თრეიდი ან გაყიდვა - No trading or selling

 

სიტყვიერი გაფრთხილება/გაფრთხილების ქულები/ბანი - აკრძალულია ამ ფორუმის ვაჭრობისთვის ან გაყიდვისთვის გამოყენება, მაგალითად Steam პროფილების ან სხვა მომსახურეობისთვის. ეს წესი არ ვცელდება თამაშების ციფრულ  გასაღებებზე (Key'ებზე) ან თამაშების ონლაინ მაღაზიებზე.

 

 

 

 

კანონებთან დაკავშირებული წესები

 

 

  • კანონების პატივისცემა - Respect the law

 

გაფრთხილების ქულები/ბანი - საერთაშორისო ან რეგიონალური კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც გამოიყენება TruckersMP'სთვის.

 

 

  • პოსტები, რომლებიც ხელს უწყობენ დარღვევას - No posts informing about methods to break the law etc.

 

გაფრთხილების ქულები/ბანი - თქვენ არ გაქვთ უფლება გამოაქვეყნოთ პოსტი ან აიძულოთ სხვა მოთამაშეები დაარღვიონ რომელიმე წესი, იმ მიზნით რომ გამოაქვეყნონ პოსტი ნარკოტიკების ან გატეხილი თამაშების შესახებ

 

  • პირატობა - No piracy

 

ბანი - თქვენ გეკრძალებათ გააზიაროთ ან ატვირთოთ სხვადასხვა გზით, სხვადასხვა პროგრამები ან თამაშები. მითუმეტეს. თუ მოქმედებას რომელიმე ჩვენი პლათფორმით განახორციელებთ.

 

 

 

ავატარები - Avatars

 

თქვენ შგიძლიათ გააზიაროთ ან გამოაქვეყნოთ სხვადასხვა GIF ან ანიმაციები.

ეს დასაშვებია თუ რომელიმე წესს არ არღვევთ.

 

 

ხელმოწერა - Signatures

 

ხელმოწერების გამოყენებაზე გვაქვს შემდეგი შეზღუდვები:

 

  • მაქსიმალური სიმაღლე : 150px 
  • ფაილის მაქსიმალური წონა : 150 KB (ჯამში)

 

გარდა ამისა, აკრძალულია ციმციმა GIF-ფაილები ან მსგავსი ანიმაციები.

მთავარი GIF-ანიმაციები ნებადართულია.

 

 

 

განსაზღვრული წესები და მათი მოთხოვნილებები

 

 

სექციების გამოყენება/არჩევა - Category use/purpose

 

განყოფილების ან ქვე-ფორუმის წესები შეგიძლიათ იხილოთ ფორუმის თემის აღწერაში. ნებისმიერი თემა, რომელიც არ შეესაბამება წესებს, შეიძლება გადატანილი იყოს, გადამალული ან წაშლილი. არასწორ სექციაში/ქვე-ფორუმში მომხმარებლების მიერ თემების განთავსება გულისხმობს სიტყვიერ გაფრთხილებას, დარღვევის ქულებს ან ბანს.
აუცილებელია დაიცვას კომენტარების ფორმატი, თუ ის იმყოფება (მაგალითად, შემოთავაზების განყოფილებაში). კომენტარის ფორმატი იმყოფება იქვე, სადაც სხვა სექციების/ქვე-ფორუმების წესები.

 

 

კონკრეტული ქვე-ფორუმების ან სექციების წესები - Category specific rules etc.

 

ფორუმის ნებისმიერ სექციას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული წესები ან მოთხოვნილებები, რომლებიც ეხება კონკრეტულ ქვე-ფორუმს ან განყოფილებას, რომელიც მითითებულია განყოფილების აღწერაში ან განყოფილების მიმაგრებულ თემაში.
ქვე-ფორუმების წესები, განყოფილების წესების გარდა, შეიძლება შეიცავდეს კონკრეტულ წესებს ან/და მოთხოვნებს, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მაგალითად, ETS2MP ბაგების-რეპორტების ქვე-ფორუმს იგივე წესები აქვს რაც ბაგების-რეპორტების განყოფილებას.

 

 

მკაცრი მოდერაცია - Strict moderation

 

მკაცრი მოდერაციის განყოფილებაში, კომენტარის დაწერას მოყვება გაფრთხილების ქულების მიღება, სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე.

ამან უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ხარისხი ამ განყოფილებაში.

ასეთი თემები/განყოფილებები გამოყოფილია [STRICT MODERATION]'ის ტეგით.

 

 

 

მომხმარებლის ექაუნტის გაუქმება

 

ჩვენ არ ვშლით ბოლომდე მომხმარებლის ექაუნტს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ექაუნტის გათიშვა/გაუქმება სამუდამო ბანის გზით. თუ გინდათ ამის გაკეთება, მიმართეთ პროექტის მენეჯერს აქ

 

 

 

დასჯები

 

სასჯელის არჩევანი:

 

  • უმნიშვნელო დარღვევის მიუხედავად, მომხმარებელი შეიძლება დაისაჯოს წინა წესების დარღვევისთვის/გაფრთხილებებისთვის.
  • დასჯის სიმკაცრე დამოკიდებულია წინა დასჯებზე და კონკრეტულად ამ დარღვევაზე.
  • თემების ან კომენტარების წაშლა ხდება ბევრი დარღვევის შემთხვევაში.
  • სერიოზული დარღვევისთვის, ზემოთ მყოფ პერსონალს უფლება აქვს უფრო მკაცრი დასჯა გამოიტანოს ვიდრე წერია წესებში.

 

ბანი სერვერზე ან ფორუმზე:

 

  • ბანები და გაფრთხილებები ფორუმზე და თამაშის სერვერებზე განაწილებულია საერთო წესების მიხედვით - ბანი სერვერზე არ ვრცელდება ფორუმზე და ბანი ფორუმზე არ ვრცელდება სერვერზე.
  • მძიმე შემთხვევებში დასაშვებია გამონაკლისი, როდესაც მოთამაშეს ედება ბანი ფორუმზეც და სერვერებზეც.

 

 

 

სხვადასხვა

 

გთხოვთ, გამოიყენოთ ძებნის ფუნქცია სანამ შექმნით თემას, რათა თავიდან იქნას აცილებული დუბლიკატი თემების შექმნა.

 

მიღებული ბანების/გაფრთხილებების ქულების გასაჩივრება

თამაშში მიღებული ბანები შეგიძლიათ გაასაჩივროთ - აქ

ბანები ან გაფრთხილების ქულები ფორუმზე შეგიძლიათ გაასაჩივროთ - აქ

 

 

ტერმინები - Word clarifications:

 

მომხმარებელი - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შემოსულია საიტზე ან ამ ფორუმზე.

ფორუმის მოდერატორი - თანამშრომელი, რომელიც ვალდებულია დაიცვას წესრიგი და თვალყური ადევნოს ფორუმს.

გუნდის თანამშრომელი - ჩვენი თანამშრომლების გუნდისთვის დანიშნული პირი, პერსონალის სრული სია.

ქვესექცია - განყოფილება, რომელიც მდებარეობს მთავარი განყოფილების ქვეშ.

ზემოთმდგომი პერსონალი - გუნდის ნებისმიერი თანამშრომელი, რომლის რანკია ქომიუნითი/საზოგადოების მენეჯერი ან უფრო მაღალი.

სიტყვიერი გაფრთხილება - გაფრთხილება, რომელსაც მიიღებთ კონკრეტულ თემაში ან მესიჯების საშუალებით.

გაფრთხილების ქულები - ამჟამინდელი გაფრთხილების ქულები ჩანს მომხმარებლის და გუნდის წევრებისთვის. რამოდენიმე გაფრთხილება გამოიწვევს დასჯას

 

 

 

************************************************************************************************************************

თარგმანი შეიძლება განსხვავდებოდეს წესების ორიგინალური ვერსიისგან.

გაითვალისწინეთ, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას თავდაპირველი წესების საფუძველზე იღებს.

 

 

 

(Translated from the original by @BL4CKSK1LL & @Trucker - Maisuradze)

  • Like 7
  • Thanks 3
  • Upvote 7

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.