Jump to content

[GEO] როგორ გამოვიყენოთ გასაჩივრების სისტემა + კითხვა - პასუხი


Recommended Posts

როგორ გამოვიყენოთ გასაჩივრების სისტემა

 

1.გადადით ლინკზე: http://truckersmp.com 

nDr7QC95SXWptcIPHsBZqQ.png

 

2. გაიარეთ ავტორიზაცია.

RsPL0081TGukyiKYIFvHog.png

 

3.როდესაც შეხვალთ პროფილზე , დააკლიკეთ - "ჩემი ანგარიში", შემდეგ კი  მიუთითეთ - "ჩივილები".

cpqpOMTtSaqmerc5r7o9Rg.png

 

4.იმისთვის, რომ შექმნათ ახალი საჩივარი დააკლიკეთ - "ახალი საჩივარი". აქვე შეგიძლიათ :

  • იხილოთ რამდენი საჩივრის შექმნა შეგიძლიათ ან რამდენი საჩივრის შექმნის უფლება დაგრჩათ.
  • იხილოთ თქვენი დახურული, მიღებული თუ გაუქმებული საჩივრების ცხრილი

_LDQ1A8XQxWEv2mKsMfFYw.png

 

5.ახალი საჩივრის შექმნისას საჭიროა შეავსოთ, იმ მოთამაშის ინფორმაცია, რომელსაც ასაჩივრებთ.

  • თუ როგორ ვნახოთ მოთამაშის TruckersMP ID იხლიეთ აქ.
  • დარწმუნდით, რომ შეავსეთ ყველა მოცემული გრაფა.
  • გაითვალისწინეთ რომ "ScreenShot"  ხშირ შემთხვევაში ვერ აღწერს მომხდარ შემთხვევას. "ScreenShot" შესაძლოა გამოიყენოთ, როდესაც საქმე ეხება შეურაწყოფას/თაგს/სახელს ან როდესაც მოთამაშე მსუბუქი ავტომობილით მისაბმელს ატარებს.
  • დანაშაულის მტკიცებულება უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმ შემთხვევაში თუ მოთამაშეს 1 თვიანი ან მეტი ხანგრძლივობის აკრძალვა მიენიჭება. მტკიცებულების გაუქმებასთან ერთად შესაძლოა აკრძალვის გაუქმებაც.
  • მითითება : თუ თქვენ შეიყვანთ TruckersMP -ს გუნდის , რომელიმე წევრის ID -ს თქვენ მიიღებთ გაფრთხიელბას.

l-gq2RLMRMaI5f-owIvb_Q.png

 

R1wNc6IhSL_liW0LyPbvHQ.png

6. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ საჩივართა სიაში.

  • თქვენ შეგიზლიათ ნახოთ საჩივარის სტატუსი. თუ საჩივარ არ იქნა მიღებული, შეგიძლიათ იხილოთ ადმინისტრატორის კომენტარი, თუ რატომ გაუქმდა საჩივარი.
  • თქვენ ვეღარ შეძლებთ გამოხატოთ რეაქცია თქვენს გაგზავნილ საჩივარზე.

 

როგორც ხედავთ საჩივრების დარჩენილი რაოდენობა შემცირდა - 1 მაჩვენებელით.

MrWt-slNQWmJuVdc7sCRrw.png

 

 

კითხვა - პასუხი

 

კითხვა: შევქმენი ახალი საჩივარი, რატომ არ არის მიღებული ?

პასუხი: ადმინისტრატორებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რათა განიხილონ მიღებული საჩივრები, მაგრამ ნუ ღელავთ, თქვენი საჩივარი აუცილებლათ განიხიელბა.

 

კითხვა: შეცდომა მაჩვენებს, რომ ID არის პატარა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი საჩივარის ინფორმაცია არასწორად არის შევსებული ? 

პასუხი: გადაამოწმეთ კიდევ ერთხელ, შესაძლოა რაიმე არასწორად შეავსეთ.

 

კითხვა: რატომ შემიძლია მხოლოდ 10 საჩივარის შექმნა ? 

პასუხი: ადმინისტრატორებს მისდით ბევრი უსარგებლო საჩივარი, რომელთა ნახვაც ბევრ დროს ართმევთ მათ. შეზღუდვა მოთამაშეებს, გამოსადეგარი საჩივრების გაგზავნისკენ მოუწოდებს.

 

კითხვა: მე მივაღწიე 10 საჩივარს , რა შემიძლია გავაკეთო ?

პასუხი: თქვენ უნდა მოიცადოთ მანამ, სანამ გაგზავნილი საჩივრები არ განიხილება.

 

კითხვა: მე დავიბლოკე საჩივრების სისტემაში. რა შემიძლია გავაკეთო ამის მოსაგვარებლად? 

პასუხი: დაუკავშირდით ჩვენს ჯგუფს

 

(Translated from the original guide by @Trucker - Maisuradze and @BL4CKSK1LL )

  • Like 3
  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.