Jump to content

ვირტუალური კომპანიის თემის გამოქვეყნების მოთხოვნილებები


Recommended Posts

fCONRZC.png

ძვირფასო მოთამაშეებო და ვირტუალური კომპნანიის ხელმძღვანლებო!

ეს არის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ საზოგადოებას გაუზიაროთ ინფორმაცია თქვენს კომპანიის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მიერ გამოქვეყნებულ კომპანიას. ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეთ საზოგადოების მენეჯერებს ან ფორუმის მოდერატორებს.

გინდათ სხვებმაც გაიგონ თქვენს კომპანიის შესახებ? გამოაქვეყნეთ იგი ამ სექციაში და მოიზიდეთ უფრო მეტი ყურადღება საზოგადოებისგან!

ქვემოთ მოცემულია ის მოთხოვნილებები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი კომპანიის თემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოქვეყნება არ დადასტურდება. თხოვნა იქნება, სანამ გამოაქვეყნებთ თქვენს კომპანიის თემას შეამოწმოთ აკმაყოფილებს თუ არა იგი მოთხოვნილებებს.

 

თემის ავტორი:

  • ფორუმზე უნდა ჰქონდეს 20 სასარგებლო პოსტზე მეტი
  • ფორუმზე უნდა იყოს დარეგისტრირებული მინიმუმ ერთი თვე
  • ფორუმზე არ უნდა ჰქონდეს დარღვევები

 

ვირტუალური კომპანია:

  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 მძღოლი
  • უნდა ჰქონდეს უნიკალური სახელი და ლოგო
  • უნდა ჰქონდეს საკონტაქტო საშუალება (მაგ: Discord, TeamSpeak)
  • უნდა ჰქონდეს ფუნქციონირებადი ვებ-გვერდი (Facebook გვერდიც ითვლება)
  • გარდა ამისა, თემა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ხელმძღვანელის შესახებ

 

ნებისმიერი მედია, როგორიცაა ქონვოის სქრინშოთი ან მსგავსი რამ მოთავსებული უნდა იქნას სპოილერის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაიშლება.

ვირტუალური სატვირთო კომპანიის თემამ უნდა აჩვენოს, რომ თქვენ ნამდვილად იშრომეთ მის შექმნაზე. კომპანიას უნდა გააჩნდეს უნიკალური სახელი, ლოგო და ვებ-გვერდი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი თემა ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, იგი შეიძლება მაინც არ დადასტურდეს სხვადასხვა მოთხოვნილებების მიხედვით, რომლებიც აქ არ წერია. თუმცა, ამ თვალსაზრისით, შეიძლება დადასტურდეს ის თემები, რომლებიც  არ აკმაყოფილებს რომელიმე მოთხოვნილებას. ერთი თვის მანძილზე უაქტიურო თემები გადავა არქივში.

 

კომპანიის მართვასთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ თეგს ჩვენს Discord სერვერზე, რომელიც გაგიხსნით სპეციალურ ჩათს, სადაც შეიკრიბა ყველა კომპანიის ხელმძღვანელი!

 

 

  • Like 7
Link to comment
Share on other sites

On 27.08.2017 at 8:30 PM, gegesha said:

es kompania ro gavaketo ras margebs? fulis temaa tu prosta gasartobat?

 

უბრალოდ შეკრებებს აწყობთ და ერთად დადიხართ. 

 

On 29.08.2017 at 0:32 AM, Trucker - Maisuradze said:

ანუ ორი ტრაქტორი რომ მყავდეს კომპანიას ვერ შევქმნი ? 

 

დიახ, კომპანიის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ ხუთი მძღოლი კომპანიაში!

  • Like 4
Link to comment
Share on other sites

Just now, aculite said:

ყველას ერთნაირი სახელი უნდა გვეწეროს და ლოგო???

 

არა, არ არის აუცილებელი ერთნაირი სახელის ან ფოტოს ქონა, თუმცა არ იქნება ცუდი თუ ნეიმთაგზე დაიწერთ კომპანიის სახელს.

  • Like 3
Link to comment
Share on other sites

16 minutes ago, gegesha said:

კომპანიას რო შევქმნი მარტო ნეიმთაგით შემოვიფარგლო?

 

კომპანიას როდესაც შექმნი, ფორუმზე თემა უნდა შექმნა და რა თქმა უნდა ნეიმთაგზეც შენი კომპანიის სახელი უნდა გეწეროს.

  • Like 3
Link to comment
Share on other sites

3 hours ago, qavtaradze said:

სად შემიძლია გამოვაქვეყნო ჩემი კომპანიის წევრების სია?

 

შეგიძლია პირდაპირ ფორუმის თემაში, თუმცა მე გირჩევ Google Forms გამოიყენო, უფრო კონფორტულია და უფრო გამოსადეგიც.

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, kaxa11711 said:

შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის ეს კომპანიები და რისთვის არის?

 

ვირტუალური კომპანია არის იგივე კომპანია როგორც რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ვირტუალური, ანუ ქმნით უნიკალურ სახელს, ლოგოს, იყვანთ მძღოლებს და ასრულებთ სამუშაოებს ერთად

Link to comment
Share on other sites

13 minutes ago, gabunia said:

ეს ათზე მეტო კომენტარი რას ნიშნავს?

 

 

შენს ფორუმის პროფილზე წერია content count, ანუ კომენტარების რაოდენობა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.