Leon Baker Posted March 31, 2021 Share Posted March 31, 2021 მოგესალმებით სატვირთოს მძღოლებო! შარშან, ჩვენ გადაუდებელი ზარი მივიღეთ EuroGoodies-გან დაკარგული კვერცხების შესახებ. თუმცა, ჩვენი საზოგადოების დახმარებით, ჩვენ მოვახერხეთ ყველა კვერცხის შეგროვება და შესანიშნავ მდგომარეობაში უსაფრთხოდ დავაბრუნეთ ისინი EuroGoodies-ში! წელს, როგორც ჩანს, სხვა კომპანია გატყდა ზეწოლის ქვეშ! LKW-ის მძღოლები ვერ დაუკავშირდნენ კვერცხების შესამოწმებელ ინსპექციას, რის გამოც სუპერმარკეტების თაროები უზარმაზარი სიცარიელის წეზოლის ქვეშ დარჩა და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. თქვენ მოწვეულები ხართ გაუჩინარებული კვერცხების საპოვნელ ნადირობაზე, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის რეგიონებში გაიმართება. ღონისძიება ჩატარდება 2021 წლის 4 აპრილს, კვირას, 20:00-იდან 24:00-მდე საქართველოს დროით. დავალება მარტივია! თქვენ გევალებათ იპოვოთ ყვითელი, ლურჯი, ვარდისფერი, წითელი, შავი და მწვანე კვერცხები, აგრეთვე მძღოლები, რომლებიც პასუხისგებლები არიან მაგ კვერცხების გადატანაზე. ოქროს და მარჯნის კვერცხების მძღოლები რამდენიმე ადამიანმა დაინახა, მაგრამ ისინი აღარავის უნახავს ამის მერე. როგორ ვითამაშოთ რვა კვერცხი გაუჩინარდა საფრანგეთისა და გერმანიის რეგიონებში. მათი პოვნა აუცილებელია. თუ მოხვდებით პირველ სამეულში, რომელიც ყველაზე სწრაფად იპოვის ყველა კვერცხს, თქვენ მიიღებთ განსაკუთრებულ ჯილდოს. კვერცხები წარმოდგენილები არიან ჩვენი საღონისძიებო გუნდის მიერ, რომლის წევრებსაც თეგი ექნებათ იმ ფერის, რომელი ფერისაც არის კვერცხი, მაგ: "Yellow Egg". ისინი არ გამოჩნდებიან TAB-სა და ETS2Map-ზე, ამიტომაც მათი პოვნა მხოლოდ GPS-ის დაყრდნობით და ყურადღების საშუალებით არის შესაძლებელი! მაშასადამე, როგორ მუშაობს ეს? შეუერთდით Easter Egg Hunt 2021 სერვერს Euro Truck Simulator 2-ში და მზად იყავით 20:00-იდან საქ. დროით. მოთამაშეების კოლიზია გათიშული იქნება. შეიკრიბეთ ნებისმიერ ადგილას სხვა მონაწილეებთან ერთად საფრანგეთისა და გერმანიის რეგიონებში. მისაბმელი შეგიძლიათ ფარეხში დატოვოთ, რადგან ის არ დაგჭირდებათ. მთავარი სისწრაფეა. თქვენ გექნებათ ოთხი საათი 20:00-იდან 24:00-მდე საქ. დროით, რათა მოიაროთ საფრანგეთი და გერმანია. რა გზით წახვალთ თქვენზეა დამოკიდებული. ფარეხების გამოყენება სამოგზაუროდ დასაშვებია. როდესაც იპოვით კვერცხს, გახსენით TAB და F12-ის საშუალებით გადაიღეთ სურათი, რათა დაამტკიცოთ კვერცხის პოვნა. სურათში უნდა ჩანდეს როგორც კვერცხი, ისევე თქვენი სატვირთო. როგორც კი იპოვით რვავე კვერცხს, შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენი განცხადება, რომლის შესახებ მეტ ინფორმაციას კვირას გაიგებთ. პრიზები აი რას უნდა ელოდეთ კვერცხებზე ნადირობის შედეგად: გამარჯვებული (პირველი, ვინც იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის განცხადებას) - £25 Steam სასაჩუქრე ბარათი მეორე ადგილოსანი (მეორე, ვინც იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის განცხადებას - £14 Steam სასაჩუქრე ბარათი მესამე ადგილოსანი (მესამე, ვინც იპოვის ყველა კვერცხს და გაგზავნის განცხადებას - £10 Steam სასაჩუქრე ბარათი ციფრული სასაჩუქრე ბარათები ავტომატურად კონვერტირდება თქვენს ვალუტაში. გამარჯვებულებს გამოვაცხადებთ ღონისძიების შემდეგ! ამასთან ერთად, ყველა მონაწილე, რომელიც იპოვის რვა კვერცხს და დროულად გაგზავნის ამის დამადასტურებელ განცხადებას, მიიღებს განსაკუთრებულ ჯილდოს პროფილისათვის! პროფილის ჯილდო საკმაოდ ექსკლუზიური არის და შესანიშნავია სატრაბახოდ, რათა აჩვენოთ სხვებს თქვენი უნარები. არ გამოტოვოთ ეს შანსი! მინიშნებები საფრანგეთსა და გერმანიას ბევრი გზა აქვს, ფაქტობრივად დატვირთულები. ასევე, ცნობილი C-D გზა, კალე და დუისბურგის ქალაქებთან ერთად. ამიტომ, შეიძლება საკმაოდ რთული იყოს კვერცხების სწრაფად პოვნა. მაგრამ, არ ინერვიულოთ, ჩვენ დაგეხმარებით ამაში! თუ თქვენ გჭირდებათ მინიშნება კვერცხების ადგილმდებარეობაზე, თვალყური ადევნეთ ოფიციალურ ბლოგს, რომელიც ყოველ 30 წუთში განახლდება! იმედი გვაქვს თქვენ ისევე ისიამოვნებთ ამ ღონისძიებით, როგორც ჩვენ მისი ჩატარებით. არ მოგერიდოთ ამ პოსტზე კომენტარის დატოვება! ნაყოფიერ ნადირობას გისურვებთ! Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now