Jump to content

TruckersMP-ის ტურნამენტი - 2021 წლის 27 მარტი, შაბათი


Recommended Posts

მოგესალმებით ძვირფასო მოთამაშეებო,

 

ახალ წელს მოჰყვება ახალი ღონისძიება! დროა გავგლიჯოთ გზები TruckersMP-ის ტურნამენტით, რომელიც მოიცავს ჩვენ მიერ გაკეთებულ სარბოლო ტრეკს, დრაგ სტრიპს, კონუსის წაქცევისა და უკუსვლის ჩელენჯებს. დარწმუნდით, რომ კალენდარში მონიშნული გაქვთ 27 მარტი, 16:00 საქართველოს დროით. მეტი სასაათო სარტყელის სანახავად დააჭირეთ აქ.

 

ჩვენი სრულიად ახალი საკონკურსო ღონისძიება ჩატარდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში! ტურნირში ასობით მძღოლი მიიღებს მონაწილეობას და თითოეული მათგანი ეცდება გამოიყენოს საკუთარი გამოცდილება, რათა მოიპოვოს პრესტიჟული ოქროს ტიტული - Tournament Champion.

 

ბევრ სწრაფ მოქმედებასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ უამრავ გადატრიალებას, დამტვრევას, ნახტომს და დრიფტს ჩვენს ტრეკზე. ჩვენ ასევე ვიხილავთ უამრავ მოთამაშეს, რომელიც ზედ გადააფრინდება კონუსებს ჩვენს უნიკალურ ღონისძიებაში წააქციე კონუსი. საინტერესო ჟღერს? განაგრძეთ კითხვა...

 

ღონისძიება ჩატარდება Silverstone-ის ჩვენ მიერ დამზადებულ ვერსიაზე, სადაც განთავსებული იქნება ადგილი ოთხი ძირითადი ღონისძიებისათვის.

 

მონაწილეობის მისაღებად ხელმისაწვდომი უნდა იყოთ მთლიანი ღონისძიების განმავლობაში!

 

ღონისძიება შედგება ოთხი რაუნდისგან, სადაც თითოეულს მოჰყვება უნიკალური გამოწვევა. ზოგს წარმატება ელოდება, ზოგს კი სამწუხაროდ არ გაუმართლებს.

 


 

პირველი ეტაპი

 

fv2dmbg.png

 

პირველი ღონისძიება შედგება დრაგ რბოლებისგან, სადაც თითო რბოლაში რვა მოთამაშე შეეჯიბრება ერთმანეთს. ქვემოთ მოცემულია მოთხოვნილებები და ინსტრუქციები მონაწილეობის მისაღებად:

  • ხელმისაწვდომი იყავით 16:00-იდან საქართველოს დროით - მეტი სასაათო სარტყელისათვის დააჭირეთ აქ. (პირველი დრაგ რბოლა დაიწყება 17:00-ზე საქ. დროით. ღონისძიება გაგრძელდება დაახლოებით 6 საათი).
  • უნდა გესმოდეთ ინგლისური ენა, რათა მიჰყვეთ ინსტრუქციებს.
  • დაუკავშირდით TruckersMP Tournament 2021 სერვერს.
  • დარწმუნდით, რომ თქვენს სატვირთოს საკმარისი რაოდენობის საწვავი აქვს და გამართულია. (მადვე არის ავტოგასამართი და საწვავ სადგური.)
  • შეკრება იგეგმება ლონდონის ცენტრში, სადაც დაგხვდებათ ნიშნები, რომლებიც მიგიყვანენ Silverstone-ის კომპლექსთან და დაგაყენებთ რიგში ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. რაც უფრო მალე მოხვალთ, მით უფრო წინ იქნებით რიგში!

 

აუცილებლად გაეცანით ღონისძიების წესებს სანამ მიიღებთ მონაწილეობას! რიგიდან აირჩევა რვა მოთამაშე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დრაგ რბოლაში. რამდენი მოთამაშე გავა შემდეგ ეტაპზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჯამში რამდენი მოთამაშე იღებს მონაწილეობას ღონისძიებაში. თუ 216 მოთამაშე შეეჯიბრება, მხოლოდ ნახევარი გავა, რაც ნიშნავს მხოლოდ 4 მოთამაშეს 8-დან. მონაწილლების მაქსიმალური რაოდენობა 432 მოთამაშეა!

 

ყველა რბოლის ჩატარების შემდეგ, 108 უსწრაფესი მოთამაშე გადავა შემდეგ ეტაპში.

 

თუ თქვენ ვერ გახვედით შემდეგ ეტაპზე, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი! თუ ერთ-ერთი შემდეგ ეტამპზე გასული მოთამაშე არ მობრძანდება, შემთხვევითობის პრინციპით ამოვირჩევთ ერთ-ერთ მოთამაშეს, რომელიც თამაშში არის.

 


 

მეორე ეტაპი

 

Vn48dyZ.png

 

ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპი არის იმათთვის, ვინც შეძლებს ამ ეტამპზე გადმოსვლას. დრაგ ტრეკზე ერთმანეთის პარალელურად რბოლა და კონუსის წაქცევა ძალიან პოპულარული ღონისძიებაა, სადაც მოწმდება სისწრაფე და დამუხრუჭება. რამდენად გვიან გაბედავთ დამუხრუჭებას?

 

თუ თქვენ მოხვდით ამ ეტამპზე, აუცილებლად დარჩით სერვერზე, რადგან ჩვენ დავიწყებთ იქვე ადგილას, სადაც პირველი ეტაპი ჩატარდა.

 

აი მოკლე მიმოხილვსა იმის, თუ რას უნდა ელოდეთ!

 

მოთამაშეები, რომლებიც გავლენ კვალიფიკაციას მეორე რაუნდზე წააქციე კონუსი, სანამ დაიწყება ეს ეტაპი, ტელეპორტის საშუალებით განლაგდებიან საჭირო ადგილას.

თქვენ მოგეცემათ მხოლოდ ერთი გასავარჯიშებელი რბოლა, რათა უკეთ გაიგოთ სად არიან განლაგებულები კონუსები.

 

თქვენი მიზანია წააქციოთ პირველი კონუსი (მონიშნულია პირველი ორი თეთრი ხაზით) უკანა 2-ის წაქცევის გარეშე (მონიშნულია მეორე 2 თეთრი ხაზით). თუ შეეხებით/წააქცევთ უკან მდგომ კონუსებს (ან გადაკვეთ მეორე ხაზს) თქვენ დისკვალიფიცირებული იქნებით. გამარჯვებულია მხოლოდ ის, ვინც პირველი წააქცევს პირველ კონუსს.

 


 

მესამე ეტაპი - მეოთხედ-ფინალი

 

j3IS8on.png

 

როგორც კი გადაურჩებით კონუსის წაქცევის ეტაპს, საშუალება მოგეცემათ გამოაჩინოთ თქვენი უკუსვლის უნარები.

 

თქვენ შეეჯიბრებით სხვა მოთამაშეებს უკუსვლით ვიწრო არეალში, სადაც თვალყურს მოგადევნებენ, რათა არ გადაკვეთო ზოლი. ეს ეტაპი დროის მიხედვით არის და გაგრძელდება იქამდე, სანამ დარჩება მხოლოდ ორი მოთამაშე! ფრთხილად იყავით, ზოლის გადაკვეთის შემთხვევაში მოგიწევთ ახლიდან დაიწყოთ!

 

თქვენ შეგიძლიათ წამოიწიოთ წინ და სცადოთ უკეთესი კუთხით შესვლა იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენ სხვა მოთამაშეებს ეჯიბრებით დროზე!

 


 

მეოთხე ეტაპი - ნახევარფინალი

 

lvdyQTm.png

 

გილოცავთ ამ ეტამპზე გადასვლას!

 

ამ ეტაპზე საშუალება მოგეცემათ შეერბოლოთ სხვა 6 მოთამაშეს ტრეკზე.

თქვენი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაასრულეთ უკუსვლით სიარულის ეტაპი!

 

ორივე რბოლის საუკეთესო სამი მოთამაშე გავა ფინალში!

 


 

მეხუთე ეტაპი - ფინალი

 

lvdyQTm.png

 

ფინალში ხართ!

 

ეს ტურნამენტის საბოლოო ეტაპია, საიდანაც თქვენ ხელცარიელი ვეღარ წახვალთ!

გადაურჩით ამ ეტაპს, რათა გახდეთ ტურნამენტის ჩემპიონი!

 

რბოლების ნახვა შეგეძლებათ TruckersMP-ის Twitch არხზე!

 


 

ჯილდოები

 

კვალიფიცირებული

ტურნამენტის ყოველი კვალიფიცირებული წევრი მიიღებს უნიკალურ ჯილდოს პროფილზე!

 

ფინალისტები

ფინალში გასულები დამატებით პრიზს მიიღებენ!

  • მეორე ადგილი: £25 Steam სასაჩუქრე ბარათი
  • მესამე ადგილი: £20 Steam სასაჩუქრე ბარათი
  • მეოთხე ადგილი: £14 Steam სასაჩუქრე ბარათი
  • მეხუთე ადგილი: £10 Steam სასაჩუქრე ბარათი
  • მეექვსე ადგილი: £4 Steam სასაჩუქრე ბარათი

 

ტურნამენტის ჩემპიონი

ტურნამენტის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, თქვენ ასევე მიიღებთ შემდეგ ჯილდოებს:

  • ჩემპიონის ექსკლუზიურ ჯილდოს თქვენს პროფილზე.
  • £50 Steam სასაჩუქრე ბარათს.

სასაჩუქრე ბარათი ავტომატურად დაკონვერტირდება თქვენი Steam-ის ვალუტაში.

 

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გინდათ თქვენი აზრის გაზიარება, შეგიძლიათ დააკომენტაროთ ამ თემაზე!

 

-TruckersMP-ის გუნდი

 

ორიგინალი პოსტი

Link to comment
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.